x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134397
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
გასაოცარი თანამედროვე სკულპტურები, რომელთა ნახვა აუღელვებლად შეუძლებელია
ზაფხული მოგზაურობების დროა. თუ სხვა ქვეყნებში მოგზაურობთ, აუცილებლად გაამახვილებდით ყურადღებას ნიჭიერი, თანამედროვე, კრეატიული სკულპტორების შემოქმედებაზე, რომელთაც შესწევთ უნარი ქვა გააცოცხლონ ან ლითონის უფორმო ნაჭრიდან ხელოვნების ნამდვილი ნიმუში შექმნან. დღევანდელ პოსტში მინდა გაგაცნოთ ადამიანური ფანტაზიის საუკეთესო ნიმუშები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების ქუჩებსა და სკვერებს ამშვენებს.


image


მაშ ასე, თქვენს წინაშეა გასაოცარი თანამედროვე სკულპტურები, რომელთა ნახვა აუღელვებლად შეუძლებელია.




''ბუნების ძალა'', კატარი


image

ბუნების ძალა-ასე ეწოდება იტალიელი სკულპტორის ლორენცო ქუინის სკულპტურების სერიას. მასზე გამოსახულია ქალი, რომელიც ქსოვილის ნაგლეჯით ცდილობს დაიჭიროს დედამიწა. მსგავსი სკულპტურები აგრეთვე დგას ინგლისში, აშშ-ში, გერმანიაში, მონაკოსა და სინგაპურში.


მიხაი ემინესკუს ძეგლი, რუმინეთი


image

მიხაი ემინესკუს სახელი დღეს რუმინელი ხალხისათვის წმინდათაწმინდაა. სწორედ მისი სახელის უკვდავსაყოფად შეიქმნა ეს ძაგლი, რომელიც კიდევ უფრო მშვენიერია ჩამავალი მზის შუქზე.


''ლას-კოლინასის მუსტანგები'', აშშ


image

ბრინჯაოს მუსტანგების ზომები ორჯერ აღემატება მათ ნატურალურ ზომას, სკულპტურის ძირითადი არსია-გადმოგვცეს იმ მოძრაობის ძალა, სიახლის სიო, ინიციატივა და სულის სიძლიერე, რაც დამახასიათებელი იყო ტეხასის პირველი ამთვისებლებისათვის.


''გაფართოება'', აშშ


image

ეს გასაოცარი სკულტურა სამართლიანად ითვლება თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ შედევრად. სკულპტორი პეიჯი ბრედლი ამბობს, რომ "გაფართოება'' იყო მისი პასუხი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უარყოფითად აფასებენ ადამიანის სხეულის გამოქანდაკების იდეას.


''გადასასვლელი'', პოლონეთი


image

პოლონეთი - ქვეყანაა, რომელსაც ბევრი უბედურების და მძიმე წლების გადატანა მოუხდა. ''გადასასვლელი'' ეძღვნება იმ ადამიანებს, რომლებიც ფაშისტური დიქტატურის მსხვერპლი გახდნენ.


''ჰიპოპოტამი'', ტაივანი


image

ტაიბეის ზოოპარკში დადგმული ჰიპოპოტამების უზარმაზარი ქანდაკებები მინიშნებაა იმისა, რომ ბუნებას უნდა გავუფრთხილდეთ.


''ფეხსაცმელები დუნაის ნაპირას'', უნგრეთი


image

2005 წელს დადგმული ეს ძეგლი ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის დროს მდინარის ნაპირას დახვრეტილი ებრაელების ხსოვნას. დახვრეტის წინ ადამიანებს აიძულებდნენ დამდგარიყვნენ რიგში და გაეხადათ ფეხსაცმელი. მათ ერთმანეთზე გადააბამდნენ ჯაჭვით, ხოლო ამის შემდეგ კი გაისმოდა მხოლოდ ერთი გასროლის ხმა. ადამიანი, რომელსაც დახვრეტდნენ, ვარდებოდა წყალში და თან გაიყოლებდა დანარჩენ მასზე გადაბმულ პატიმრებს. აი, ასე აკეთებდნენ ფაშისტები ტყვიების ეკონომიას, ფეხსაცმელებს კი ყიდდნენ და ამითაც დამატებით თანხას შოულობდნენ. სანაპიროზე სულ 60 წყვილი ფეხსაცმლის სკულპტურაა. აქ შეიძლება იპოვოთ როგორც მამაკაცის და ქალის, ასევე ბავშვის ფეხსაცმელიც.


''თავისუფლება'', აშშ


image

ზენოს ფრუკადისის ეს ქალაქური სკულპტურა გამოსახავს ერთ ადამიანს, რომელიც ნაცრისფერი, უსახური მასიდან ნაბიჯ-ნაბიჯ გამოდის.


