x
მეტი
  • 29.09.2022
  • სტატია:122632
  • ვიდეო:355109
  • სურათი:494880
5 საბჭოთა ფილმი,რომელმაც ყველაზე დიდი პოპულარობა მოიპოვა საზღვარგარეთ
ზოგიერთი საბჭოთა ფილმი მსოფლიო კინომატოგრაფიის შედევრად აღიარეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საბჭოთა ფილმებს ბრალს სდებდნენ ხელოვნების იდეოლოგიზაციში.მაშ ასე, 5 საბჭოთა ფილმი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საზღვარგარეთ.



1)მოსკოვს ცრემლების არ სჯერა-(1979 წელი, რეჟისორი ვლადიმერ მენშოვი)-"ოკაროსანი" ფილმი განსაკუთრებით პოპულარული იყო აშშ-ში.მაყურებლები ტიროდნენ და იცინოდნენ ერთდროულად ფილმის ყურების დროს.


სურათის კინოგაქირავება შეზღუდული იყო, ამიტომ კინოთეატრების მფლობელები იძულებულები იყვნენ დამატებითი სეანსები დაენიშნათ.ფილმი 8-ჯერ ნახა ამერიკის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, იმისთვის რომ ამოეცნო "რუსული სული", თუმცა მაინც ვერაფერი დაასკვნა.image



2)დედა-(1976 წელი, რეჟისორი ელიზაბეტა ბერტონი)- ძმები გრიმების ზღაპრის "მგელი და შვიდი ციკანი"-ის მოტივზე გადაღებული ფილმი მიუზიკლი, სადაც მთავარ როლებს ლუდმილა გურჩენკო და მიხეილ ბოიარსკი ასრულებდა, ძალიან მოეწონა ევროპელ მაყურებელს.სხვათა შორის ფილმის მონტაჟი თავიდანვე სამ ენაზე ხდებოდა-რუსულად, რუმინულად და ინგლისურად.როგორც ბოიარსკი აღნიშნავს, რუსული ვერსია ყველაზე სუსტი გამოდგა, რადგან ინგლისური ვერსიისთვის 6 დუბლს წერდნენ, რუმინულისთის სამს, ხოლო რუსულისთვის დროის უკმარისობის გამო მხოლოდ ერთ დუბლს იღებდნენ.


ფილმმა ყველაზე დიდი პოპულარობა მაინც ნორვეგიაში მოიპოვა.ნორვეგიული ტელევიზიები რამდენიმე წელიწადია ამ ფილმს ყოველ ახალ წელს აჩვენებენ(2003 წლიდან მოყოლებული).ამავე ნორვეგიაში დაიდგა ფილმის თეატრალიზებული ვერსიაც.


image



3)ქინ-ძა-ძა-(1986 წელი რეჟისორი გიორგი დანელია)-დანელიას და რეზო გაბრიაძის ფანტასტიური კომედია დიდი პოპულარობით სარგებლობდა საზღვარგარეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, ჩინეთში და იაპონიაში.ცალკეული ფრაზები ისევე როგორც საბჭოთა კავშირში, იქაც ძალზე პოპულარული იყო.(გრავიცაპა, პეპელაცი, ჩატლი და სხვა).


image




4)მიფირინავენ წეროები-(1957 წელი რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი)-კიდევ ერთი ქართველის ფილმი, სიუჟეტი მეორე მსოფლიო ომის დროს ვითარდება. ფილმს საფუძვლად უდევს ვიქტორ როზოვის ამავე სახელწოდების პიესა. მას მოგებული აქვს "ოქროს პალმის რტო" კანის კინოფესტივალიზე.


საფრანგეთში ფილმი ნახა 5, 4 მილიონმა მაყურებელმა, გდრ-ში 2, 8 მლნ.-მა(მე-5 ადგილი კინოგაქირავებაში), 3, 5 მილიონმა პოლონეთში, ხოლო ჩეხოსლოვაკიაში 1, 6-მა მილიონმა.

image




5)ომი და მშვიდობა -(1968 წელი, რეჟისორი სერგეი ბონდარჩუკი)-1966-67 წლების საბჭოთა მხატვრული ფილმი ოთხ ნაწილად, რომელიც გადაღებულია ლევ ტოლსტოის
ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. ინფლაციის გათვალისწინებით ფილმი
კინემატოგრაფიის ისტორიაში ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმია. ფილმში
მრავლადაა ბატალური სცენები. ფილმმა მიიღო "ოსკარის" და "ოქროს გლობუსის" ჯილდოები საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.


image


4
577
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
577
  
2016, 23 სექტემბერი, 15:27
ყველა ფილმი ძალიან მომწონს, ერთის გაედა. სიმართლე რომ ვთქვა, ,, ქინ-ძა-ძა"-ს ვერაფერი გავუგე.
2016, 23 სექტემბერი, 14:21
გაიხარე
2016, 23 სექტემბერი, 14:20
კარგი სტატიაა ძალიან. ,,მოსკოვს ცრემლების არ სჯერა'' ვგიჟდებიიი :D
0 1 4