x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ყველაზე სასტიკი ნაცისტური დანაშაული, რომელიც შეგძრავთ +16
გამარჯვება ყოველთვის ბრძოლის შედეგად ხდება, ბრძოლა ომის გარეშე გარდაუვალია, ომს კი ძალიან ბევრი უდანაშაულო ეწირება. მინდა წარმოგიდგინოთ ფოტოკრებული, რომელიც დოკუმენტურია და ასახავს რეალურ ფაქტებს ნაცისტების მიერ წარსულში ჩადენილ სრულ სისასტიკეზე და არ წარმოადგენს არანაირ ინტერპრეტაციას. მასალა, რომელსაც თან ერთვის ისტორია, გაასაჯაროვა ერთ-ერთმა ცნობილმა ბლოგერმა AMPHRE-მ და გვინმარტავს, რომ მათი ხილვა შეგვძრავს, თუმცა არც ამის უცოდინრობა გვეპატიება.


image


წარმოგიდგენთ ყველაზე სასტიკ ნაცისტურ დანაშაულს, რომელიც ნამდვილად შეგძრავთ.



1. ნაცისტების მიერ მათ ტყვეობაში ყოფნის შემდეგ, წითელი არმიელი Виктор Антонович Яценевич-ის ნაწამები და დამწვარი ნაშთები "სასახლეში" (კუბო) (1924 - 1943).


image

როდესაც გერმანელი თავდამსხმელი ჯარისკაცები სოფელ სემიდვორიკიდან გააძევეს, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს Виктор Антонович Яценевич-ის ნაშთები სატელეფონო სადენით დაბმული. არ შეიძლება მათ- გერმანელებს ადამიანები ეწოდოთ, ისინი მონსტრები არიან, ვინაიდან ვიქტორს მოკვეთილი ჰქონდა ხელი, ფეხები, სასქესო ორგანო და ასევე ამოკვეთილი ჰქონდა შინაგანი ორგანოები- კუჭი, გული, ნაწლავები.


ეს სისასტიკე კი ჰიტლერის "ბანდიტებმა" განახორციელეს, თუმცა ვიქტორი მიუხედავად ამ გაუსაძლისი ცხოველური მოპყრობისა, ერთგული დარჩა სამხედრო ფიცის მიმართ და საიდუმლო ინფორმაცია არ გაუთქვამს, რის გამოც სიკვდილის შემდეგ ის საბჭოთა კავშირის გმირად შერაცხეს.





2. როსტოვის მოსახლეობა ქალაქის ციხის ეზოში გერმანელი ოკუპანტების მიერ მოკლული ნათესავების იდენტიფიცირებას ახდენენ.

image


როსტოვის რეგიონში (მემორანდუმი ნკვდ ნომერი 7/17 - 16/03/1943 წელი) ოკუპანტებმა მისცეს გზა ებრაელი ხალხის, კომუნისტების, საბჭოთა აქტივისტებისა და საბჭოთა პატრიოტების სრულ განადგურებას. ამავე წლის (1943) 14 თებერვლას მხოლოდ 1154 მოქალაქის ნაწამები გვამი იპოვეს. მათგან 370 გვამი დიდ ორმოში აღმოაჩინეს, 303 ეზოს სხვადასხვა კუთხეში, 346 აფეთქების შედეგად მოყოლილი იყო ნანგრევებში. დაღუპულთა შორის 55 არასრულწლოვანი და 122 ქალი დაფიქსირდა. საერთო ჯამში კი როსტოვში დონთან ახლოს ნაცისტების მიერ განადგურებული იქნა 40 000 მოსახლე, 53 000 კი გადახვეწეს გერმანიაში მძიმე სამუშაოების შესასრულებლად.





3. საბჭოელი თანამშრომლების, ნაცისტების მიერ მინსკში ტყვედ შეპყრობა და ჩამოხრჩობა.

imageimage

ეს იყო ნაცისტების მიერ იმ პერიოდში პირველი საჯარო სისასტიკე, რომელსაც მინსკში საფუარის ქარხნის წინ ემსხვერპლა Владимир Щербацевич-ი და 17 წლის Мария Брускина-ს სიცოცხლე. ისინი ნაცისტების დაჭრილ ტყვეებს გამოჯანმრთელებასა და გაპარვაში ეხმარებოდნენ, რის გამოც გერმანელმა დამპყრობლებმა საჯაროდ ჩამოახრჩვეს.




4. გერმანელების მიერ შეპყრობილი ტყვეების ცხედრები მავთულხლართებთან- 1945 წელი.

image



5. დასაწველად გამზადებული ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკის ტყვეების ცხედრები.

image


P.S. კიდევ უამრავი იყო, თუმცა ვეღარ ვთარგმნე, ისე იმოქმედა ჩემზე.

6
1003
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1003
  
2016, 28 სექტემბერი, 13:05
კი და ეს დადასტურებული ფაქტია, მე მაქვს მთელი კოლაჟი საბჭოთა ჯარისკაცების და ოფიცრების მოროდიორობაზე, მაგრამ არ ვდებ აქ შეგნებულად, ამით წესიერ ადამიანებსაც შეებღალებათ სახელი, ვინც პინათლად მოიხადა მებრძოლის ვალი.
2016, 28 სექტემბერი, 12:12
სადღაც წავიკითხე წყარო ნამდვილად არ მახსოვს რო ბერლინის აღების მერე რუსებმა მილიონობით ქალი გააუპატიურეს, ისე კი სისასტიკეს გამართლება არ აქ არცერთ შემთხვევაში მათ შორის არც ომში :-(
2016, 26 სექტემბერი, 13:28
ეგ თავისთავად
2016, 26 სექტემბერი, 13:27
შეიძლება, მაგრამ ერთი მეორეს საქციელს არ ამართლებს:-((
2016, 23 სექტემბერი, 12:58
საბჭოთა სპეცდანიშნულების ნაწილები (სმერში) უარესს აკეთებდა ბელორუსიაში და უკრაინაში გერმანელების ფორმაში გადაცმული, ხალხში გერმანელებისადმი აგრესია რომ გაეღვივებინათ.
2016, 23 სექტემბერი, 12:57
საშინელებააა :-((((
0 1 6