საზოგადოება ვირუსი - ზიკა, შესაძლოა საქართველოშიც გავრცელდეს .. 2016, 19 ივნისი, 21:37 მსოფლიოში ამ გაზაფხულს კიდევ ერთხელ გავრცელდა ვირუსი ზიკა, რომლის გადამტანებიც კოღოები არიან, ამ ვირუსის შემოტევას ფართომაშტაბით ელოდებიან ზაფხულში - ავრცელებს BBC BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია 2016 წლის ზაფხულში ზიკა ვირუსის გავრცელების საფრთხეზე მთავრობებს აფრთხილებს. ვირუსის გავრცელება რისკი განსაკუთრებით არის შავი ზღვის სანაპიროზე, კონკრეტულად კი რუსეთსა და საქართველოში, ასევე, კუნძულ მადეირაზე. სწორედ აქ ბინადრობენ ზიკა ვირუსის გადამტანი Aedes ჯგუფის კოღოები. ვირუსი ზიკა პირვლად 1947 წელს გავრცელდა რომლის გამდამტანები მაიმუნები იყვნენ, ხოლო ამჟამად ეს ვირუსი კოღოებს და სხვა მწერებს აქვს. განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ორსულებმა, ემბრიონის ტვინი ზრდას წყვეტს და მშობიარობის დროს, ის ნორმალურზე ბევრად პატარაა. ხანდახან, მიკროცეფალია ახალშობილის სიკვდილსაც იწვევს, ძირითადი ნიშნები კი გონებრივი და ფიზიკური განუვითარებლობაა. მიკროცეფალიის გამოწვევა ზიკა ვირუსს დაუკავშირეს იმიტომ, რომ როცა ის ორსული ქალის ორგანიზმში ხვდება, შემდეგ ემბრიონის ტვინშიც აღწევს. გასულ წელს ზიკა ვირუსის ეპიდემია იყო ლათინური ამერიკის ქვეყნების დიდ ნაწილსა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ზიკა ვირუსი თავად ზრდასრული ადამიანისთვის საშიში არაა და შესაძლოა, უსიმპტომოდაც მიმდინარეობდეს რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შემდეგაც ორგანიზმი იმუნიტეტს გამოიმუშავებს. ხანდახან, ვირუსის დროს გამოხატულია სიცხე, დაღლილობა, თვალების ჩაწითლება და სახსრების ტკივილი, ვირუსი ზიკას საწინააღმდეგო ვაქცინა ჯერ არ არის შექმნილი ... 63 2-ს მოსწონს
|