x
მეტი
  • 19.10.2021
  • სტატია:115070
  • ვიდეო:354145
  • სურათი:488936
აი რატომ არ უნდა გჯეროდეთ სტერეოტიპების
ზოგჯერ ძალიან გაუცნობიერებლად ინსტიქტების დონეზე ვცდილობთ მოვექცეთ სტერეოტიპების ჩარჩოში. მაგალითად, პროფესორი და მეცნიერი წარმოგვიდგენია, რომ უნდა იყოს სათვალით ან თმა დაუვარცხნელი-გაბურძგნული; მილიონერი კი აუცილებლად სოლიდურად და ძვირფას სამოსში გამოწყობილი. სინამდვილეში კი პროფესია არანაირად არ განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას, პროფესიონალები სხვადასხვა ტერიტორიებიდან, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულად გამოიყურებიან. ამიტომ დღევანდელ სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ აკონილი, ის რეალური ფოტო-ფაქტები, რომელიც დაამსხვრევს თქვენს წარმოდგენას სტერეოტიპებზე.



1. ნასწავლები. ფოტოზე მარჯვნივ Amy Mainzer-ია, ასტრონომი, ასტროფიზიკური კვლევების ტექნიკის სპეციალისტი ინფრაწითელ დიაპაზონში, NASA Jet Propulsion-ის ლაბორატორიის თანამშრომელი.

image




2. მილიონერი. ფოტოზე მარჯვნივ ყველასათვის კარგად ნაცნობი Mark Zuckerberg-ია, ბიზნესმენი, ქველმოქმედი და უბრალოდ ოჯახის კაცი.


image




3. სამართალდამცავი. ფოტოზე მარჯვნივ ისლანდიის პოლიციის თანამშრომელი გოგონაა. როგორც ცხადია, ისლანდია ერთ-ერთი ქვეყანაა დანაშაულის ნაკლები მაჩვენებლებით.

image




4. პროგრამისტი. ფოტოზე მარჯვნივ Роман Иванов-ია, საიტების წამყვანი დეველოპერი რუსეთში.

image




5. მერი. ფოტოზე მარჯვნივ კატაა სახელად Stubbs-ი, რომელსაც ტალკიტნაში ალასკაზე 1997 წელს მერის საპატიო თანამდებობა ეკავა.

image




6. პრინცესა. ფოტოზე მარჯვნინ Elizabeth Zara Phillips-ია, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მე-16 მემკვიდრე, რომელსაც უყვარს დოღი და მოიგო კიდევაც მსოფლიო ჩემპიონატი.

image




7. იოგის ინსტრუქტორი. ფოტოზე მარჯვნივ Yasmin Stanley-ია, რომელიც გვიხსნის, რომ იოგა გვასწავლის ცხოვრებას და საკუთარი თავი უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც ვართ, რადგან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოვიყურებით.

image




8. როკ-ვარსკვლავი. მარჯვენა ფოტოზე მსახიობი Jared Leto-ა, მართალია არ არის როკერი, თუმცა ოფიციალურ წვეულებებს ასე სტუმრობს ხოლმე.

image



9. ექიმი. ფოტოზე მარჯვნივ ბრაზილიელი ნევროპათოლოგი Daniel Prado-ა.

image




10. მასწავლებელი. ფოტოზე მარჯვნივ ქიმიის ტიპიური მასწავლებელია ამერიკაში.

image




11. ბაიკერი. ფოტოზე მარჯვნივ Leslie Porterfield-ია, გამარჯვებული არაოფიციალური ტიტულისა "ყველაზე სწრაფი ქალი მსოფლიოში". 2008 წელს მან Suzuki Hayabusa-ს ტიპის მოტოციკლით 374, 208 კმ / სთ დაამყარა, რაც ბუნებრივია რეკორდი იყო.

image



12. მეხანძრე. აი აქ კი, სტერეოტიპები ხშირად ემთხვევა რეალობას :)

image

1
236
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
236
  
2016, 24 ივლისი, 21:40
კარგია,რომ სპერეოტიპს ჯობნის რეალობა :)
0 1 1