სხვა დამივიწყე,თუ შეძლებ 2 .... 2016, 22 ივნისი, 1:30 ორი დღე გავიდა.. თაზოს თინასთვის არ დაურეკია რაც რატომღაც გულს ტკენდა მას... კარგია რომ არ რეკავს მე ხომ შეყვარებული მყავს რაში მჭირდება ზედმეტი პრობლემები?..ინუგეშებდა თავს მაგრამ რაღაც ძალა მაინც თაზოსკენ უბიძგებდა... საღამოს გოგონები კლუბში წავიდნენ თინიმ კი სახლში დარჩენა არჩია...ყავა გაიმზადა ლეპტოპში ფილმი ჩართო და სავარძელში მოკალათდა...ჰარმონია ზარის ხმამ დაურღვია..სასწრაფოდ კარები გააღო... -გამარჯობა შვილო... კართან მოხუცი მეზობელი იდგა რომელიც რამდენჯერმე საკუთარ აივანზე ყავდა დანახული თინას...მოხუცი არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა ცოტაც და გონებას დაკარგავდა... -ბებო კარგად ხართ? მოხუცმა ხელი ჩაიქნია ხმის ამოღბა ვერ შეძლო...თინა ოთახში შევარდა და სასწრაფოდ სკამი გამოიტანა მოხუცი დასვა და სასწრაფოში დარეკა..ხმაურზე ზედა სართულის მეზობელი გამოვიდა.. სასწრაფოს ექიმმა მოხუცის გადაყვანა გადაწყვიტა... -კარგით ჩვენ ბებოს ჩავიყვანთ თავმდგმური აუცილებლად გვჭირდება იქნებ ოჯახის წევრებს შეატყობინოთ რომ მოვიდნენ, პაციენტი ახალი ნაოპერაციებია და მისი სახლში დატოვება არ შეიძლება... -ოჯახი ქალაქიდან არის გასული დილით ქორწილში წავიდნენ მეც ბავშვი მყავს პატარა ახლა ძინავს დაიბნა მეზობელი... -არაუშავს მე წამოვალ..ორ წუთში მოვემზადები.. გასაღები მეზობელს დაუტოვა თინიმ თავად კი საწრაფოს მანქანას გაყვა... ბებო პირველადი დახმარება გაუწიეს და პალატაში გადაიყვანეს.. -როგორ ხართ? -უკეთ შვილო გენაცვალა მართა ბებო როგორ შეგაწუხე.. -აბა რას ამბობთ რა შეწუხება მთავარია ეხლა უკეთ ხართ... -იმედია ცოცხალს მომისწრებენ.. -აბა რას ამბობთ კარგად იქნებით...მათ მოსვლამდე კი მე ვიქნები თქვენთან ნურაფრის შეგეშინდებათ.. -ალბათ სახლში რეკავენ ჩემები..შეშინდებათ....ერთი დღე წავიდნენ და ისიც ჩავაშხამე ... -ნომერი თუ გახსოვთ ზეპირად მე შემიძლია დაგარეკინოთ ისინიც მშვიდად იქნებიან თქვენ თუ დაელაპარაკებით.. -კი შვილო ჩემი გუგას ნომერი ვიცი.შვილიშვილის ბებო ენაცვალოს... თინიმ ნომერი აკრიბა და მოხუცს მიაწოდა, თავიდან მშვიდად ლაპარაკობდა შემდეგ კი ცრემლები მოერია..თინას მობილური გაუწოდა... -გისმენთ.. -გამარჯობათ, იქნებ მითხრათ ეხლა როგორ არის ... -ნუ ნერვიულობთ ეხლა ყველაფერი კარგად არის ..ბებო ჯავრობდა სახლში დარეკავდნენ და ინერვიულებენო ამიტომ დაგირეკეთ.. -დიდი მადლობა მართამ მითხრა თქვენ დახმარებიხართ.. -არაფრის რასამბობთ.. -ძალიან გთხოვთ იქნებ თხოვოთ ექთნებს აუხსნათ სიტუაციაჩვენს ჩამოსვლამდე მიხედონ.. ჩვენ ეხლავე გამოვალთ.. -ნუ ნერვიულობთ თქვენს ჩამოსვლამდე მე დავრჩები მასთან... ოთახში ექთანმა შემოიხედა .. -ეცადეთ პაციენტმა ცოტა საჭმელი მიღოს და ბევრი რაოდენობით სითხე..