x
image
melody_inside
აღმოჩენილია ტვინის კოლექცია, რომელიც ნაცისტთა მსხვერპლ ადამიანებს ეკუთვნოდათ.

image
ათობით ტვინი და მისი ნაწილები იქნა აღმოჩენილი მიუნხენში მაქს პლანკის საზოგადოების ფსიქიატრიის ინსტიტუტის რეკონსტრუქციის დროს. ნაშთები ეკუთვნოდათ ჰოლოკოსტის და „ადამიანთა რასის გაუმჯობესების“ მიზნით ნაცისტების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტების მსხვერპლ ადამიანებს. ამის შესახებ იუწყება საიტი Gizmodo.


საზოგადოების წარმომადგენელთა გადმოცემით, ტვინების ნიმუშები გერმანელი ექიმის და ნეირობიოლოგის, იულიუს ჰალერვორდენის კოლექციაში ინახებოდა. ის იყო ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის მუშათა პარტიის წევრი, ასევე კაიზერ ვილჰელმის (ახლანდელი მაქს პლანკის სახელობის) სახელობის ნერვოპათოლოგიის ინსტიტუტისტვინის კვლევის კათედრის უფროსი.

imageპრეპარატები დამზადებული იყო ტვინებისგან, რომლებიც აღებული იყო მოკლული ტყვეებისგან და გონებაშეზღუდული ადამიანებისგან.


image


იმის გათვალისწინებით, რომ ჰალერბორდენი ბიოლოგიურ მასალას იღებდა იოზეფ მენგელესგანაც, მეორე გერმანელი ექიმისგან, რომელიც ცნობილი იყო ტყვეებზე სასტიკი დანაშაულებრივი ცდების ჩატარებით, მაშინ სავსებით შესაძლებელია ის, რომ ტვინის ნიმუშები ჰოლოკოსტის მსხვერპლთაც ეკუთვნოდათ.

image

ამჟამად ინსტიტუტის თანამშრომლები ნიმუშებს სწავლობენ, რათა, თუ შესაძლებელია გაიგონ ვის ეკუთვნოდათ კონკრეტულად ეს ნაწილები, ასევე განსაზღვრონ სიკვდილის ბუნება. შემდგომ, ნაშთები დაკრძალული იქნება საძმო სასაფლაოზე.

0
708
17-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
708
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0