x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
რატომ მოკლა თავისი ხელით საკუთარ კაბინეტში ბერიამ სომეხი ხელმძღვანელი?
image
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას მტრებიც და მეგობრებიც ახასიათებდნენ როგორც ძალიან გაწონასწრებულ ადამიანს, რომელიც ემოციებს არ მიეცემოდა და ყოველთვის მოქმედებდა გონივრულად, მასაც ჰქონდა უკიდურესად აღზნებული მომენტები, როცა ლავრენტი პავლეს ძე განრისხებულ ვეფხვს ჰგავდა, რომლისგანაც ყველაფერია მოსალოდნელი.


წყარო, იოსიფ აგაფონოვი წერდა, რომ ამიერკავკასიის გაერთიანებული რესპუბლიკების ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშვნა სტალინის იდეა იყო, რომელსაც ძალიან ადარდებდა კავკასიის სამი რეპუბლიკის მომავალი. ის მათ თვლიდა ყველაზე ჯიუტებად და ბერიას დანიშვნა ემსახურებოდა მათი მოთვინიერების მიზანს. ახლგაზრდა, ენერგიული ქართველი ჩინოვნიკი მაშინვე შეუდგა საქმეს და წესრიგი დაამყარა მასზე მინდობილ ტერიტორიაზე.

ის სარგებლობდა კავკასიის 16 მილიონიანი მოსახლეობის პატივისცემით და სიყვარულით.


ბერიას მოჩვენებითმა რბილმა ხასიათმა სომხეთის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის გონება ისე დაბინდა, რომ ეს ძველი და გამოცდილი ბოლშევიკი თავის უშუალო ხელმძღვანელს თბილისში ეახლა და ერთგულების და ლოიალურობის
ნიშნად, აგასი ხანჯიანმა ძველი სპარსული ხალიჩა ლავრენტი ბერიას პირდაპირ
კაბინეტში მიართვა.

სტუმარი კაბინეტში სამი ხელქვეითის თანხლებით გამოცხადდა, რომლებმაც შეიტანეს ხალიჩა და შემდეგ სასტუმროში წავიდნენ. შეხედა რა ხალიჩას, ბერიამ ხანჯიანს ჰკითხა:

– რა არის ეს, სამ კაცსაც რომ გაუჭირდა მისი მოტანა?

– ეს, ლავრენტი პავლეს ძე, ძველი სპარსული ხალიჩაა და მთელი გულით გადმოგცათ სომეხმა ხალხმა, _ უპასუხა ხანჯიანმა პირფერულად, რომელიც შეგნებულად საუბრობდა ხალხის სახელით.

– ის ძალიან ძვირფასია, ალბათ ...


ხანჯიანმა ჩაიცინა და უპასუხა:

– მეგობრობა შეუფასებელია, ლავრენტი პავლეს ძე ...

– თქვენ მართალი ბრძანდებით ამხანაგო აგასი და ეს საჩუქარი, ჩვენი ხალხის მეგობრობის ნიშნად, სახელმწიფო მუზეუმში დაბინავდება, _ მოკლედ უპასუხა ბერიამ სტუმარს, რითაც მიანიშნა, რომ ის ქრთამებს არ ღებულობს.



შემდეგ მან გამოკითხვა დაუწყო სომხეთის რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებზე. ხანჯიანმა ბერიას ყველაფერი მოუთხრო და საუბრის დასასრულს კვლავ დაუბრუნდა საქართველოს და სომხეთის შორის მეგობრობის თემას. ბერია თვითონ გახლდათ პირფერობაში გაწაფული და მაშინვე მიხვდა, ხანჯიანი სერიოზული საუბრისთვის რომ ემზადებოდა და სწორედ ამიტომ მიართვა მას ძვირფასი ხალიჩა. შუა საუბარში, ხანჯიანი უცებ შეეხო ტერიტორიების თემას და თქვა:

– ლავრენტი პავლე ძე, ჩვენ, სომხებს, ძალიან ცოტა და უნაყოფო მიწები გვაქვს.
ხალხის სახელით გთხოვთ, გახდით შუამავალი ამხანაგ სტალინთან, გადმოგვცეს ჯავახეთის მიწები, რათა უფრო ერთგულად და პროდუქტიულად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს.

