x
image
ხეთაგური
ვირუსი - ზიკა, შესაძლოა საქართველოშიც გავრცელდეს ..

imageმსოფლიოში ამ გაზაფხულს კიდევ ერთხელ გავრცელდა ვირუსი ზიკა, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან, ამ ვირუსის შემოტევას ფართომაშტაბით ელოდებიან ზაფხულში - ავრცელებს BBC

BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2016 წლის ზაფხულში ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხეზე მთავრობებს აფრთხილებს. ვირუსის გავრცელება რისკი განსაკუთრებით არის შავი ზღვის სანაპიროზე, კონკრეტულად კი რუსეთსა და საქართველოში, ასევე, კუნძულ მადეირაზე. სწორედ აქ ბინადრობენ ზიკა ვირუსის გადამტანი Aedes ჯგუფის კოღოები.

image ვირუსი ზიკა პირვლად 1947 წელს გავრცელდა რომლის გამდამტანები მაიმუნები იყვნენ, ხოლო ამჟამად ეს ვირუსი კოღოებს და სხვა მწერებს აქვს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმა, ემბრიონის ტვინი ზრდას წყვეტს და მშობიარობის დროს, ის ნორმალურზე ბევრად პატარაა. ხანდახან, მიკროცეფალია ახალშობილის სიკვდილსაც იწვევს, ძირითადი ნიშნები კი გონებრივი და ფიზიკური განუვითარებლობაა. მიკროცეფალიის გამოწვევა ზიკა ვირუსს დაუკავშირეს იმიტომ, რომ როცა ის ორსული ქალის ორგანიზმში ხვდება, შემდეგ ემბრიონის ტვინშიც აღწევს. გასულ წელს ზიკა ვირუსის ეპიდემია იყო ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე

image ზიკა ვირუსი თავად ზრდასრული ადამიანისთვის საშიში არაა და შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ხანდახან, ვირუსის დროს გამოხატულია სიცხე, დაღლილობა, თვალების ჩაწითლება და სახსრების ტკივილი, ვირუსი ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არის შექმნილი ...
- გამოიჩინეთ დიდი სიფრთხილე საფხულში მწერებისგან, მითუემეტეს ორსულებმა ...

0
63
2-ს მოსწონს
ავტორი:ხეთაგური
ხეთაგური
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0