x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134344
  • ვიდეო:352391
  • სურათი:508424
იტალიელმა ქალმა თავი მოიკლა მას შემდეგ რაც მისი ინტიმური ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა

იტალიელმა ქალმა თავი მოიკლა მას შემდეგ რაც მისი ინტიმური ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა



ნეაპოლის 31 წლის მცხოვრებმა ტიციანა კანტონემ თავი მოიკლა მას შემდეგ რაც მის მიერ გადაღებული ინტიმური ვიდეო სოციალურ ქსელში პოპურალური გახდა. ტიციანამ ვიდეო გადაიღო "შურისძიების" მიზნით, მას სურდა ენახა მის ყოფილს თუ როგორ "ერთობოდა" ის "ახალ მეგობარ ბიჭთან". მისთვის სამწუხაროდ ვიდეო სოციალურ ქსელში მოხვდა და ძალზედ პოპულარული გახდა.


მის მიმართ არაერთი "ცუდი" კომენტარი დაიწერა, მისი "პროფილი" საჯარო გახდა და ძალიან ბევრი "თაყვანისმცემელი" ეკონტაქტებოდა. იღებნდენ პაროდიებს მასზე. მას წერდნენ გადაეღო კიდევ ერთი ასეთი "ფილმი"..


მთელი ეს დრო ტიციანა იმყოფებოდა დეპრესიულ მდგომარეობაში. ტიციანამ დაიქირავა ადვოკატი და მიაღწია იმას, რომ მისი ვიდეო წაშლილი იქნა უამრავი გვერდიდან თუ საიტიდან. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ იყო მისი ვიდეო კვლავ სარგებლობდა პოპულარობით.


საბოლოო ჯამში ის გადავიდა სხვა ქალაქში საცხოვრებლად და შეიცვალა სახელი. მისი დოკუმენტები ახალ სახელზე თითქმის მზად იყო, როდესაც ის მკვდარი იპოვეს. მან თავი მოიკლა ერთი წლის მერე რაც მისი ვიდეო პოპურალური გახდა.




image

0
1472
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
1472
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0