სხვა მსოფლიოში ცნობილმა ათეისტმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ღმერთი არსებობს 2016, 10 ივნისი, 10:17 მეცნიერულმა სამყარომ პროფესორის, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ენტონი ფლიუს გამოსვლის შემდეგ სრული შოკი მიიღო. მეცნიერი, რომელიც დღეს 90 წელს გადაცილებული იქნებოდა, მრავალი წელი სამეცნიერო ათეიზმის ერთ-ერთ ბურჯად ითვლებოდა. ათწლეულების მანძილზე ფლიუ გამოსცემდა წიგნებს, კითხულობდა ლექციებს, რომელიც აგებული იყო ღვთისადმი რწმენის უსაფუძვლობის თეზისზე. თუმცა, 2004 წელს სამეცნიერო აღმოჩენების სერიამ ათეიზმის დიდი დამცველი აიძულა საკუთარი შეხედულებები შეეცვალა. ფლიუმ საჯაროდ აღიარა, რომ ცდებოდა –სამყარო თავისთავად ვერ გაჩნდებოდა – ის, ცხადია, ვიღაც ისეთმა ძლევამოსილმა შექმნა, რაც ჩვენი გონებისთვის მიუღწეველია. ფლიუს აზრით, უწინ, ისევე როგორც სხვა ათეისტები, დარწმუნებული იყო რომ ოდესღაც, დიდი ხნის წინ უსულო მატერიისგან პირვილი ცოცხალი ორგანიზმი წარმოიქმნა. "დღეს შეუძლებელია პირველი რეპროდუქციული უნარის მქონე ორგანიზმის წარმოქმნისა და სიცოცხლის განვითარების ათეისტური თეორიის წარმოდგენა" –თქვა მეცნიერმა. მისი თქმით, დნმ-ის მოლეკულის აგებულების მონაცემები განსაზღვრულად ამტკიცებს, რომ ის თავისთავად ვერ გაჩნდებოდა და ვიღაცის მიერ იყო შექმნილი. გენეტიკური კოდი და უდიდესი რაოდენობის ინფორმაცია, რომელსაც მოლეკულა შეიცავს, უარყოფს ბრმა დამთხვევას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ენტონი ფლიუ 2010 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.
"გამოყენებითი და თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორმა აკადემიკოსმა ა. აკიმოვმა განაცხადა, რომ ღვთის არსებობა მეცნიერული მეთოდებითაა დამტკიცებული" – ამბობს ინტერფაქსი. "ღმერთი არსებობს, და ჩვენ შეგვიძლია თვალყური ვადევნოთ მისი ნების გამოვლენას. ეს ბევრი მეცნიერის აზრია, მათ არა მხოლოდ სწამთ შემოქმედის, არამედ გარკვეულ ცოდნასაც იყენებენ" ამასთან, მეცნიერმა აღნიშნა რომ გასულ საუკუნეებში ბევრ მეცნიერ ფიზიკოსს სწამდა ღმერთის. უფრო მეტიც, ისააკ ნიუტონამდე მეცნიერებასა და რელიგიას შორის დაყოფა არ არსებობდა. მეცნიერებით სასულიერო პირები იყვნენ დაკავებულნი, რამდენადაც ყველაზე განათლებულ ადამიანებად ითვლებოდნენ. თავად ნიუტონს სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული და ხშირად იმეორებდა: "მექანიკის კანონები ღვთის კანონებიდან გამომყავს." როდესაც მიკროსკოპი გამოიგონეს და იმის შესწავლა დაიწყეს თუ რახდება უჯრედში, ქრომოსომების გაორმაგებისა და დაყოფის პროცესმა მათში შოკისმომგვრელი რეაქცია გამოიწვია: "როგორ შეიძლება ეს ღვთის ჩარევის გარეშე შექმნილიყო?!" "ნამდვილად – დაამატა ა. აკიმოვმა – თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ადამიანი დედამიწაზე ევოლუციის შედეგად გაჩნდა, მაშინ მუტაციის სიხშირისა და ბიოქიმიური პროცესების გათვალისწინებით, პირველადი უჯრედებიდან ადამიანის შექმნისთვის სამყაროს ასაკზე გაცილებით მეტი დრო იქნებოდა საჭირო. ამას გარდა, გაკეთდა გამოთვლები, რომელმაც აჩვენა, რომ კვანტური ელემენტების რაოდენობა სამყაროს რადიოდაკვირვების მასშტაბით არ შეიძლება 10155 ნაკლები იყოს და ამასთან, მთელი ეს სისტემა უზენაესის მიერაა შექმნილი." 4933 21-ს მოსწონს 5-ს არა
|