x
მეტი
  • 01.10.2023
  • სტატია:130812
  • ვიდეო:357275
  • სურათი:505137
მეცნიერებმა ყავა და ჩაი 9 პარამეტრის მიხედვით შეადარეს და გაიგეს, რომელი უფრო სასარგებლოა

ჯანმრთელობის შესახებ, ამერიკულ ვებსაიტზე – www.prevention.com, განათავსეს ინფორმაცია ყავის და ჩაის კვებითი შემადგენლობის კომპონენტების შედარების შესახებ (შეადარეს 2 ფინჯანი ყავა და 2 ფინჯანი ჩაი) და აქ სწორედ იქ გამოქვეყნებულ სქემას გთავაზობთ.

თუმცა მანამდე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ექსპერტების გაფრთხილება იმის შესახებ, რომ საუზმემდე, ყავისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან შორეულ პერსპექტივაში, უზმოზე ყავის მოხმარებამ, შესაძლოა, მეორე ტიპის დიაბეტის ჩამოყალიბება გამოიწვიოს.

ბრიტანეთის კვების, ფიზიკური ვარჯიშის და მეტაბოლიზმის კვლევითი ცენტრის მეცნიერებმა, ყავის ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედების შედეგის გასარკვევად, არაერთი ექსპერიმენტი ჩაატარეს, რომელშიც 29 ადამიანი მონაწილეობდა. მოხალისეები მათ 2 ჯგუფად გაყვეს. I ჯგუფში გაერთიანებულებს, გაღვიძებიდან 1 საათის შემდეგ, მაგარ შავ ყავას სთავაზობდნენ, ხოლო ცოტა ხნის შემდეგ, ტკბილ სასმელს ასმევდნენ, რომელიც კალორიულობით, ტიპიურ საუზმეს უტოლდებოდა. II ჯგუფში კი, ექსპერიმენტის მონაწილეებს, გაღვიძებიდან ნახევარი საათის შემდეგ, იგივე ტკბილ სასმელს სთავაზობდნენ.


image

image

მოგვიანებით, მეცნიერები ორივე ჯგუფის წევრებს, სისხლში გლუკოზის დონეს უზომავდნენ და აღმოჩნდა, რომ ყველას, ვინც ყავა მშიერ კუჭზე მიიღო, სისხლში შაქრის დონე 50% გაეზარდა, რაც იმით აიხსნება, რომ ყავა კუნთის ქსოვილების მიერ შაქრის ათვისების პროცესს აფერხებს. ამიტომ, ექსპერტები უზმოზე ყავის მოყვარულებს რეკომენდაციას აძლევენ, რომ თუ საუზმემდე ყავას დალევენ, საუზმე მხოლოდ მას შემდეგ მიირთვან, რაც ორგანიზმიდან კოფეინი გამოვა. ყავის დალევის შემდეგ კი, პროცესი ასე მიმდინარეობს:

15-45 წუთის შემდეგ, ყავა კუჭს გადალახავს და წვრილი ნაწლავების მიერ შეიწოვება. შემდეგ ის სისხლში გადადის და მთელს ორგანიზმში (გული, ფილტვები, თავის ტვინი...) თანაბრად ნაწილდება. ყავის ორგანოებს შორის ასეთი სწრაფი განაწილება იმით აიხსნება, რომ ის, როგორც წყალში, ისე ცხიმებში, ერთნაირად კარგად იხსნება.

ყავის ჭიქა ჯერ დაცლილი არც არის, რომ ყავა ღვიძლში უკვე დაშლას იწყებს და სულ მალე, კოფეინის მოქმედებას ვგრძნობთ. ხოლო, საშუალოსტატისტიკური ზრდასრული ადამიანის ორგანიზმიდან ის, 5-6 საათის შემდეგ გამოდის. ფეხმძიმე და მეძუძური ქალების და იმ ადამიანების ორგანიზმიდან, ვისაც ალკოჰოლი აქვს მიღებული, ამ პროცესისთვის უფრო მეტი დრო არის საჭირო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგულარული მწეველების ორგანიზმში კოფეინი ბევრად უფრო სწრაფად – 4-5 სთ-ში იშლება!

როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, თუ შორეულ პერსპექტივაზე ვისაუბრებთ, სისხლში შაქრის დონის ასეთმა ნახტომებმა, შეიძლება, ორგანიზმის გლუკოზასთან ტოლერანტობის დარღვევის პროვოცირება მოახდინოს, რაც თავის მხრივ, II ტიპის დიაბეტის განვითარების რისკებს ზრდის.

თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყავის მოყვარულებს იმედგაცრუების საფუძველი არა აქვთ, რადგან ყავის დალევა დილით შეიძლება... ოღონდ, საუზმეზე, კარგად დანაყრების შემდეგ.

რაც შეეხება ყავის და ჩაის დაპირისპირებას, რომელიც ამერიკულმა საიტმა ჩაატარა, მისი შედეგები ასეთია:

image

ანგარიში: 5:1, ყავის სასარგებლოდ.


image

არხის სხვა სიახლეები:


* 3 გამოცანა, რომელშიც ტრადიციული ლოგიკა ვერ დაეხმარებათ (პასუხები აქვს)

* ჰიტლერი მხოლოდ მარიონეტი იყო... და ვინ იდგა რეალურად ფიურერის უკან?

* ბელადის ემოცია – ვისი და რისი შურდა სტალინს?



2
138
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
138
  
28 სექტემბერი, 22:42
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Meetme.pw
11 სექტემბერი, 14:55
ჰოო,წლების წინ ჩაიზე ვიყავი შემჯდარი,ახლა პირიქითააა,ბოლოზ როდის დავლიე ჩაი აღარც მახსოვს,ზამთარშიდაც კი აღარ ვსვამ
0 1 2