მორიგე ექიმი თავის კაბინეტშია თუ რამე დაგჭირდებათ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მიმართოთ..მშვიდობიან ღამეს გისურვებთ... სავადმყოფოდან გამოსულს სამო სიო მოხვდა სახეზე, საათს დახედა პირველი დაწყებულიყო....მარკეტში ყავა, წყალი და საჭმელი აიღო და ისევ სავადმყოფოში დაბრუნდა..დერეფანში თავდახრილი მიდიოდა ერთი ნაბიჭიც და ვიღაცას დაეტაკებოდა ლანდმა შეაშინა..შეხტა და სასწრაფოდ ასწია თავი... შენ? -თინა..რა სურპრიზია.. -ესეიგი მართლა ექიმი ხარ?... -მართლა...გამიკვირდა რომ მიცანით, ვიფიქრე ისევ არ მეშლებოდესთქო.. -თქვენ წარმოიდგინეთ გიცანით ...თქვენობით ფორმაზე გადავიდა თინაც...შეატყო რომ თაზო გაბრაზებული იყო.. -თქვენისნებართვით დაგტოვებთ... თაზომ გვერდი აუარა თინას და წასვლა დააპირა მაგრამ თინას სიტყვებმა შეაჩერა.. -იმ დღის გამო ბოდიშს გიხდი... -რა? -ცუდად გამომივიდა...მადლობას გიხდი რომ ღამე გამათევინეთ...არც ეგეთი უმადური ვარ თქვენ რომ გგონიათ...მშვიდობიან ღამეს გისურვებთ.. პალატაში შესულს ბებო დაძინებული დახვდა..დიდხანს სცემდა ბოლთანს ოთახში შემდეგ კი მისაღებში გავიდა აივნის კარები გამოაღო ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა...თითქოს ყელში რაღაც ბურთი ქონდა გაჩხერილი რომელიც ახრჩობდა... ბრაზობდა თაზოზე, ბრაზობდა საკუთარ თავზე და სცხვენოდა გიოსი რადგანაც ფიქრები მისდაუნებურად სხვისკენ გაექცა... ცოტა შეცივდა კიდეც მისაღებში შემოვიდა და სავარძელში ჩაჯდა..დერეფანს გახედა...სულ ბოლო მისი კაბინეტის კარია... რამოდენიმე ნაბიჯი და მასთან მივალ...მაგრამ რატომ რა მაქვს სათქმელი... თვალები დახუჭე და სასწრაფოდ დაიძინე ხვალ კი აქედან უკანმოუხედავად გაიქეცი.. -რა საყვარელია... -ვინ? ჰკითხა კაბინეტში შესულ ექთანს თაზომ... -ის გოგონა დღეს შემოყვანილ ბებოს რომ ახლავს..არც კი იცნობს და დღეს მთელი დღე გვერდიდან არ მოსცილებია...დერეფანში ჩასძინებია.. -როგორ თუ არ იცნობს? ჩაეძია თაზო რადგანაც მიხვდა რომ საუბარი თინაზე იყო -ათი დღის ჩამოსულია ქალაქში მეზობლების გაცნობას როდის მოასწრებდა... -ჭორაობაც მოგისწრია..რაში გაინტერესებს? -სასწაფოს ექიმებმა თქვეს..ისე თაზო ექიმო კარგი გოგოა... -ვიცნობ... -საიდან? -შენ საქმე აღარ გაქვს როგორც ვატყობ...მიმღებში ჩადი და გოგოებს ეჭორავე მე კი სანამ სიმშვიდეა და ვინმე შემოუყვანიათ დავიძინებ კარგი...თუ რამე დამჭირდება დაგირეკავ -კარგი რა უჟმური ხარ რააა... ექთანს არ წყენია შემოთავაზება აშკარად გოგოებთან ჭორავი ერჩივნა... თაზომ ერთი ფიქრი მართლა სცადა დაძინება მაგრამ ეს შეუძლებელი იყო...