მაშინ სად იყავით თვითვეულის ქმრის მაგივრად რომ იბრძოდა ჩვენი მიწის დასაცავად - ახალგაზრდა პოეტი თარხან ბათირაშვილის სიკვდილს ეხმაურება
ახალგაზრდა ემიგრანტი პოეტი ალლა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში, ისლამური სახელმწიფოს ერთ ერთი ლიდერის გარდაცვალებას ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს."დადგება საკუთარი მკერდის მიშვერის დრო და ამ დროს ტირილი კი არა, ძალაა საჭირო!
ყველა ვინც ახლა მოსთქვამთ ბათირაშვილზე, მაშინ სად იყავით, პოსტს რომ დავდებდი და მიწერდით მკვლელი ტერორისტიაო. მაშინ სად იყავით თვითვეულის ქმრის მაგივრად რომ იბრძოდა ჩვენი მიწის დასაცავად და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით ციხეში ჩამჯდარს უწერდით ღირსიაო.სად იყავით მაშინ, როცა ჯარის მეთაურად კლოუნი დაგვისვეს და წითელი მგელი განდევნეს. ახლა მოსთქვამთ ისევ საკუთარი კეთილდღეობის გამო, ვინმემ რამე არ გავნოთ.სირცხვილია, ყველა ვინც თბილი სკამიდან პოსტებს აქვეყნებთ რომ რაიმე არ დაგვემუქროს ახლა, დიიიდი სირცხვილია. ჩვენ ყელამდე სისხლში ვართ, ვიდრე დაკარგული გვაქვს ტერიტორიები, ვიდრე თავზე გვასხედან ოკუპანტები.ყოველთვის ვერ იდგება ჩვენს წინ ვიღაც რომ გადაგვეფაროს, დადგება საკუთარი მკერდის მიშვერის დროც.
მე არანაირ ინფორმაციას არ ვეყრდნობი, მე ვიცი ის, რომ ვინც ღმერთის გზაზე იბრძვის ცოცხალია სამარადისოდ!
მადლობა უფალს ჩვენ გვყავს ნამდვილი ჯარისკაცები, ისინი ვინც ჩინ-მედლებით არ ბრწყინავენ მაგრამ საკუთარ სულს სწირავენ ჩვენი და ჩვენი შვილების სიცოცხლეს. ჩემი პატარა და ძლიერი საქართველოს ჯარისკაცები.ისინი იბრძვიან და დანარჩენები ყბედობენ. .." წერს ალა დათუკიშვილი