x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ნინო კალანდაძე:შემიყვარდა მაროკოელი ტაქსის მძღოლი....

image

პროფესიით იურისტი, ყოფილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" თავმჯდომარის მოადგილე, ამჟამად სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას ხელმძღვანელი საინტერესო პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში მაროკოელი ტაქსისტის შესახებ და ხაზგასმით აღნიშნავს მის მაღალ პროფესინალიზმს, კულტურას და განათლებას:


"შემიყვარდა მოროკოელი ტაქსის მძღოლი. ახალგაზრდა, სიმპატიური, ზრდილობიანი
და საქმიანი, 4 უცხო ენაზე მოსაუბრე. იცოდა ინგლისური, გერმანული, დანიური
და მშობლიური ფრანგული (არაბული თავისთავად). ამიტომ, როგორც წესი,
კლიენტებთან კომუნიკაციის პრობლემა არ მაქვსო გვითხრა. ჩვენს, ტურისტულ,
ყველა შეკითხვაზე გამაოგნელად ამომწურავად გვიპასუხა. მოგვცა რჩევები, თუ
როგორ გამოვიყენოთ ოპტიმალურად ის მოკლე დრო, რომელიც კოპენჰაგენში უნდა
დავყოთ. მერე გვითხრა, რომ არ უყვარს პუტინი, იცის, რომ საქართველო
ოკუპირებულია, რომ ლამაზია თბილისი და ბათუმი და რომ საქართველოს მთავრობა
საკმარისად ეფექტურად არ ეწევა საქართველოს, როგორც ტურისტული დესტინაციის,
პოპულარიზაციას, "კომერციალიზაციას". ბოლოს გვირჩია, რომ ტაქსის საფასური
გადავიხადოთ საკრედიტო ბარათით, რათა მას არ მოუწიოს დაგვარიცხოს
დამატებითი 2 ევრო, არაეროვნულ ვალუტაში ანგარისწორების გამო...
შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ და არ ვიცი ზუსტად რას მივაწერო ეს შემთხვევა,
მაგრამ მჯერა, რომ ყველაფრის გასაღები განათლებაშია. პროფესიონალიზმიც,
ღირსების აღქმაც, შრომისუნარიანობაც, სამოქალაქო პასუხისმგებლობაც და
საკუთარი თავის პატივისცემაც სწორედ აქედან მოდის. მინდა ჩვენ, ჩვენი
სკოლები, ჩვენი სახელმწიფო უახლოვესი წლები ინტენსიურად ჩვენი შვილების
სწორი აღზრდით და მათი განათლებით დავკავდეთ."

image


5
632
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
632
  
2016, 11 ივლისი, 11:04
გამომრჩენია დანიაზე რომ იყო საუბარი, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის.
კალანდაძისნაირები რომ იყვნენ წამყვან თანამდებობებზე ამიტომაც ვართ დღეს ამ მდგომარეობაში...
2016, 11 ივლისი, 8:07
აქ მაროკოელი მძღოლი კოპენჰაგენში მუშაობს და არა მაროკოში
2016, 11 ივლისი, 1:17
ამ ქალბატონმა თავად არც ფრანგული იცის და არც დანიური, ძაან არ გაეგო ის ტაქსის მძღოლი დანიურად ან ფრანგულად რას ეტყოდა. :)
თან იმდენად გაუთვიცნობიერებელია ტურისტულ ინფრასტრუქტურაში სრულ უაზრობას აბრეხვებს-მაროკო წლებია ტურიზმით ცხოვრობს და საათივით აქვს ეს სფერო აწყობილი, რა უნდა ამ სტატუსით? მაროკოელი მაგარია და ქართველი ბრიყვიო-ასე გამოსდის.
არა და კარგად მახსოვს ზოგიერთი ვაი-"პოლიტიკოსის გაკეთებული" საქმეებიც...
2016, 10 ივლისი, 22:55
რამე სისულელე თქვა?
2016, 10 ივლისი, 19:33
სამწუხარო რეალობაა, ვიღაცის თუ ვიღაცეების რეკომენდაციით მაღალ თანამდებობებზე ინიშნებოდნენ დილეტანტები და ეს დილეტანტები დღესაც მენტორული ტონით "გვმოძღვრავენ".
0 1 5