ფიქრებით მისაღებში ტრიალებდა...თინას ბოდიშმა სრულიად აურია გეგმები...ეს ის ბიჭი არ გახლავთ თინასთვის ჭკუის სწავლებას რომ აპირებდა?არა ეს გოგო სულ სხვა ყველაყერს ყირაზე აყენებს ჩემს გონებაში.. სასწრაფოთ გამოვიდა კაბინეტიდან და ჩუმი ნაბიჯებით მისაღებისკენ წავიდა..თინას პატარა ბავშვივით ჩასძინებოდა სავარძელში...თაზო კედელს მიეყრდნო და კარგახანს უყურებდა ჩაძინებულს... თინამ თითქოს მზერა იგრძნოო, თვალები ძლივს გაახილა თაზოს დანახვაზე კი ისევ დახუჭა...რაც თაზოს არ გამოპარვია... -აქ ძილს არ გირჩევ...აივნის კარებიც ღია ..გაცივდები... -არ ვაპირებდი, ჩამძინებია...თავი იმართლა თინამ..წავალ ბებოს დავხედავ.. -კარგი, მანამდე ქვემოთ ჩავალ ყავას ამოგიტან გატყობ შეგციებია.. -ჩემს გამო არ შეწუხდეთ არ ღირს.. -მეც ვაპირებ შენთან ერთად ყავის დალევას... -კარგი..თუ შენობით ფორმაზე გადავედით მაშინ შეიძლება... ბებოს ისევ ტკბილად ეძინა...მერე რა შეყვარებული რომ მყავს ახალ ქალაქში ახალი მეგობრების შეძენაში ცუდი არაფერია..საკუთარი საქციელი გაამართლა თინამ და მისაღბში გავიდა... სადაც თაზო ელოდა ყავის ჭიქებით ხელში... -მართლა ექიმი თუ იყავი არ მეგონა.. -რატომ? -რავი ახალგაზრდა ხარ თან ზედმეტად მხიარული ექიმის კვალობაზე... -დამწყები ექიმი...მესამე თვე დაიწყო რაც ვმუშაობ.. -ანუ თანდათან უჟმური გახდები როგორც ყველა ექიმი.. -კარგი ეხლა შენზე მომიყევი., .რატომ ჩამოხვედი აქ?მოგწონს ჩვენი ქალაქი? -მომწონს უცხოა და საინტერესო...ის არის ზუსტად რაც მჭირდებოდა... -დარჩენის სურვილი ხომ არ გაგჩენია უკვე? -არა... -ხო?არც ეგ დღე მგონია რომ შორს იყოს... -ვითომ? სიმართლე გითხრა ჯერ არცერთი კარგი ბიჭი არ მინახავს შენს ქალაქში... -აბა თვალებში შემომხედე... -გიყურებ.. -იტყუები.. -ვითომ... -კი შენი თვალები მეუბნებიან რომ საშინლად მოგწონვარ.. -არც ეგეთი უგემოვნო ვარ... -ხოდა ძალიან კარგი, გადავრჩენილვარ...რავქნა საერთოდ არ მესიმპატიურებიან შრამიანი გოგონები... -ჩემი ვალი გაქვს... -იმედია სამაგიეროს არ გადამიხდი და მეც არ დამადებ იარას.. -..ძალადობა არა ჩემი სტილი...გპირდები თავს არ გაგიტეხ და არ დაგატყობ იარას... -თავს არა მაგრამ ვატყობ გულს გამიტეხ... ჩუმად ჩაილაპარაკა თაზომ... -რა თქვი ვერ გავიგე... -დაივიწყე, შენს გასაგონად არაფერი...ჯანდაბა ზარია როგორც ჩანს ახალი პაციენტი მოიყვანეს...თაზო ფეხზე წამოდგა და ჩქარი ნაბიჭით გაუდგა გზას... რა მჭირს?რა მემართება რა მინდა ამ გოგოსგან? საკუთარ თავს კითხვებს უსვამდა თაზო მაგრამ პასუხებს ვერ პოულობდა.. როგორც იქნა გათენდა.. ბებოს ოჯახის წევრებიც მოუვიდნენ.. თინა ძალიან დაღალა ამდენმა მადლობებმა ერთადერთი რაც უნდოდა სახლში წასვლა იყო... -მე წავალ მართა ბებო, მალე გამოჯამრთელდით ... ისევ გინახულებთ ხვალ... -გაიხარე შვილო ორი ჩემი ხნის მოიყარე..