სხვა ნივთები, რომლებიც მხოლოდ 90-იან წლებში დაბადებულ ბავშვებს გვემახსოვრება 2016, 29 ივნისი, 9:53 ამ ნივთების დანახვისას, მართლაც გამახსენდა ჩემი ბავშვობა, უმეტესი მათგანი მგონდა
კიდეც, გამახსენდა ტკბილი ბავშვობა და ამასთანავე სევდაც დამეუფლა, 90-იან წლებში
არც ისე სახარბიელო მდგომარეობა იყო ჩვენს ქვეყანაში, ყველას როდი ჰქონდა შესაძლებლობა ამ ნივთების შეძენისა.
![]() პეიჯერი ოთხმოცდაათიან წლებში, თითქმის ყველას ჰქონდა პეიჯერი, მას ძირითადად იყენებდნენ ექიმები, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე მშობლები, შვილებთან დასაკავშირებლად და დარეკვისთვის სასურველი დროის შესათანხმებლად – პეიჯერი მობილური ტელეფონის წინამორბედი მოწყობილობა იყო. ![]() ფლოპი დისკები ეს იყო მცირე მოცულობის კომპიუტერული ინფორმაციის ჩასაწერი დრეკადი ფირფიტა, დღეს მას უკვე აღარავინ იყენებს. ![]() ფლეიერი მასში იდებოდა კასეტა და უსმენდი მუსიკას, ვისაც ეს ქონდა მაგარი ტიპი იყო :დ ![]() დისკმენი ეს წინა ფლეიერისგან განსხვავებით უფრო ძლიერი იყო, მასში კასეტის კი არა, დისკის ჩადება შეიძლებოდა, იტევდა უამრავ მუსიკას და მასთან ერთად გადაადგილება ბევრად სასიამოვნო იყო. ![]() ელექტრონული ჩანაწერების წიგნი მაშინ არ იყო არც სმარტფონი და არც ფლანშეტი, სამაგიეროდ იყო ელექტრონული ჩანაწერების წიგნი. ![]() პორტატული ტეტრისი დროის მარტივად გასაყვანი საშუალება, არამარტო ბავშვებისთვის არამედ დიდებისთვისაც. მასში შედიოდა, ტეტრისის რამდენიმე სახეობა. ![]() კომპიუტერი "დენდი" ეს იყო ყველაზე საინტერესო და საყვარელი ბავშვებისთვის, უერთდებოდა ტელევიზორს სპეციალური კასეტის მეშვებოით კი საყვარელი თამაშის ჩართვა და თამაში შეგვეძლო. ![]() პირველი მობილური ტელეფონი მაშინდელი მობილური ტელეფონის ტარება ისეთივე ძნელი იყო, როგორც აგურის :დ თუმცა მაინც ატარედბდნენ. ![]() ვიდეომაგნიტოფონი ეს იყო მეგობრების შეკრების კერთ-ერთი მიზეზი, საყვარელი ფილმის საყურებლად. (მაგ: ბრიუს ლი, ტიტანიკი, როკი ბალბუა და ა.შ) :დ ![]() Polaroid-ის ფოტოაპარატი ღილაკზე თითის დაჭერით ფოტო უკვე მზად იყო, ამ ფოტოაპარატის ქონა დიდი ფუფუნება იყო. ![]() 489 5-ს მოსწონს
|