ამ ფრაზის წარმოთქმისას კაბინეტში შევიდა სერგო გოგლიძე, რომელიც ითვლებოდა
ბერიას ახლო მეგობრად და ერთგულ თანამშრომლად და უფლება ჰქონდა დაკაკუნების გარეშე შესულიყო.

image

მოგვიანებთ, როცა ის ბერიას საქმეზე ჩვენებების მიცემას დაიწყებს, ის დაწერს:
„ ლავრენტი პავლეს ძე გაწითლდა და განრისხებისგან აკანკალდა. შემდეგ მან სომხურ ენაზე, რომელსაც მშვენივრად ფლობდა, ხანჯიანს დაუღრიალა:


– არამზადავ! ქართული მიწები მოგინდა? და თან გსურს მიიღო სტალინისგან
ჩემი მეშვეობით?!

ხანჯიანი გაფითრდა, გაშეშდა და ადგილზე გაქვავდა, ერთიანად გაიოფლა ისე,
რომ ოფლის წვეთები მისი ტანსაცმლიდან იატაკზე ეცემოდა. ლავრენტი პავლეს ძემ მას ზიზღით შეავლო თვალი და უეცრად საწერი მაგიდის ყუთიდან ამოიღო შავი ფერის რევოლვერი, ორჯერ ესროლა თავში და თან დასძინა: „ ჩაძაღლდი!...“. შემდეგ ის საოცრად თვინიერი გახდა და
მითხრა:

– სერგო, შეახვიეთ გვამი თავის ხალიჩაში, სიბნელეში გაიტანეთ ქალაქ გარეთ და გადააგდეთ სადმე ორმოში...

მე და ჩემმა ხელქვეითებმა ზუსტად შევასრულეთ მითითება და აგასი ხანჯიანის ხალიჩაში გახვეული გვამი სოღანლუღის მინდორზე ღრმა ორმოში ჩავაგდეთ...“


გოგლიძის თქმით, უკვალოდ გაქრა ხანჯიანის სამი თანხმლები პირიც. ისინი ხელმძღვანელს სასტუმროში ელოდებოდნენ და ლიკვიდირებული იქნენ ქართველი ჩეკისტების მიერ.

როგორც საარქივო წყაროებიდან დასტურდება, „ხანჯიანის საქმე“ კრემლში სტალინთან იყო შეთანხმებული. რამდენიმე დღეში სომხეთში ახალი ხელმძღვანელი დანიშნეს, რომელიც ამ თანამდებობაზე თვითონ ბერიამ წარადგინა, ხოლო ხანჯიანი ხალხის მტრად აღიარეს.

აშკარაა, ყოვლისშემძლე ბერიას ხანჯიანის საქმის გადაწყვეტა მკვლელობის გარეშეც შეეძლო, მაგრამ ის ემოციებს ვერ გაუმკლავდა და თავისი ხელით მოკლა ქართული მიწების დაუფლების მოსურნე.


11
15787
20-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:melody_inside
melody_inside
15787
  
2019, 23 აგვისტო, 4:40
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 20 მარტი, 16:36
დიახ.გეთანხმებით.
2019, 20 მარტი, 9:04
:-(
2019, 20 მარტი, 4:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2018, 14 ნოემბერი, 17:18
სისულელე.ხანჯიანი სასტუმროში ინფარქტით გარდაიცვალა,იმდენად შეშინებული გამოვიდა ბერიას კაბინეტიდან.ეს მერე შეთხზეს ვითომდა ბერიას პროცესისთვის,რომლებსაც უკვე დახვრეტილი ყავდათ საკუთარ სახლში მოსკოვში.
2016, 20 ნოემბერი, 17:44
სოჭი ბოლშევიკებს არ გადაუციათ.....ის ჩვენი არ ყოფილა ჟორდანიას დროსაც კი.....აი ლორე და საინგილო ....მართლა გააჩუქეს
ერთი ის დაწერე..... სოჭი როგორ აჩუქა რუსეთს ორჯონიკიძემ....რატომ...და სტალინმა თუ იცოდა
ვა...რა საინტერესოა....არადა ბერიაზე მხოლოდ სისაძგლეები იწერება......
2016, 21 ივლისი, 11:24
აი ასე უნდა მოექცე ყველას ვინცკი გაიფიქრებს
სამწუხაროა რომ არ დასცალდა ბერიას ყველა თავის გეგმის ასრულება
აყვავებული იქნებოდა ჩვენი საყვარელი საქართველო
2016, 20 ივლისი, 16:29
ფაქტი თავისთავად საშინელიცაა და აღმაფრთოვანებელიც...
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10