თინას ხელი აიღო და აკოცა ... სწორედ ამ დროს ოთახში თაზო შემოვიდა... -მოგესალმებით..აბა ბებო დღეს როგორ ხართ? ოჯახის წევრები მოგსვლიათ.. -ექიმო როგორ არის? -გუშინ არ იყო სახარბიელო მდგომარეობა მაგრამ ჩემი მეგობრის თინას წყალობით დროულად მოხდა ექიმების ჩარევა და ეხლა მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია..სამი დღე დავტოვეთ სავარაუდოდ... -მადლობა თქვენ ექიმო და მადლობა რათქმაუნდა ამ კეთილ გოგონას...მთელი ღამე აქ გავათევინეთ...შვილო წაიყვანე გოგონა სახლში ბებოსთან მე ვიქნები.. -არა არაა საჭირო..ტაქსით წავალ თქვენ ბებოსთან იყავით... -არა რას ამბობთ თინა თქვენ ისეთი პატივი გვეცი სახლამდე მიცილება რა სალაპარაკოა...გაუღიმა თინათი აშკარად მოხიბლულმა გუგამ..რაც რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი აღმოჩნდა თაზოსთვის.. -ნუ წუხდებით, ჩემი მორიგეობა დასრულდა ასე რომ არანაირ პრობლემას წარმოადგენს ჩემთვის მეგობარი სახლამდე მივაცილო...ეხლა კი დაგემშვიდობებით... თაზო ოთახოდან გავიდა, თინაც დამჯერე ბავშვივით გაყვა... -გამოვიცვლი და სამ წუთში მიმღებში ვიქნები.. -მართლა არა საჭირო ჩემით წავალ... -არ შეგიძლია ნერვები რომ არ მომიშალო... -შენ ნერვები არ გქონდეს წესრიგში მე ნუ მაბრალებ რა.... მიმღების გოგოებმა მანქანამდე მიაცილეს წყვილი თვალებით... -აუ, როგორ ვეზიზღები ალბათ შენს გოგოებს.. -ვის გულისხმობ? - შენს ექთნებს... -ხვალ დაეშვება ცხელცხელი ჭორები... -წარმომიდგენია რამდენად სასიამოვნო იქნება... -კი“შენ წარმოიდგინე ხვალ გავიგებ რომ მთელი ღამე გკერავდი და არაფერი გამომივიდა ან უკეთესი ვარიანტი სექსი მქონდა შენთან... - აუფ, ფანტაზიას არ უჩივი.. -ისინი არ უჩივიან...დაჯექი..თუ ელოდები კარების გაღებას ჯელტმენი არ გახლავარ... -არც მქონია იმედი...მანქანაში რომ ჩაგიჯექი ეს რას ნიშნავს? ცოლადაც ხო არ გამოგყევი უკვე? -არა...არც მასეთი ბოროტები არიან შენთვის რომ გამიმეტონ... -კიდევ კარგი დღეს არ მიწევს მუშაობა...თემა შეცვალა თინამ... -ვინაიდან სამსახურში არ მიდიხარ ყავა ხომ არ დაგველია? -ეხლა მხოლოდ წყლის გადავლება და დაძინება მინდა...თან შენც მორიგე იყავი გუშინ.. -მაშინ საღამოს.. ნუ გეშინია ეს პაემანი არაა ! უბრალოდ ახალ ქალაქში მასპინძლობას გაგიწევ... რამე კარგ ფილმს ვუყუროდ... -კინოზე უარი როგორ გითხრა როცა გაცნობის დღეს ღამე შენს სახლში გავათიე? -არც მივიღებდი... გაგრძელება იქნებააა სიყვარულით ინტერ-გოგონა 257 10-ს მოსწონს
|