ჰატიკოს ძეგლი, იაპონია



image
1934 წლის აპრილში სიბუას სადგურის გვერდით დაიდგა ძაღლის, სახელად ჰატიკოს ძეგლი. ყოველ საღამოს ამ რკინიგზის სადგურზე ძაღლი უცდიდა სამუშაოდან დაბრუნებულ პატრონს. ერთხელაც ამ კაცმა ვერ შეძლო დაბრუნება, რადგან ინფარქტისაგან გარდაიცვალა. გადმოცემის თანახმად, ძაღლი მთელი 9 წელი ელოდა თავის პატრონს, სანამ სიბერისაგან არ მოკვდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ძეგლი დაბომბვების შედეგად დაინგრა, მაგრამ 1948 წელს ის კვლავ აღადგინეს.



''მობანავე ბიჭუნები'', სინგაპური


image

''მობანავე ბიჭუნები'' წარმოადგენს სკულპტურების სერიის «People of the River» ნაწილს, რომლებზეც გამოსახულია ადრეული პერიოდის ადამიანები, რომლებიც პირველად დასახლდნენ მდინარის პირას.


ებრაელების ხსოვნის მემორიალი, კრაკოვი


image

სკამები გვახსენებენ იმას, რომ ებრაელების გეტოებში გასახლების დროს მათი სახლებიდან გამოჰქონდათ ყველანაირი ავეჯი, რათა ვერავის ვერ მოეხერხებინა სადმე ჩვილი ბავშვის გადამალვა.


ორაგულის ძეგლი, აშშ


image

ორაგულის ძეგლი მდებარეობს პორტლანდში და ის თითქოს შუაზე ჭრის სახლის კედელს.


''ლომები'', დიდი ბრიტანეთი


image

შავი, დიდი ლომები, შექმნილი პროფესიონალი სკულპტორის კენდრა ჰეიტსის მიერ, დაუპატიჟებელი სტუმრებისაგან იცავენ ლონდონის ტაუერს.


''დედა ობობა'', იაპონია


image

ბრინჯაოს, მარმარილოსა და უჟანგავი ფოლადისაგან შექმნილი ობობას 9-მეტრიანი სკულპტურა 2007 წელს დაიდგა ტოკიოში. "ეს ძეგლი დედაჩემის ხსოვნას მივუძღვენი, რომელიც ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, - ამბობს სკულპტორი ლუიზა ბურჟია, -ობობას მსგავსად, ისიც მქსოველი იყო".


''კელის გიგანტური ცხენები'', შოტლანდია


image

სკულპტურის მშენებლობა შვიდ წელიწადს გრძელდებოდა. მისი სიმაღლე თითქმის 30 მეტრია.


"თავისუფლების გზა", ვილნიუსი


image

"თავისუფლების გზა"-ესაა სკულპტურა, რომელიც მიეძღვნა ლიტვის სახელწიფოს აღდგენის 20 წლისთავს. ის მოუწოდებს ქვეყნის ყველა მცხოვრებს გააგრძელონ ერთიანობისა და თავისუფლების გზა.


''სატელეფონი ჯიხურები'', დიდი ბრიტანეთი


image


სკულპტურა შექმნილია ჩამოწერილი წითელი სატელეფონი ჯიხურებისაგან. ისინი გვახსენებენ იმ ეპოქას, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა, რადგან ეს ავტომატები მობილურმა ტელეფონებმა შეცვალა.


''ემიგრანტები'', ირლანდია


image


დიდი შიმშილობის წლებმა ირლანდიის ისტორიაში მძიმე კვალი დატოვა. იმ წლებში ქვეყანამ მოსახლეობის 25% დაკარგა. სწორედ ამ კოშმარს ეძღვნება დუბლინის ცენტრში დადგმული ძეგლი.


''ალი და ნინო'', საქართველო, ბათუმი


image

მარადიული სიყვარულისა და ერთა შორის ურთიერთგაგების არსის მატარებელი ქანდაკება "ალი და ნინო" ბათუმის ერთ-ერთ უმშვენიერეს სიმბოლოდ იქცა. რვა მეტრის სიმაღლის ქალისა და მამაკაცის მოძრავი ქანდაკება ცნობილი ქართველი მხატვრისა და მოქანდაკის თამარ კვესიტაძის საავტორო ნამუშევარია. ძეგლი ცნობილი აზერბაიჯანელი მწერლის ყურბან საიდის რომან "ალი და ნინოს" სახელს ატარებს. 2010 წელს შექმნილი ქანდაკება, სიყვარულთან ერთად, ევროპისა და აზიის გადაკვეთის, დაკავშირების და შეერთების სიმბოლოდაც იქცა.



0
928
10-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
928
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0