x
მეტი
  • 18.01.2022
  • სტატია:116293
  • ვიდეო:353084
  • სურათი:490145
პირიქითი სამყარო, რომელიც შეგაძრწუნებთ
წარმოიდგინეთ თავი პარალელურ სამყაროში, სადაც ცხოველები იქნებიან დომინანტები და ისევე მოგვექცევიან, როგორც ჩვენ ვექცევით მათ. მადლობა ღმერთს ეს მხოლოდ წარმოსახვითია, თორემ ყველა დამერწმუნება რა საშინელი სურათი შეიძლება გადაგვეშალოს თვალწინ- ადამიანის ტყავისგან შეკერილი ბეწვი; მონადირე იხვი კლავს კაცს; მღრღნელები და ბაჭიები ატარებენ ჩვენზე ექსპერიმენტებს; ლომმა მოგვინადირა; ღორებს ვყავართ გამოკეტილი გისოსებში, შესაბამისად ყასბობენ და ჩვენს კანჭებს ყიდიან; კიბორჩხლები მდუღარეში გვხარშავენ; წვიმასა და ქარში ძაღლს ვყავართ ქუჩაში დაბმული; მელიამ "ჩამოგვიცვა" ქურქად; დათვს ჩვენი ტყავი აქვს ბუხართან გაფენილი და კიდევ რამდენი მსგავსი საშინელება. თუმცაღა ეს ყველაფერი ავტორის წარმოსახვითი, შოკისმომგვრელი აზრებია, რომელიც გადმოგვცა ილუსტრაციების სახით, რათა ნათელი მოეფინა ჩვენს არაადამიანურ ქცევას ცხოველების მიმართ, რათა მოგვცემოდა შესაძლებლობა სულ სხვა რაკურსით შეგვეხედა ამ ყოველივესთვის.




P.S. და მაინც ვრწმუნდებით, რომ ადამიანი ყველაზე დაუნდობელი ცხოველია დედამიწაზე, ვინაიდან ცოდვები ორგანულ ბუნებად გადაგვექცა. ეხლა კი ისღა დამრჩენია შოკისმომგვრელი ღრმა აზრის მქონე ილუსტრაციებით წარმოგიდგინოთ, თუ რა მოხდებოდა ადამიანებმა ცხოველებს რომ გავუცვალოთ ადგილი და იქნებ მივხვდეთ რა ძუნწად გვაქვს დრო გამეტებული კეთილი საქმეების საკეთებლად.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

image



სტატიის დასასრულს კი წარმოგიდგენთ რამოდენიმე გამონათქვამს ადამიანობაზე და მართლაც არ გვაწყენდა მათი გათვალისწინება.


“მართალია, შეუძლებელია ყოველთვის იყო გმირი, მაგრამ ყოველთვის უნდა დარჩე ადამიანად”–გოეთე.


“რა დიდებულია ადამიანი, თუ კი ის ნამდვილი ადამიანია”.


"კაცია ადამიანი"?!- ილია ჭავჭავაძე.


"ადამიანად დაბადება ადვილია, დარჩენა კი ძნელი".



12
3034
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
3034
  
2021, 6 იანვარი, 16:27
რომ დაუფიქრდეთ, მართლაც საშინლად ვექცევით ცხოველებს. :(
2017, 15 აგვისტო, 21:07
ამ სტატიის ტექსტი რომ წაგეკითხათ, მიხვდებოდით, რომ სათაურში შეცდომა არაა, ტექსტში მაქვს აღნიშვნა გაკეთებული. ყოვლის მცოდნეობაში თავს ნამდვილად ვერ დავდებ, მაგრამ იმხელა სტაჟი მაქვს უკვე საიტზე, ვცდილობ შეცდომები აღარ დავუშვა. თქვენ კი როგორც ახალბედას, გირჩევთ უბრალოდ თბილი კომენტარები დატოვოთ ყოველთის (ან საერთოდ არ დატოვოთ), რადგან აქ მასალების ბედი მეგობრებზეა დამოკიდებული და მსგავსი კომენტარებით არ მგონია მეგობრები გაიჩინოთ. წარმატებები.
მადლობა, მსგავს შეცომებს მომავალში აღარ დავუშვებ ♥
2017, 15 აგვისტო, 16:10
ეხლა შევედი თქვენს გვერდზე და სტატიებიდან ექვს მათგანზე სათაურში გაქვთ გრამატიკული შეცდომა, ტექსტი არცერთის არ წამიკითხავს. ასე, რომ სხვებთან შენიშვნის კომენტარების წერას (სხვაგანაც ვნახე თქვენი კომენტარები და ამას ამიტომ ვამბობ), იქნებ საკუთარ მასალას მეტი დრო დაუთმოთ.
2017, 15 აგვისტო, 14:20
ერთი და იგივეა
პირიქითი სამყარო, კიარა პარალელური
2016, 15 ივნისი, 11:10
აუ, ბოლო, მაგარია :D
2016, 14 ივნისი, 15:58
ბატები რას უშვებიან მტირალ ხალხს ვერ გავიგე.
2016, 14 ივნისი, 0:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 13 ივნისი, 20:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10