x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134028
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვამსხვრევთ მითებს დეპრესიის შესახებ
მითი №1. დეპრესია ავადმყოფობა არ არის, ამიტომ მკურნალობა საჭირო არ არის.


image
არსებობს გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ დეპრესია – არაფერია და დროდადრო ყველა ადამიანს ემართება, რომ ადამიანი თვითონ აძლევს თავს უფლებას, შინაგანი განწყობის გამო, ცუდ ხასიათზე იყოს. და რადგან ავადმყოფობა არ არის, მისი მკურნალობა არანაირ წამალის არ საჭიროებს.
სინამდვილეში დეპრესია ძალიან სერიოზული დაავადებაა. იმდენად სერიოზული, რომ შედეგი შეიძლება ფატალურიც კი აღმოჩნდეს.
დეპრესია ორი სახის არსებობს:
ეგზოგენური – გამოწვეული გარე ფაქტორებით (მაგ., სამუშაოს დაკარგვა, ახლობლის გარდაცვალება).

ენდოგენური – გამოწვეული შინაგანი, ხშირ შემთხვევაში, გაუცნობიერებული მიზეზებით.
ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ ეგზოგენური დეპრესია ადვილი გადასატანია, ხოლო ენდოგენური – მძიმე ფსიქიატრიულ აშლილობას უკავშირდება. მაგრამ, ეს ასე არ არის, გარეგანი ფაქტორებით გამოწვეული დეპრესია, შეიძლება მძიმე ფსიქიკურ აშლილობაში გადაიზარდოს, ხოლო ენდოგენური დეპრესია – იყოს მოკლე დეპრესიული ეპიზოდი ადამიანის ცხოვრებაში.
დეპრესიის იოლი ფორმის დროს, ადამიანი შესაძლებელია წამლის გარეშეც გაუმკლავდეს დაავადებას, მაგრამ მძიმე შემთხვევაში, მკურნალობის გარეშე, დეპრესია წლობით გაგრძელდება და უფრო მძიმე დაავადებაში, მაგ., მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზიში გადაიზარდოს.



მითი №2. თუ დეპრესია გაქვთ, ე. ი. გიჟი ხართ და თქვენი ადგილი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არის.


image
ამ ავადმყოფობისადმი ასეთი მიდგომა არასწორია. მძიმე ქრონიკული დეპრესიის მდგომარეობაშიც კი, ავადმყოფის ჰოსპიტალიზაცია არ ხდება. ყველანაირი დეპრესია მედიკამენტურ მკურნალობას ექვემდებარება და ეს სახლის პირობებში ხდება.



მითი №3. დეპრესია ქრონიკული დაავადებაა.


image
ეს ასე არ არის. ადეკვატური მკურნალობის შემთხვევაში, დეპრესია, შეიძლება, ეპიზოდური იყოს და ადამიანმა, მის შესახებ, სამუდამოდ დაივიწყოს.




მითი №4. ანტიდეპრესანტები სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.


image

image

ეს მოსაზრება, მთლად მითი არ არის. ანტიდეპრესანტებს გვერდითი მოვლენები ახასიათებს. მაგ., თავის ტკივილი, თავბრუ, ოფლიანობა, გულის აჩქარება, სინათლისადმი მგრძნობელობის ამაღლება და ა. შ. მაგრამ, მედიკამენტების შერჩევა ინდივიდუალურად ხდება. ექიმები ცდილობენ, ისეთი მედიკამენტები შეურჩიონ პაციენტს, რომ ნაკლები ზიანი მიაყენონ მის ჯანმრთელობას.



მითი №5. ანტიდეპრესანტები წამალზე დამოკიდებულს ხდის ადამიანს.

image

image
ფიზიოლოგიურად, ამ ტიპის წამლები, არანაირ დამოკიდებულებას არ იწვევს. დამოკიდებულება, შეიძლება, მხოლოდ ფსიქოლოგიური იყოს.



