x
image
გვანცა1234
TOP10: ყველაზე სიმპათიური ქართველი მსახიობები, რომლებზეც ქალბატონები გიჟდებიან

საქართველო ოდითგანვე იყო კულტურის მხრივ მაღალგანვითარებული ქვეყანა. ჩვენ მდიდარნი ვართ ბევრი ნიჭიერი თეატრისა თუ კინოს მსახიობით. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ ახალი თაობის, ახალგაზრდა მამრობითი სქესის წარმომადგენელი მსახიობები. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ყველაზე სიმპატიურ ქართველ მსახიობ მამაკაცებს, რომლებზეც ქალბატონები უბრალოდ გიჟდებიან.

1) დათუნა გოცირიძე
დათუნა გოცირიძე დაიბადა 1979 წელს. იგი რუსთაველის თეატრის მსახიობია 2001 წლიდან. მონაწილეობა მიღებული აქვს უამრავ სპექტაკლში. ასევე მონაწილეობდა სერიალებში: “დეტექტივები'', “გოგონა გარეუბნიდან'', “ჩემი ცოლის დაქალები'' - “ყირმისას'' როლის შემსრულებელი და ა.შ.

imageimage2) თორნიკე გოგრიჭიანი
თორნიკე გოგრიჭიანი ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი, ტელეწამყვანია. დაიბადა 1986 წლის 31 ოქტომბერს. მონაწილეობს ბევრ სპექტაკლში და კინოში. მაგ: “რა მოხდა კიევში''. ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული ტელესერიალებში: “ტიფლისი'', “პარადოქსი'', “ხელოვნური სუნთქვა'' და ა.შ.

imageimage3) კახა კინწურაშვილი
კახა კინწურაშვილი ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანია. დაიბადა 1984 წლის 18 ოქტომბერს ქალაქ სოხუმში. აქვს ისევე როგორც თეატრალური, ასევე კინოროლები. მისი ყველაზე პოპულარული ლუკა მაისურაძის როლია, სერიალ “ტიფლისში''. imageimage4) გიორგი ვარდოსანიძე
გიორგი ვარდოსანიძე დაიბადა 1988 წლის 26 ივნისს. 2007 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. არის ასევე ტელეწამყვანი გადაცემისა “გააცინე და მოიგე''. ტელემაყურებლისთვის ცნობილი გახდა სერიალიდან - “გოგონა გარეუბნიდან''. imageimage5) გიორგი ბახუტაშვილი
გიორგი ბახუტაშვილი დაიბადა 1990 წლის 18 მარტს. 2012 წლიდან მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ფართო საზოგადოებამ გაიცნო სერიალიდან - "ჩემი ცოლის დაქალები''. imageimage6) იმედა არაბული
იმედა არაბული დაიბადა 1981 წლის 11 მაისს. 2008 წლიდან თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. ის ასევე გახლავთ ტელეწამყვანი.imageimage7) აჩიკო სოლოღაშვილი
აჩიკო სოლოღაშვილი დაიბადა 1979 წლის 13 ნოემბერს. არის თბილისის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრის მსახიობი და ტელეწამყვანი. “ოცნების ქალაქი“ იყო ის სერიალი, რომლითაც ფართო მასებმა ის გაიცნეს. ამჟამად მას მიჰყავს გადაცემა “შუა დღე''.imageimage8) რევაზ ნასიძე
მსახიობი რევაზ ნასიძე მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან” გაიცნო გიოს როლით. ის ასევე მონაწილეობდა ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ სერიალში – „ქერჩი''.imageimage9) ერეკლე გეწაძე
ერეკლე გეწაძე მსახიობების ოჯახიდანაა. გადაღებულია ფილმში: “კაცი რომელსაც ეჩქარებოდა''. მონაწილობა მიღებული აქვს ტელესერიალ “ქერჩში''. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა როგორც გადაცემა “ნიჭიერის'' წამყვანი.imageimage10) თორნიკე ბზიავა
თორნიკე ბზიავა დაიბადა 1980 წელს 1 ივლისს. შეასრულა “ცხრა მთას იქით ” -მხატვრულ ფილმში მთავარი როლი. ასევე მონაწილეობს ფილმში “აგვისტოს 5 დღე” და ა.შ.
imageimage

5
2767
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
2767
  
2016, 5 სექტემბერი, 20:43
არა, მართლა არ ვიცი ეს მსახიობები..ერთადერთი ვარდოსანიძე გამიგია :)
2016, 5 სექტემბერი, 16:38
არცერთი არ იცი? ხუმრობ ხო?
2016, 5 სექტემბერი, 16:38
მომეწონა სტატია, ჩვენც გვყავს ნიჭიერი და სიმპატიური მსახიობები
2016, 5 სექტემბერი, 16:11
კი მართლა ნარჩევი მსახიობებია ჩამოთვლილი. მაგრამ, მე 4 გამოვარჩევდი, 1 – ტორნიკე გოგორიჭიანი, 2– კახა კინწურაშვილი, 3 – დათუნა გოცირიძე, 4 რევაზ სანიძე
2016, 4 სექტემბერი, 23:34
მგონი საქართველოში არ ვცხოვრობ ან ჭურში ვზივარ. არცერთი არ ვიცი ესენი, ვინ ვინაა:)
0 1 5