სხვა როგორ სჯიან ქმრის მოღალატე ქალებს სხვადასხვა ქვეყნებში - შოკისმომგვრელი ტრადიციები, რომლებიც დღემდე არსებობს 2016, 10 ოქტომბერი, 11:52 ![]() ცოლ-ქმრული ღალატი უძველესი დროიდან დასაგმობ საქციელად იყო მიჩნეული და საზოგადოებაში, რბილად რომ ვთქვათ, უარყოფით რეაქციას იწვევდა. დღეს კი თანამედროვე დასავლურ სამყაროში ეს იმდენად მძაფრად აღარ აღიქმება - უფრო მეტიც, ბომონდურ საზოგადოებაში უცნაურადაც კი ეჩვენებათ წყვილმა სულ რამდენიმე წელი მაინც თუ გაძლო "გვერდზე გახედვის" გარეშე. თუმცა ყველგან ასე არ ფიქრობენ: მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, განსაკუთრებით, როგორც ალბათ უკვე მიხვდით - აღმოსავლეთში, ქმრის მოღალატე ქალებს დღემდე ძალიან მკაცრად სჯიან. ქვემოთ მიმოვიხილავთ ყველაზე მკაცრ სასჯელებს, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყანაში იყენებდნენ და ზოგ შემთხვევაში დღესაც იყენებენ, მოღალატე მეუღლეების - ძირითადად ქალების დასასჯელად. 1. თურქეთი ![]() თუ ქალის მხრიდან ღალატი ცხნობილი გახდებოდა, მას უსასტიკესად ექცეოდნენ: სვამდნენ ტომარაში კატასთან ერთად და ჯაჭვებს ურტყამდნენ, მანამ, სანამ ქალი არ მოკვდებოდა. 2. კორეა ![]() მოღალატეს აიძულებდნენ დაელია ძმარი მანამ, სანამ არ გაიბერებოდა. შემდეგ კი, როგორც დოლს, ჯოხებით სიკვდილამდე სცემდნენ. 3. ამერიკა ![]() ამერიკელი აბორიგენების ზოგიერთ ტომში შემდეგი წესი არსებობდა: მოღალატე ქალს ბელადის ფეხებთან დააგდებდნენ, ძვლებს გადაუმტვრევდნენ, შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ აქნიდნენ და მოსახლეობა საკვებად იყენებდა. 4. პაკისტანი ![]() აქ შარიათის კანონების მიხედვით, ქმრის მოღალატე ქალს შეიძლება ჩამოხრჩობა მიუსაჯონ. 5. აფრიკა ![]() აფრიკაში არის მცირე ზომის სამეფო - ლუანგო, სადაც დღესაც მოქმედებს ტრადიცია, რომლის მიხედვით საყვარლებს კლდიდან აგდებენ. თუმცა ზოგჯერ მხოლოდ ქალს აგდებენ ხოლმე. შედეგი რა იქნება, თავად ხვდებით. 6. სიამი ![]() დამნაშავეს სპეციალურ მოწყობილობაში სვამდნენ და სპილოს მიუგდებდნენ. ცხადია, ამის შემდეგ ადამიანს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა. 7. ჩრდილოეთ ბირმა ![]() აქ გოგონებს ბავშვობიდან უკეთებენ ყელზე სპეციალურ რგოლებს, რომლებიც ყელს უგრძელებთ. ღალატის შემთხვევაში დამნაშავეს რგოლებს ხსნიან. ამიგვარად, დეფორმირებული მალების გამო ქალი ინვალიდი ხდება ან, უმეტეს შემთხვევაში, კვდება. 8. ავღანეთი ![]() გარდამავალმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში აღადგინა ე.წ. ზნეობრივი პოლიცია, რომელიც თალიბანების დროს მოქმედებდა. ღალატისთვის ქალს აქ ჯოხის 100 დარტყმა და ციხე ელის. 9. ახალი გვინეა ![]() პაპუასებთან დღემდე არსებობს საყვარლების მიმართ უმკაცრესი ტრადიცია. მამაკაცს კლავენ, თუმცა სიკვდილის წინ მას აიძულებენ შეჭამოს თავისი საყვარლის თითი. 10. ირანი, არაბთან გაერთიანებულ საამიროები, საუდის არაბეთი, სუდანი, ნიგერია ![]() ქალებს, რომლებიც ღალატში არიან მხილებული, ქვებით ქოლავენ (მამაკაცებს, კი მხოლოდ სიტყვიერ გაკიცხვას აკმარებენ). 2123 11-ს მოსწონს 1-ს არა
|