x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ხუმრობენ ცნობილი ადამიანები

image


***პოლ რობსონი გაქანებული კოსმოპოლიზმის პერიოდში ჩამოვიდა მოსკოვში კონცერტის გასამართად(1949წ).მომღერალს რეპერტუარში ინგლისური, ზანგურ აფრიკული და ებრაული სიმღერები ჰქონდა.შესაბამის ორგანოებში რობსონს ურჩიეს ებრაული სიმღერები არ შეესრულებინა, მიზეზად დაუსახელეს"საბჭოთა კავშირში ცოტა ებრაელი ცხოვრობენო"

-ზანგები რა ბევრი ცხოვრობენ?-დაინტერესდა რობსონი.


image




***გოეთე ვაიმარის პარკში სეირნობდა ვიწრო ბილიკზე, წინ კრიტიკოსი შეხვდა,
რომელიც გოეთეს მიმართ მტრულად იყო განწყობილი და მიმართა:-მე სულელებს
გზას არ ვუთმობ! _მე კი პირიქით-მიუგო გოეთემ და ღიმილით გვერდზე გადადგა.



***საგასტროლოდ ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებული ინგლისელი პიანისტი მოულოდნელად უკან დაბრუნდა სამშობლოში. მან დირიჟორ ბიჩემს ასეთი ახსნა-განმარტება მისცა:-იმიტომ დავბრუნდი, რომ არაბებმა ორჯერ ტყვია დამიშინეს.
-რას ამბობ?- მიუგო ბიჩემმა-ვერ
წარმოვიდგენდი, რომ არაბები ასე კარგად ერკვეოდნენ მუსიკაში.



***შინ დაბრუნებულმა ალბერტ აინშტაინმა ფოიეში კარისკაცს მიმართა:-უკაცრავად, სად ცხოვრობს პროფესორი აინშტაინი? -პროფესორი აინშტაინი ხომ თქვენ თვითონ
ბრძანდებით?- კი ვიცი, მაგრამ დამავიწყდა რომელ სართულზე
ვცხოვრობ.


***გერმანელი პოეტი და იუმორისტი მორი გოტლიბ საფირი ერთ
ლიტერატორს ეკამათებოდა.ამ უკანასკნელმა შუა კამათში საკმაოდ გესლიანად
მიუგო პოეტს.-თქვენ ბატონო საფირ ფულისთვის წერთ, მე კი ღირსებისთვის.


- ყოველი ჩვენგანი წერს იმისთვის, რაც აკლია, -უთხრა საფირმა.


***მარკ ტვენმა პირველსავე ლექციაზე თავის ენაკვიმატობით აღაფრთოვანა მსმენელები. ლექცია მან ასე დაიწყო:"იულიუს ცეზარი მოკვდა, შექსპირი მოკვდა, ნაპოლეონი მოკვდა და მეც ვერ ვგრძნობ თავს რაღაც კარგად".


image


***უკვე წაიკითხეთ ჩემი ლექსები?- დიახ წავიკითხე და მათ შორის ისეთიცაა, რომელსაც პუშკინი და ჰაინეც ვერ დაწერდნენ- ძალიან სასიამოვნოა, მაინც რომელ ლექსებს გულისხმობთ?-ლექსებს რადიოზე და კინოზე!!***



*** დიდი ებრაელი მხატვარი მარკ შაგალი საბჭოთა კავშირს ეწვია.იგი მაშინდელმა კულტურის მინსიტრმა ეკატერინა ფურცევამ მიიწვია.


-მარკ ზახარის ძევ რატომ წახვედით ემიგრაციაში?-ჰკითხა მინისტრმა.


-იმიტომ წავედი ემიგრაციაში, რომ მე მინდოდა მეპოვა უფრო მდიდარი ფერები, სამშობლოში ის ვერ ვიპოვე.


-უცნაურია-შენიშნა მისნისტრმა-საბჭოთა მხატვრებისთის ეს არაა პრობლემა.


-დიახ-უპასუხა შაგალმა-ისინი მხოლოდ წითელ საღებავს ხმარობენ.



*** ქართველი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანს ერთ-ერთ მწერალთა თავყრილობაზე ერთი სომეხი პოეტი გადაეკიდა.მართალია თუ არა, რომ შოთა რუსთაველი სომეხი იყოო!


ბოლო-ბოლო მოაბეზრა თავი ბატონ ჯანსუღს თავი ამ სომეხმა მწერალმა და ასე უპასუხა:კი სომეხი იყო მაგრამ ისე ეზიზღებოდა საკუთარი ენა გადაწყვიტა ქართულად დაეწერაო.

როგორც ბატონი ჯანსუღი იხსენებს იმის შემდეგ იმ სომეხ მწერალს მისთვის ხმა აღარ გაუცია.

image


***-რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი ოცნება თქვენო უდიდებულესობავ?ჰკითხეს ერთხელ ლუდოვიკო ХIV-ს.


-რომ ვიყო ლუდოვიკო XV-უპასუხა მეფემ.


*** ერთხელ ვიქტორ ჰიუგო საზღვარგარეთ გაემგზავრა.საზღვარზე ჟანდარმმა შეაჩერა, რომელიც სპეციალურ ანკეტას ავსებდა.

-რით ხართ დაკავებული?-ჰკითხა ჟანდარმმა.


-ვწერ–უპასუხა ჰიუგომ.


-მე ვგულისხმობ შემოსავალი რა გაქვთ, რით არსებობთ?


-კალმით-უპასუხა ჰიუგომ


ჟანდარმმა ანკეტაში ასე ჩაწერა:"ჰიუგო კალმებით მოვაჭრე"

0
235
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0