მითი №6. ანტიდეპრესანტებით თვითმკურნალობა შეიძლება.


image
არც ერთი დაავადების თვითმკურნალობა არ შეიძლება. მათ შორის, არც დეპრესიის. როგორ უნდა გაარჩიოს ადამიანმა, სპეციალური განათლების გარეშე, დისტიმია (ხასიათის ხანგრძლივი დროით გაფუჭება) და დეპრესია?

დისტიმიის ნიშნები: უმადობა ან გაძლიერებული მადა, ძილიანობის დარღვევა, დაუძლურება, ყურადღების კონცენტრაციის გართულება, უიმედობის განცდა.
დეპრესიის ნიშნები: ძლიერი დაღლილობის და დაუძლურების შეგრძნება, უძილობა ან ხანგრძლივი ძილი, მადის დაკარგვა და მასის მნიშვნელოვანი კლება (იშვიათად, პირიქითაც ხდება), ძლიერი აღგზნებადობა ან მოშვება (შეიძლება ორივე ერთდროულადაც იყოს, მონაცვლეობით), აზროვნებისა და კონცენტრაციის დაქვეითება, დანაშაულის გრძნობა, აკვიატებული აზრები სიკვდილზე და სუიციდზე, საყვარელი საქმისადმი ინტერესის დაკარგვა.
მართალია, სერიოზული ანტიდეპრესანტები, რეცეპტის გარეშე არ იყიდება, მაგრამ, ზოგიერთები მაინც ახერხებენ მის შოვნას. შანსი, თვითმკურნალობით დეპრესიის განკურნების ცოტა არის, ხოლო ორგანიზმისთვის ზიანის მიყენების – ძალიან დიდი.



მითი №7. ანტიდეპრესანტებისთვის თავის დანებება ნებისმიერ მომენტში შეიძლება.


image
ხშირ შემთხვევაში, დეპრესიის სიმპტომების შემცირების შემდეგ, წამლის მიერ გამოწვეული გვერდითი მოვლენებით დაღლილი ადამიანი, თავს ანებებს წამლების მიღებას. ამის გაკეთება, კატეგორიულად არ შეიძლება! ექიმმა, ანტიდეპრესანტის დანიშვნის შემდეგ, თვალ-ყური უნდა ადევნოს პაციენტს, რომ მან დანიშნულება ზუსტად შეასრულოს. ანტიდეპრესანტების დანიშვნისას, წამლის დოზა თანდათანობით იზრდება. იგივე ხდება წამლის მოხსნის შემთხვევაში, ოღონდ პირიქით: საჭიროა დოზების თანდათანობით შემცირება, მასზე საბოლოოდ უარის თქმანდე. წინააღმდეგ შემთხვევ, დეპრესია კიდევ უფრო რთული სახით დაბრუნდება.



მითი № 8. „ნოვო-პასიტი“- დეპრესიის სამკურნალო წამალია.


image
„ანტიდეპრესანტი ქიმიაა, ყველანაირი ქიმია კი მავნებელია ორგანიზმისთვის. უკეთესია „ნოვო-პასიტი“ დალიოთ – საუკეთესო ბუნებრივი ანტიდეპრესანტია “– ეს საკმაოდ გავრცელებული აზრია. ჩვენთან, რატომღაც, ყოველთვის ერთ კატეგორიად განიხილავენ: ანტიდეპრესანტებს, დამაწყნარებლებს და ტრანკვილიზატორებს.

ზემოთ ხსენებული წამალი ტრანკვილიზატორია, რომელიც დაწყნარებით კი დააწყნარებს ადამიანს, მაგრამ დეპრესიისგან ვერ განკურნავს.

2
582
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
582
  
2016, 12 აგვისტო, 12:45
დიდი მადლობა
2016, 12 აგვისტო, 8:52
საუკეთესო სტატიაა
0 1 2