როგორ მოვაშოროთ ეზოდან არასასურველი ბალახი სამუდამოდ , მარტივი და იაფი საშუალება, რომელიც თავად შეგიძლიათ მოამზადოთ
უამრავ ადამიანს სურს ეზოდან არასასურველი ბალახი ამოძირკვოს, მაგრამ ზოგიერთი სარეველა ძალიან ძნელი მოსაშორებელია, არსებობს ქიმიური საშუალებები, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს და უამრავი დაავადების გამომწვევი მიზეზია. თქვენ შეგიძლიათ თავად დაამზადოთ უსაფრთხო და ეფექტური საშუალება, რომელიც ბალახს სამუდამოდ მოაშორებს, როგორც ეზოდან ასევე ბაღიდან. ამისათვის საჭიროა ძმარი და სპრეის ბოთლი. ძმარი სპრეით უნდა მოვასხათ კარგად ეზოში და თუ სარეველების და ძნელად ამოსაძირკვი ბალახების მოშორება გსურთ მაშინ თეთრი ძმარი, მარილი და საპონი უნდა მოათავსოთ სპრეის ბოთლში და მიასხუროთ.სათითაოდ ყველა ბალახს.