x
image
ციცი
Mediator image
"დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა?!-ეს დემურ სტურუას ბოლო სიტყვებია..."-აკა სინჯიკაშვილი სტურუას თვითმკვლელობას ეხმიანება და პოლიციელების მიერ მასზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს იხსენებს.
image
22 წლის ახალგაზრდა დემურ სტურუა 8 აგვისტოს, სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში საკუთარ ეზოში ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. თავის ჩამოხრჩობამდე დემურ სტურუამ წერილი დაწერა, რომელშიც იგი ერთ-ერთ პოლიციელს, გოდერძი თევზაძეს დაშინებასა და ძალადობაში ადანაშაულებდა:

"გემშვიდობებით ყველას, დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა?!"-ეწერა წერილში.image

როგორც წერილიდან ირკვევა, პოლიციელი დემურ სტურუას აიძულებდა მისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ ვის ქონდა დათესილი მარიხუანა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ცემით უსწორდებოდა. ბიჭმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლო და თავი მოიკლა.

დემურ სტურუას სახლში მის მიერ თვითმკვლელობამდე დაწერილი მეორე წერილიც იპოვეს.




სცენარისტი და ბლოგერი აკა სინჯიკაშვილი ამ თვითმკვლელობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმიანება და იხსენებს იმ ისტორიებს, როდესაც პოლიციელები მის მიმართ უსამართლოდ ახორციელებდნენ ძალადობას:


"ეს დემურ სტურუას ბოლო სიტყვებია, რომლებიც დედას დაუტოვა სანამ პოლიციელისგან დაშინებული და დაშანტაჟებული თავს მოიკლავდა...
ძალიან მეცოდებიან ნამდვილი, კარგი პოლიციელები, რომლებიც დანარჩენი გათახსირებულების გამო მათთან ერთად იხარშებიან ქვაბში. რამდენიმე მართლა მიყვარს, მაგრამ არც ამ სიყვარულზე ვარ ვალდებული, იმიტომ რომ ადამიანებმა რომლებსაც ხელფასს ჩემი ხელფასიდან ვუხდი:
მანქანა მოგვპარეს - ვერ იპოვეს.
გაქცეული მეზობლის გამო, რომელიც სულ ორჯერ მყავდა ნანახი - განყოფილებაში წამათრიეს, ფეხებით დამკიდეს და ოთხი საათი მირტყამდნენ.
სპორტის სასახლესთან, ვარჯიშიდან მომავალი მანქანაში ჩამისვეს, ვიღაცისთვის რაღაცის დაბრალებას მაიძულებდნენ, უარი რომ ვუთხარი და შევეპასუხე - ორი თითი მომამტვრიეს, თავში რაღაცა მთხლიშეს და გულწასული დამაგდეს ტროტუარზე.
ღამე ტყუილად გამაჩერეს და ჩემი დასარეკად ამოღებული ტელეფონი ფეხებთან დამიმტვრიეს.
ჩემი ქორწილიდან სახლში მიმავლები გაგვაჩერეს მე და ჩემი ცოლი და უკანა მარჯვენა სტოპი არ გინთებსო და ათის ნაცვლად ასლარიანი ჯარიმა დაგვიწერეს.
ავარიაში მთელი ოჯახი დავიმტვერით, პოლიცია მაშინვე მოვიდა და სანამ საავადმყოფოებში გადაგვანაწილეს, სულ ყველაფერი მოგვპარეს.
უნივერსიტეტში ვიღაცეებმა ფულის მოტანა გვიბრძანეს, მაგის გამო ვეჩხუბეთ, ორმა პოლიციელმა იმათი მხარე დაიჭირეს, იმათთან ერთად გამოგვეკიდნენ და გაქცეულებს ორჯერ გვესროლეს ხალხით სავსე ეზოში.
შოკოლადები მივუტანეთ მორიგე პოლიციელებს და ნარკოლოგიურში მიმათრევდნენ სამჯერ.
ამ ამბებზე პასუხი რა თქმა უნდა არავის უგია.
დემურ სტურუა არის მარტო ერთი უტვინო პოლიციელის კი არა ამ უაზრო და სულელური ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი. მას აიძულებდნენ ეთქვა ვის ჰქონდა სოფელში დათესილი და მოწეული "პლანი". ის "პლანი", ჩემს თვალწინ რომ მოუწევიათ უამრავჯერ პოლიციელებსაც, პარლამენტარებსაც, მღვდლებსაც და მასწავლებლებსაც..."image

0
412
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0