x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
ამბავი სიყვარულისა, რომლის წინააღმდეგი იყო მთელი მსოფლიო - ბევრისთვის უცნობი ისტორია
image

ისტორია, რომელმაც 1948 წელს მსოფლიოს მასშტაბით არნახული პოლიტიკური და დიპლომატიური ვნებათაღელვა გამოიწვია ბოტსვანის პრეზიდენტის, სერეტსე კხამასა და ინგლისელი რუთ უილიამსის სიყვარულსა და ქორწინებას უკავშირდება. სერესტე კხამა, რომელიც ბამანგვატოს ბელადების გვარის შთამომავალი იყო და განათლება დიდ ბრიტანეთში მიიღო, თავის მომავალ მეუღლეს ინგლისში სწავლის პერიოდში შეხვდა. შეყვარებული წყვილის ქორწინების წინააღმდეგი იყო თითქმის ყველა - როგორც სერეტსესა და რუთის ოჯახები, ასევე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება, რადგან იმ დროს ბოტსვანა დიდი ბრიტანეთის პროტექტორატი იყო სამხრეთ აფრიკაში. სერეტსეს აიძულებდნენ მიეტოვებინა ცოლი და დაბრუნებულიყო სამშობლოში ან უარი ეთქვა თავისი ტომის მიწებზე. თუმცა არაკეთილმოსურნეებს არ გამოუვიდათ შეყვარებულების დაშორება. უფრო მეტიც, წყილი დაბრუნდა სერეტსეს სამშობლოში, სადაც იგი ბოტსვანის პირველი პრეზიდენტი გახდა, მიაღწია დიდი ბრიტანეთისგან სამშობლოს დამოუკიდებლობას, აქცია ბოტსვანა კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე ინტენსიურად განვითარებად ქვეყანად. რუთი კი ბოტსვანის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აქტიური პირველი ლედი.
image

მათ ამბავს განუმეორებელი რეზონანსი ჰქონდა საზოგადოებაში. ცნობილ წყვილზე იწერებოდა რომანები და იღებოდა ფილმები. სხვათა შორის ამჟამადაც მიმდინარეობს ამ ისტორიაზე ბრიტანული ფილმის გადაღება, მთავარ როლებში როზამუნდ პაიკისა და დევიდ ოიელოუს მონაწილეობით.

image

წყვილმა ერთმანეთი გაიცნო 1947 წელს, ლონდონის მისიონერთა საზოგადოების წვეულებაზე, სადაც რუთი მისმა დამ, მიურიელმა მიიყვანა. სერეტსე მივიდა დებთან და რუთი საცეკვაოდ გაიწვია. ასე დაიწყო მათი რომანი.

ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. მაგრამ ვერც სერეტსემ და ვერც რუთმა ოჯახებისგან მხარდაჭერა ვერ მიიღეს. სერეტსეს ბიძა კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რადგან მემკვიდრეს სწავლა უნდა დაესრულებინა, დაბრუნებულიყო სამშობლოში და ცოლად მოეყვანა ის ქალი, რომელსაც ოჯახი შეურჩევდა. რუთის მამამ კი თავიდანვე განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ცოლად ვერ გაყვებოდა მუქკანიანს.
image

თუმცა ახალგაზრდები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათ მოუწედათ გამკლავებოდნენ ზეწოლას არა მხოლოდ ოჯახების, არამედ დიდი ბრიტანეთისა და სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებების მხრიდანაც.

სამხრეთ აფრიკაში დღე-დღეზე უნდა დამყარებულიყო აპართეიდი და ბრიტანეთს არ სურდა ქვეყანასთან ურთიერთობის გართულება. სამხრეთ აფრიკამ ნათლად აგრძნობინა ბრიტანეთს, რომ თუ მათ ტერიტორიაზე შედგებოდა ქორწილი თეთრ ქალსა და აფრიკელ მამაკაცს შორის, ეს იქნებოდა საკონსტიტუციო კრიზისის ნიშანი.

ფოტოზე: წყვილი ლონდონში, 1949 წ.

image
მოძღვარს, რომელსაც ახალგაზრდებისთვის ჯვარი უნდა დაეწერა, მიანიშნეს, რომ ქორწილი არ უნდა შემდგარიყო. მაშინ სერეტსე და რუთი საიდუმლოდ დაქორწინდნენ და გაემგზავრნენ აფრიკაში. მაგრამ მათი პრობლემები არც იქ დასრულებულა. სერეტსეს ბიძია, რომელსაც, როგორც ჩანდა, თავად სურდა ბელადის ადგილის დაკავება, გაცოფებული იყო და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ტომის უხუცესებს უარი ეთქვათ რუთის დედოფლად მიღებაზე და თავად ამ ქორწინების აღიარებაზე. რამდენიმე ხნს შემდეგ სერეტსე ლონდონში მიიწვიეს. ეს ერთგვარი ხაფანგი აღმოჩნდა. იქ მას აიძულებდნენ უარი ეთქვათ მაშინ უკვე ორსულ მეუღლეზე და ტომის ბელადობაზე. უარის მიღების შემდეგ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი მშობლიური მიწიდან გაძევებული იქნებოდა. საბოლოოდ სერეტსემ უარი თქვა სამეფო გვირგვინზე, დაბრუნდა აფრიკაში და პირველი დემოკრატიული არჩევნების შემდეგ არჩეული იქნა პირველ პრეზიდენტად ქვეყნისა, რომელიც შემდეგომში გახდა ბოტსვანა.

ფოტოზე: ბოტსვანის პრეზიდენტი და პირველი ლედი დედოფალ ელიზაბეტსა და პრინცესა ანასთან ბუკინგემის სასახლეში სადილზე.
image

სერეტსე კხამასა და რუთ უილიამსს შეეძინათ ოთხი შვილი - ქლიშვილი და სამი ვაჟი. უფროსი ვაჟი, იან კხამა ბოტსვანის პრეზიდენტია 2008 წლიდან მოყოლებული.


image


ქვემოთ ფოტოზე: ბრიტანელი პოლიტიკოსი ენიურინ ბივენი და ბოტსვანის პრეზიდენტი და პირველი ლედი ლორდთა პალატაში.



image

ნიგერიის პრეზიდენტი მოჰამადუ ბუჰარი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი და ბოტსვანის პრეზიდენტი, იან კხამა - სერესტე კხამასა და რუთ უილიამსის ვაჟი.
image

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბოტსვანის პრეზიდენტი იან კხამა.
image

ბოტსვანის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, სერეტსე კხამის ძეგლი ქვეყნის დედაქალაქ გაბორონეში.
image

კადრი ბრიტანული ფილმიდან "გაერთიანებული სამეფო", რომელიც გადაღებულია ბოტსვანის პრეზიდენტისა და ინგლისელი რუთ უილიამსის სიყვარულის ისტორიის მოტივებზე.


image


0
4113
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0