საზოგადოება "მოსკოვში გადადო სპექტაკლები, რომელშიც ძალიან დიდ ჰონორარს ღებულობს" - ვინ და რატომ დაუპირისპირდა სტანისლავ ბონდარენკოს გამო ერთმანეთს 2016, 20 მაისი, 18:37
მომღერლის ამ სიტყვებმა მომხმარებლებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ზოგი ეთანხმება ამ აზრს, ზოგს კი პირიქით, აღნიშნულ სტსტუსს ზოგადად ქართველი ქალის შეურაცხყოფად მიიჩნევს. ამ უკანასკნელთა რიგებშია პროდიუსერი ნინო წიკლაურიც, რომელიც რუსეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ცოტა ხნის წინ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მან ია მანიჟაშვილს ვრცელი პოსტით უპასუხა: „ია ძალიან პატივს გცემ და ერთმანეთისგან კარგის მეტი არაფერი არ გვახსოვს, მაგრამ ვერ დავეთანხმები შენს პოსტს. ვფიქრობ რომ ბონდარენკოს რევანში არ აუღია ქართველ გოგონებზე, ანუ: „იგულავაო“, „გადაუარაო“ და ასე შემდეგ... ის რომ მსახიობს უამრავი და ათასობით ფანი ყავს, ეს ბუნებრივია. სერიალმა დიდი პოპულარობა მოიპოვა საქართველოში და მსახიობის როლი იყო ძალიან ძლიერი მამაკაცის როლი, რომელიც ბრძოლობს დიდი სიყვარულისთვის, რაც დღეს არ ახასიათებს ქართველ, თუნდაც რუს, თუნდაც სხვა ეროვნების კაცებს. და დღეს ჩვენი ახალგაზრდა თაობა მოკლებულია მამაკაცისგან ისეთ საქციელს რაც იმ ფილმში აისახა და ეს არის მიზეზი მაგ გაფანატების და ეს ბუნებრივია!! სტანისლავის ფანები ძირითადად 80% თინეიჯერული ასაკის გოგონებია და მე მესმის მათი. ასეა შეყვარებული მასზე ჩემი 14 წლის დისშვილიც, 13 წლის ბიძაშვილიც და მეგობრების ბავშვებიც და ეს ნორმალურია! ჩემი აზრით, ის რომ ბონდარენკომ გადაუარა ქართველ გოგონებს, ეს ძაან ხმამაღალი ნათქვამია და შეურაწყოფაა ჩვენი ახალგაზრდა გოგონების!! მითუმეტეს მაშინ როდესაც მსახიობ ნიკე კეშელავადან დაწყებული, თუკი ვისაც დაუახლოვდა ყველას დევს ეძახის და აფასებს ქართველ გოგონებს! და პლუს ამას, ბიჭი ერთ თვეზე მეტია საქართველოშია და უანგაროდ აკეთებს კეთილ საქმეებს!! აქ, მოსკოვში გადადო მისი პოპულარული სპექტაკლები, რომელშიც ძალიან დიდ ჰონორარს ღებულობს. ამას ბევრი არ გააკეთებდა! დიახაც მომწონს როგორც მსახიობი, როგორც პიროვნება და როგორც ძალიან სიმპათიური ახალგაზრდა!!! და თუ კი ვინმეზე კონკრეტულად იცი რომ ბონდარენკომ მასთან გაიგულავა, მოდი პირადად მასზე დაწერე და არა ყველა ქართველ გოგოზე. თუმცა არამგონია ვინმე ვინმეს სანთელს უკავებდა. გაკოცე და იმედია არ მიწყენ!“ - წერს ნინო წიკლაური. კომენტარებში კი ია მანიჟაშვილმა აღნიშნა, რომ მისი პოსტი მხოლოდ ხუმრობა იყო და უბრალოდ სწორად ვერ გაიგეს. 214 7-ს მოსწონს
|