x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დედამიწა 2137 და 2749 წ. ალ ბილეკი – ადამიანი, რომელმაც მომავალი იხილა

image


ალ-ბილეკმა, ლეგენდარული ფილადელფიური ექსპერიმენტის* ერთ-ერთმა მონაწილემ, საზოგადოებას თავისი მომავალში გადაადგილების და იქ ნანახი ცხოვრების ამბავი გაუზიარა. მისი თქმით, მან 6 თვე 2137 წელში იცხოვრა და ორი წელი – 2749 წელში.

ბილეკი ამტკიცებს, რომ 8 საუკუნის შემდეგ, პლანეტაზე სოციალისტური წყობილება დამყარდება და ხალხი ყოველგვარი მთავრობის გარეშე იცხოვრებს. ხოლო კლიმატის ცვლილების შედეგი, რომლებიც დღეს მიმდინარეობს – მომავალში კატასტროფული იქნება.

image

* II მსოფლიო ომის დროს, ამერიკელები ისეთი გემის შექმნას ცდილობდნენ, რომელიც აკვატორიის საკონტროლო მონიტორზე არ გამოჩნდებოდა. ექსპერიმენტს ფილადელფიის პორტში ატარებდნენ. სწორედ იმ ექსპერიმენტის დროს, ამერიკული სამხედრო-საზღვაო ფლოტის მინმზიდი «ელდრიჯი», 181 კაციანი ეკიპაჟით, სანაპიროდან გაქრა და სულ სხვა ადგილზე მოხდა მისი მატერიალიზება.


მომავალში გადაადგილება


1943 წლის 13 აგვისტოს, ბილეკი DE 173 მინმზიდზე გამოცხადდა, რომელიც იმავე დღეს გაქრა. მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სამხედროებმა პროცესორი ჩართეს გემის მაგნიტურობის შესამცირებლად, ბილეკმა გონება დაკარგა და აზრზე რომ მოვიდა, უკვე 2137 წელი იყო. მან თვალი მომავლის საავადმყოფოში გაახილა, სადაც მას რადიაციული დასხივებისგან მკურნალობდნენ. სავარაუდოდ, დასხივება ექსპერიმენტის დროს, ან მომავალში გადაადგილებისას მიიღო. მომავლის საავადმყოფოში სინათლის და ვიბრაციურ აპარატებს იყენებდნენ, რომლებიც პაციენტებზე გასაოცარ ეფექტს ახდენდა და თავად ბილიკი, ამ მეთოდებით მკურნალობის შედეგად, სრულიად გამოჯანმრთელდა.
ინფორმაციის უდუდესი ნაწილი სამხედრო-მეზღვაურმა, სატელევიზიო პროგრამების და საინფორმაციო გადაცემების ყურებით მიიღო, ვიდრე საავადმყოფოში იწვა. აღმოჩნდა, რომ კლიმატის გლობალური ცვლილება, რომელიც 2025 წელს დაიწყება, ჩვენს პლანეტას მთლიანად შეცვლის. ხმელეთის მოხაზულობა საერთოდ და ევროპისა და ამერიკის სანაპირო ხაზები, რომლებიც ჩვენთვის დღეს არის ცნობილი, სრულიად შეიცვლება. მსოფლიო ოკეანეს დონე იმდენად აიწევა, რომ დღეს - წარმოუდგენელიც კი არის. მაგ., ამერიკის ფლორიდის შტატი, მთლიანად წყლის ქვეშ აღმოჩნდება, ხოლო ჯორჯია – სანაპირო შტატად გადაიქცევა. ამერიკა-კანადის საზღვარზე, დიდი ტბების გაერთიანების შედეგად, მტკნარი წყლის ერთი დიდ რეზერვუარაი შეიქმნება.

imageკიდევ უფრო შორს მომავალში

image

ყოდილი მეზღვაური ირწმუნება, რომ შემდეგ, ის 2749 წელში მოხვდა, სადაც მან მსოფლიო ოკეანეში, გემებივის მოძრავი ქალაქები ნახა. ხოლო მსოფლიოს მართავდა, კოლოსალური კომპიუტერი, რომლის ინტელექტუალური შესაძლებლობები იმდენად დიდი იყო, რომ ერთად აღებულ, მთელი კაცობრიობის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს აღემატებოდა. ადამიანებს განუვითარდებათ ტელეპატიის ნიჭი. ხელისუფლებები აღარ იარსებებენ და კაცობრიობა, რომელიც განვითარების ახალ დონეს მიაღწევს, შეძლებს ერთ ერად ცხოვრებას – ყველა ადამიანს ექნება ყველაფერი ნორმალური ცხოვრებისთვის ანუ ჩვენი გაგებით, კომუნიზმი დამყარდება.

ალ ბილეკმა არ იცის როგორ მოხვდა მომავალში და არც ის იცის, თუ როგორ შეძლო უკან დაბრუნება. მის მიერ გაკეთებული განცხადება, მომავალში მოგზაურობის შესახებ, მეცნიერებმა სერიოზულად არ მიიღეს და შეშლილის ბოდვად გამოაცხადეს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბილეკი დარწმუნებულია, რომ მომავალში ყველაფერი ისე იქნება, როგორც ის ამბობს.

1
7229
15-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
7229
  
2016, 12 სექტემბერი, 9:06
რა მოწია ან რამდენი?
0 1 1