საზოგადოება დედის ვარდები. 2016, 22 მაისი, 13:58 ერთი კეთილი კაცი ცხოვრობდა დუნიაზე. უყვარდა ვარდის ფურცლები და როცა დაინახავდა სადმე მიმობნეულს ცრემლი წაასკდებოდა და დარდს გულში ჩაიხვევდა.
ვარდი იმითაა მდიდარი და ყვავილების "მეფე" რომ უმშვენიერესი ფურცლები აქვს. ვარდი ძალიან უყვარდა. განსვენებული დედამისი კრეფდა. დედამ შეაყვარა. სადმე მიმობნეული, კი ულამაზოს ხდის მას, ალამაზებს იმ ადგილს, სადაც ყრია... განსაკუთრებით ასფალტზე, სადაც გადაუვლის: ხალხი, მანქანები, ველოსიპედები... არაფერს ამბობდა, რცხვენოდა... სიკვდილის პირას მისულმა ბოლოს ვარდები ისურვა. დასუნა. დატკბა. ეამა. ბოლოს თვალები დახუჭა და ვარდივით დაჭკნა. მოკვდა. აღარსად იყო ვარდები. ამაზე არვინ ჯავრობდა მის გარდა. მის გამო მოკვდა საწყალი კაცი. ვარდების გამო! 56 შეფასება არ არის
|