x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
15 ქალური ეშმაკობა საყოფაცხოვრებო ნივთების წესრიგში მოსაყვანად
image


ჩხვლეტია სვიტერი, მარილის ლაქები ახალ ჩექმებზე, გაჭედილი ელვა-შესაკრავი...ამ პრობლემებს ალბათ ბევრი თქვენგანი აწყდება ყოველდღიურობაში. დღევანდელ სტატიაში ვეცდები გასწავლოთ პატარ-პატარა ეშმაკობები, რომლებიც ამ წვრილმანი უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.


1. სვიტერი რომ არ იჩხვლიტებოდეს და რომ არ დაიბურკლოს


image


იმისათვის, რომ ერთდროულად ამ ორივე პრობლემას დააღწიოთ თავი, შემდეგნაირად უნდა მოიქცეთ: ახალი სვიტერი დაასველეთ, დაკეცეთ, ჩადეთ ცელოფანის პარკში და მოათავსეთ საყინულეში დაახლოებით 10 საათით. შემდეგ გამოიღეთ საყინულედან და დაასხით თბილი წყალი. დააცადეთ, სანამ ყინული არ გადნება, შემდეგ კი გააშრეთ. ქსოვილი გაცილებით რბილი და ნაზი გახდება, აღარც გიჩხვლეტთ და არც ბურკლები გაუჩნდება.


2. როგორ მოვაცილოთ ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი?

image

იმისათვის, რომ ტანსაცმელს უსიამოვნო სუნი (თამბაქოს, კვამლის, სარეცხი ფხვნილის) მოვაცილოთ, ერთმანეთში შევურიოთ ერთი წილი არაყი და სამი წილი წყალი და ეს სითხე პულვერიზატორით შევასხუროთ სამოსს.


3. როგორ მოვაცილოთ ტონალური კრემი კაბიდან?

image

კაბის დასვრილ ადგილს წავუსვათ საპარსი ქაფი ან კრემი, შემდეგ კი გავრეცხოთ სარეცხ მანქანაში. ტანსაცმელზე ტონალურის კვალიც კი არ დარჩება.


4. როგორ მოვაშოროთ ტანსაცმლიდან პომადისაგან გაჩენილი ლაქა?

image

კაბიდან პომადის ლაქების მოსაცილებლად გამოიყენეთ თმის ლაქი. დაასხურეთ ის დასვრილ ადგილს და დატოვეთ რამოდენიმე წუთი, შემდეგ კი კაბა ჩვეულებრივად გარეცხეთ.


5. როგორ გავწმინდოთ ნატის (ზამშეს) ფეხსაცმელი?

image

ნატის ფეხსაცმელების ფაქიზად გასაწმენდად გამოიყენეთ ფრჩხილების ქლიბი, ოღონდ არა უხეში.


6. როგორ მოვაცილოთ მარილის ნადები ტყავის ფეხსაცმელებს?

image

ყველა თქვენგანმა იცის, რომ ტყავის ფეხსაცმელს თოვლში სიარულის დროს მარილის ნადები უჩნდება. მისი მოცილება ადვილადაა შესაძლებელი წყალში გაზავებულ ძმარში (თანაფარდობა 2/1) დასველებული კბილის რბილი ჯაგრისით.


7. როგორ დავუბრუნოთ პირვანდელი სახე ლაკის ფეხსაცმელებს?

image

ლაკის ფეხსაცმლის დაზიანებული ადგილები გაწმინდეთ ვაზელინიანი ბამბის ტამპონით, ხოლო სიპრიალის დასაბრუნებლად მას გაუსვით მინის საწმენდ სითხეში დასველებული ჩვარი.



8. როგორ განვაახლოთ დაფხაჭნილი და გახუნებული ძველი ფესხაცმელი

image

თუ ხელთ არ გაქვთ ფეხსაცმლის მოვლის სპეციალური საშუალებები, შეიძლება დამატენიანებელი ლოსიონით გახვიდეთ ფონს: აიღეთ რბილი ჩვარი, დაასველეთ ლოსიონში და გაწმინდეთ დაზიანებული ფეხსაცმელი. ის ახალივით იპრიალებს.


9. როგორ დავამაგროთ მორღვეული ღილი ნემსის და ძაფის გარეშე?

image

თუ სამსახურში ხართ და შეამჩნიეთ, რომ თქვენს კაბაზე ან კოფთაზე ღილი მოირღვა და ეს-ესაა მოწყდება, თან ხელთ არ გაქვთ ნემსი და ძაფი, შემდეგნაირად მოიქეცით: ღილკილოდან გამომავალ ძაფს ერთი წვეთი გამჭვირვალე ფრჩხილის ლაქი დააწვეთეთ. ღილი დროებით დამაგრდება და უხერხული სიტუაციიდან გიხსნით.


10. როგორ დავამაგროთ სათვალის მოშვებული ჭანჭიკი?

image

ფრჩხილების ლაქი გიხნით იმ შემთხვევაშიც, თუ სამსახურში ხართ და თქვენს სათვალეს ჭანჭიკი მოეშვა. მისი დროებით დამაგრება ასევე გამჭვირვალე ლაქის ერთი წვეთითაა შესაძლებელი.


11. ბიუსტჰალტერის რკინის სამაგრებმა რომ არასოდეს შეგაწუხოთ..

image

ყველა ქალისათვის ნაცნობი პრობლემაა, როცა ბიუსტჰალტერის რკინის სამაგრები თავიანთ ადგილს ტოვებენ და მოურიდებლად კაწრავენ კანს. ამ უხერხულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ ჩვეულებრივი ლეიკოპლასტი. დააწებეთ ის იმ ადგილზე, საიდანაც რკინის რგოლი გარეთ გამოდის და შვებით ამოისუნთქავთ.


12. ცხიმიანი ლაქის სასწრაფოდ მოსაცილებლად

image

ცხიმიანი ლაქის კაბიდან მოსაცილებლად გამოიყენეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალება. დაიტანეთ ის ლაქაზე და ხელით გასრისეთ. კიდევ ერთი ეშმაკობა: დალაქავებულ ადგილს დააყარეთ დაფხვნილი ცარცი და გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი სულის შებერვით მოაცილეთ ცარცი სამოსს.


13. გაჭედილი ელვა-შესაკრავის ამუშავება

image

ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ ყურის საწმენდი ჩხირი და ვაზელინი. დაიტანეთ ცოტაოდენი ვაზელინი უშუალოდ ელვა-შესაკრავის დუგმაზე და ფრთხილად აამოძრავეთ ზევით-ქვევით.


14. ტანსაცმლიდან ოფლის ლაქების მოცილება

image

იღლიის ქვეშ არსებულ უსიამოვნო მოყვითალო ლაქებს იოლად მოაცილებთ ლიმონის წვენის და საჭმელი სოდის დახმარებით. ეს ნარევი დაიტანეთ ლაქაზე და გააჩერეთ ნახევარი საათი, შემდეგ კი პერანგი გარეცხეთ ჩვეულებრივი წესით. ასევე ეფექტურია ასპირინი და წყალბადის ზეჟანგი.


15. როგორ გავანეიტრალოთ არასასიამოვნო სუნი კედებიდან და ბოტასებიდან

image

ფეხსაცმელში ჩაყარეთ ცოტაოდენი მარილი და გააჩერეთ ორიოდე საათი, შემდეგ კი გამოფერთხეთ. არასასიამოვნო სუნი გაქრება.



0
5353
18-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
5353
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0