x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134050
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ანეკდოტები გურულებზე
image


***კაცი მოკვდება და ღმერთთან განსასჯელის სკამზე დაჯდება.ღმერთმა
ანგელოზებს გადაულაპარაკა:"პირდაპირ სამოთხეში გაუშვით, ჯოჯოხეთი უკვე
გამოიარა, გურული ცოლი ჰყავდა."


***კაცი გზაზე მისეირნობს, უცებ ჩაესმის
ხმა:"ამ გზაზე არ გაიარო, თორემ კლდე ჩამოინგრევაო".კაცი შეჩერდა, მართლაც
კლდე ჩამოინგრა.გააგრძელა კაცმა გზა.ხმა ისევ ჩაესმის:"ხიდზე არ გადახვიდე,
თორემ ჩაინგრევა და დაიღუპებიო".კაცი ხიდის პირას შეჩერდა.მართლაც უცებ
ხიდი ჩაინგრა.ისევ ესმის ხმა:"მდინარეზე არ გადახვიდე, თორემ ადიდდება და
დაიხრჩობიო".მდინარე მართლაც ადიდდა."ვინ ხარ, დამენახე, მადლობა მინდა
გადაგიხადოო"-დაიყვირა კაცმა."რწყილი ვარ ხელზე გაზივარო"-უპასუხეს.კაცმა
დაიხედა ხელზე, რწყილი ფრჩხილით მიასრისა და თან მიაძახა:"10 წლის წინ ვერ
გამაფრთხილე, გურული ცოლი როცა მომყავდაო?!"


***"50 ლარი მომპარეს"-ამბობს
შეწუხებული გურული."მერე პოლიციაში არ იყავიო?"-ჰკითხეს."ვიყავი, მარა
მითხრეს ჩვენ არ მოგვიპარავსო"



***ქუთაისის საგიჟეთიდან გიჟები
გაიქცნენ.მდევარი დაადევნეს.უფროსმა მდევრებს გადასძახა:"არიქათ, გურიაში
არ გადაგვასწრონ, თორემ რა გაარჩევს მერე მაგათო."


***გურული ცოლს მოიყვანს,
დაწვებიან, პირველი ღამეა."ბაღანის გულიზა, თვარა ამას როგორ
გაკადრებდიო"-ჩაულაპარაკა ცოლს გურულმა.


****გურული მატარებლის კუპის კარს
გააღებს, დაინახვას კუპეში ზანგები ზიან:" ბეჩა, რაია დეიწვა აქ
რამე?"


***გურულს წინ ყაჩაღი გადაუდგა:"ჩქარა ფული!"."მზესუმზირა მაქვს აგერ
ბატონო და მიირთვით."."მზესუმზირა რად მინდა?!"-დაუღრიალა ყაჩაღმა."თავს
შეიქცევთ ბატონი, სანამ ვინმე ფულიანი გამეივლის."


***ჟურნალისტები გურულს
ეკითხებიან:"შემოსავალი რა გაქვთ ოჯახში?" "ჭიშკარი ძამა!"-პასუხობს
გურული.


***გურიაში დედა ეძახის შვილს:"ბონდოიე, სა მიხვალ შვილო?"
დუმილი....."ბონდოიე სა მიხვალ მეთქი!"..ისევ დუმილი..."დაყრუვდი
ბონდოიე?..სა მიხვალ!!!".."იქინე"-პასუხობს ბონდოია..."ვერ იტყვი ბოშო
მერე?"...***


***მეგრელი წყალში იხრჩობა და ყვირის:"პამაგიტეეე.პამაგითეე.."

ჩამოიარა გურულმა, გადაიხედა წყალში და ჩასძახა:"მაი რუსულის სწავლას ცურვა გესწავლა არ სჯობდა?"


***გურულს ეუბნებიან, თურმე იაპონიაში საფლავის ქვაზე დაბადება-გარდაცვალების თარიღს კი არ აწერენ, არამედ იმ წელს, როცა ბედნიერი იყო.

გურული:"მაშინ ჩემ საფლავის ქვას დააწერეთ დეიბადა კვტდარი".



***კახელი ჩავა გურიაში. გურული დატრიალდება გაშლის სუფრას
და ერთი ჭიქა ღვინის მერე კახელს ეკითება:
- ა? რაფერია? ხომაა კამფეტივით? - კახელი არაფერს ამბობს.
დალევენ მეორე ჭიქას და კიდე ეკითხება:
- რაფერია? ხომაა კამფეტივით? - კახელი მოჭყანული სახით გახედავს
და ამოილუღლუღებს:
- ჩა.....ი ვიყო შენ თუ კამფეტი გასინჯული გქონდეს!


***აღდგომას გურული თბილისიდან გურიაში მიდის დედის საფლავზე უნდა გავიდეს, კვერცხი უნდა გადააგოროს და ტაქსი გამოიძახა, მძღოლი საკამოდ ჩქარა მიაქროლებს მანქანას, სადღაც ქუთაისამდე ითმინა გურულმა, მარა ბოლოს მაინც მაინც მიუტრიალდა მძღოლს:
- ახლა ძამა თლა ხელში ნუ მიმაცემინებ ამ კვერცხებს დედაჩემიზა...

2
6394
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
6394
  
2017, 9 იანვარი, 11:19
:-)
2016, 11 მაისი, 14:01
"ცუდად" ვარ, უმეტესობა წაკითხული მქონდა, მაგრამ ასჯერ რომ წავიკითხო იგივე რეაქცია მექნება დარწმუნებული ვარ. :)
0 1 2