x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
რა გადარჩა ჰეროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შემდეგ

image

1945 წლის 6 აგვისტოს ჰეროსიმაში ატომური ბომბის აფეთქების შედეგად დაახლოებით 12 კვადრატულ კილომეტრზე ქალაქის ყველა ნაგებობა დაზიანდა. მაგრამ, შენობების ნაწილი შენდებოდა რა სეისმოლოგიური საშიშროების გათვალისწინებით, უფრო მყარი აღმოჩნდა. შენარჩუნდა მაგალითად სავაჭრო პალატის გამოფენის ცენტრი, რომელიც იმყოფებოდა ჰაერში აფეთქებული ბომბიდან 600 მეტრში. ახლა ის ჰეროსიმაში მშვიდობის მემორიალია სახელწოდებით „Dome Gembaku".

შენიშვნა:

ჰეროსიმაში აფეთქების შემდეგ იაპონელები ფიქრობდნენ, რომ ქალაქი ცხოვრების გაგრძელებისთვის გამოუსადეგარია, მაგრამ სამი დღის შემდეგ აფეთქების ეპიცენტრში ახლად ამოსული მცენარე ნახეს. მიიღეს ქალაქში დაბრუნების გადაწყვეტილება. ჰეროსიმის მოსახლეობამ მიმართა დედამიწის მოსახლეობას ქალაქის გამწვანებაში დახმარების თხოვნით, და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან ( მათ შორის მაშინდელი სსრკ-ს ქალაქებიდან) გაგზავნილი იქნა სხვადასხვა ხეები და ბუჩქები ჰეროსიმის მოსახლეობისთვის.


2010 წლიდან ჰეროსიმის მცხოვრებლები მადლიერების სიტყვებით უკან უგზავნიან მცენარეებს ( შთამომავლობას) იმ ქალაქებში, საიდანაც თავის დროზე დახმარება წამოვიდა. აი, როგორი საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიაა.



1
758
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
758
  
2016, 8 ოქტომბერი, 12:57
ჰიროსიმაა და სხვა დროს გაითვალისწინეთ..
0 1 1