x
მეტი
  • 20.09.2021
  • სტატია:114422
  • ვიდეო:353925
  • სურათი:487881
ბადრიჯნის კოტლეტი - ისეთი გემრიელია, რომ შეიძლება ვეგეტარიანელიც კი გახდეთ

image

ინგრედიენტები:


ბადრიჯანი — 1, 5 კგ.
ყველი მაგარი — 150 გრ.
საფანელი — 150 გრ.
თეთრი პური — 100 г
მარილი და პილპილი — გემოვნებით
ოხრახუში — 2 კონა
ნიორი — 5 კბილი
კვერცხი — 1 ცალი
რძე — პურის დასალბობად (50 მლ.)
ყველი რბილი (ბრინზა, მოცარელა, იმერული) — 200 გრ.
ზეთი — შესაწვავად

(ამ რაოდენობის პროდუქტით, 16 - 17 კოტლეტი გამოდის)

მომზადება:

1. გაფცქვენით და კუბილებად დაჭერით ბადრიჯანი > დააყარეთ მარილი და გააჩერეთ, ვიდრე წვენი არ გამოუვა > კარგად გაწურეთ.
2. ტაფაში ჩაასხით ცოტა ზეთი, ჩაყარეთ ბადრიჯანი და მსუბუქად შეწვით > დაამატეთ ნახევარი ჭიქა წყალი, დაახურეთ თავსახური და 15 - 20 წთ. თუშეთ, ვიდრე არ დარბილდება > ნახევრად მოთუშულ ბადრიჯანს, დაამატეთ 1 კონა, წვრილად დაჭრილი, ოხრახუში და მოთუშვა გააგრძელეთ.
3. ბადრიჯანი გადაიტანეთ თასში.
4. გახეხეთ მაგარი ყველი, დაალბეთ პური რძეში, დანაყეთ ნიორი.
5. როდესაც ბადრიჯანი გაცივდება, დაამატეთ გახეხილი ყველი, კვერცხი, პური, საფანელი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ნიორი, მარილი და პილპილი.
6. მოზილეთ ფარში > თუ ფარში თხელი გამოვა, დაამატეთ საფანელი > დაყავით გუნდებად.
7. გააბრტყელეთ გუნდები, თითოეულზე მოათავსეთ რბილი ყველის ნაჭერი და გადაახვიეთ, ისე რომ ყველი არ გამოჩნდეს.
8. მიეცით კოტლეტის ფორმა > ამოავლეთ ფქვილში ან საფანელში > შეწვით ზეთში.

image

კოტლეტი ძალიან გემრიელია, პომიდვრის სალათთან ერთად. ხოლო ვისაც ხორცი უყვარს, შეუძლია გარნირად გამოიყენოს ხორცთან ერთად.

0
12280
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12280
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0