x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გერმანელი მეკარე პოლიციამ დააკავა საკუთარ კარში გაშვებული 43 გოლის გამო
imageგერმანულმა პოლიციამ დააკავა "ვონდერვორტის" მეკარე მარკო კვიოტეკო პირდაპირ ვარჯიშის დროს მას შემდეგ, როდესაც გუნდ "ობერჰაუზენთან" თამაშის შემდეგ დამარცხდა ანგარიშით 0:43, იუწყება Express.de.


სამართალდამცავები ოთხი მანქანით მივიდნენ გუნდის ვარჯიშზე, მოკიდეს მეკარეს ხელი და ისე, რომ არავისთვის არაფერი განუმარტიათ და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.ერთი ეგ იყო, რომ კვიოტეკომ თანაგუნდელებს გადასძახა:"რაღაც დეტალების დააზუსტება სურს პოლიციას".


"არაფერი ვიცით, პოლიცია არაფერს გვეუბნება, მანამდე მარკომ 43 გოლი გაუშვა, ახლა კი პოლიციამ იგი ციხეში გადაიყვანა"-აღნიშნა "ვონდერვორტის" მწვრთნელმა ივონ ლესელფელდმა.


ორივე გუნდი გერმანიის ყველაზე დაბალ დივიზიონში გამოდის.პირველი ტაიმი "ვონდერვორტსა" და "ობერჰაუზენს" შორის 0:35 დამთავრდა.ამასთან ერთად პირველი ტაიმის შემდეგ მოედანზე "ვონდრვორტს"მხოლოდ 8 მოთამაშე დარჩა.მეორე ტაიმში შანსი რომ გაეთანაბრებინათ "ობერჰაუზის" მოთამაშეებიც 8-ნი გამოვიდნენ მინდორზე. მეორე ტაიმში კვიოტეკომ კიდევ 8 გოლი გაუშვა.



სავარაუდოდ მეკარე დააკავეს წინაწარ ჩაწყობილი მატჩის გამო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფაქტი მოხდა 2002 წელს, როდესაც "AS Adema" და "Stade Olympique de L’Emyrne"-ს თამაშის დროს ამ უკანასკნელი გუნდის მწვრთნელმა მოთამაშეებს დაავალა რაც შეიძლება მეტი გოლი გაეტანათ საკუთარ კარში.


image



1
538
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
538
  
2016, 22 სექტემბერი, 16:08
რას არ გაიგებ კაცი :))
0 1 1