x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
კბილების გათეთრება და ემალის გამაგრება სახლის პირობებში (ტიბეტური მეთოდი)

ყოველდღიურად, ჩვენ უამრავ სარეკლამო რგოლს ვუყურებთ, რომელშიც სხვადასხვა სახის კბილის პასტის გამოყენებით, კბილების გათეთრებას, კარიესის აღმოფხვრას და ღრძილების განკურნებას გვთავაზობს. უბედურება ის არის, რომ ამ პასტების შემადგენლობაში, დიდი რაოდენობით ქიმიური ნივთიერება არის, და ორგანიზმისთვის, მათი მავნებლობის შესახებ, არავინ არაფერს გვეუბნება.


image


გთავაზობთ, ნატურალური კომპონენტებისგან შემდგარი “კბილის პასტის" რეცეპტს, რომლითაც ტიბეტელი ბერები სარგებლობენ.


image


ინგრედიენტები ნაყენის მოსამზადებლად:image


1. ნატურალური ზღვის მარილი (საშუალოდ დაფქული) – 1 ს. კ.



2. მდუღარე წყალი – 0, 5 ჭიქა


მომზადება:


1. ჩაყარეთ მარილი მდუღარე წყალში და კარგად მოურიეთ.

2. მოხადეთ წყლის ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფი.

3. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.


კბილების გასაწმენდად, მარილის რამდენიმე კრისტალი მოათავსეთ კბილის ჯაგრისზე > კბილები გაიხეხეთ, ჩვეულებრივი მოძრაობით, ისევ როგორც პასტით წმენდის დროს (ძალიან ძლიერად ნუ დააწვებით) > პროცესის დასრულების შემდეგ, პირის ღუში გამოივლეთ მომზადებული ნაყენი.

image

შენიშვნა: თავიდან, შესაძლებელია დისკომფორტი იგრძნოთ, მაგრამ რამდენიმე პროცედურის შემდეგ, გაგივლით.

image

მარილით ასეთი წმენდა, პირის ღრუში ანადგურებს ყველა პოტენციურ მიკროორგანიზმს და ძალიან მცირე დროში, ამაგრებს კბილის ემალს.

2
2759
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2759
  
2016, 16 ივლისი, 22:29
არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, მაგრამ ვიდრე სტატიას დავწერდი, ეს საკითხი შევისწავლე და გავარკვიე, რომ კბილების გაწმენდა შეიძლება ჩვეულებრივი და ზღვის მარილით, რომელიც მდიდარია მიკროელემენტებით და მინერალებით. მასში შემავალი მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, ფოსფორი, რკინა და ნიკელი ამაგრებს ღრძილებს, ხოლო მანგანუმი და იოდი ბაქტერიებს ანადგურებს.
გარდა ამოსა, არსებობს ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ მარილს იყენებდნენ კბილების გახეხვისას. მაგ., ცნობილი გამომგონებელი ანტონ ვან ლევენჰუკი, 33 წლის ასაკიდან სიცოცხლის ბოლომდე, მხოლოდ მარილით ისუფთავებდა პირის ღრუს და ის 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
P. S. სტატიაში კბილების გათეთრების გარდა, კბილის პასტის მავნებლობაზეც არის საუბარი და თუ კბილის პასტას მაინც გამოვიყენებთ, რა აზრი ექნება მარილით გაწმენდას? მაშინ გავიხეხოთ პასტით და წელიწადში ერთხელ ვიაროთ სტომატოლოგთან კბილების გასაწმენდად და გასათეთრებლად.
2016, 16 ივლისი, 15:29
ყოველდღე ამის გაკეთება არ არის სასურველი, კვირაში მხოლოდ ორჯერ. როდესაც მარილით გახეხვას დაასრულებთ შემდეგ ჩვეულებრივი კბილის პასტით შეგიძლიათ გახეხვა
0 1 2