x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508586
როგორ გამოიყურება სოფო ნიჟარაძის ულამაზესი დედა და როგორ მიულოცა მომღერალმა დაბადების დღე დედამისს

სოფო ნიჟარაძე დაიბადა 1986 წლის 6 თებერვალს. ის გახლავთ ქართველი მომღერალი, მსახიობი და სიმღერების ავტორი. დაამთავრა ზ. ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო გიმნაზია (ნიჭიერთა ათწლედი). შეასრულა ჯულიეტას როლი მიუზიკლ „რომეო და ჯულიეტას“-ს რუსულენოვან ვერსიაში. 2010 წლის მაისში წარადგინა საქართველო ევროვიზიის კონკურსზე სიმღერით „Shine“, ქულათა საერთო ჯამში მე-9 ადგილზე გასვლით. დაამთავრა რუსეთის თეატრალური ხელოვნების აკადემია. მისი განსახიერებული როლებია: ვარდო – “ვერის უბნის მელოდიები“ (მიუზიკლი),
ქეთო – “ქეთო და კოტე“ (მიუზიკლი) – რეჟ. დ. დოიაშვილი, ჯულიეტა – “რომეო და ჯულიეტა“ (მიუზიკლი) (მოსკოვის სახელმწიფო ოპერეტის თეატრი), ქეთევანი – “ჩხიკვთა ქორწილი“ (მიუზიკლი), ესმერალდა –“პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ (მიუზიკლი).

imageცოტა ხნის წინ მომღერალმა დედას დაბადების დღე მიულოცა. ის “ფეისბუკ'' გვერდზე წერს: “დედი, შენ ხარ ჩემი ყველაფერი, ჩემი ყველაზე ახლო მეგობარი, ჩემთვის სტიმულის მომცემი, გამამხნევებელი, მუდამ გვერდით მდგომი, ყველაფერში და ყოველთის ჩემი მხარდამჭერი, ჩემი სიყვარული, გული, სული. ვიღვიძებ, პირველი გირეკავ, დამცინი ხოლმე, რა გინდა, რას გადამეკიდეო? შენი შეყვარებული ვარო? სადღაც მიდიხარ და ვნერვიულობ, ასჯერ გირეკავ, მაგაზეც დამცინი, შენ ხარ ჩემი შვილი თუ მე შენიო? ვიძინებ, შენ გხედავ და ასე მინდა იყოს სულ, მუდამ გვერდით მყავდე და გიხაროდეს ჩემი, იკას, გიგულის, იოს ყოველი წამი, იზიარებდე ჩვენთან ერთად და სულ ღიმილი, რომელიც ძალიან გიხდება, გქონდეს სახეზე! მიყვარხარ ძალიან, ბედნიერი იყავი, ჯანმრთელი, გახარებული! გილოცავ დაბადების დღეს.
Happy birthday mom, may all your dreams come true! Love you more, than words can say''imageაი ასე გამოიყურება ულამაზესი სოფოს ულამაზესი დედიკო. იხილეთ ფოტოები.

imageimageimage

1
1475
7-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
1475
  
2016, 15 სექტემბერი, 13:25
ცუდად არ გამოიყურება
0 1 1