x
image
natia.a
იმან, თუ როგორ ზრდის კიმ კარდაშიანი შვილს, საზოგადოება შოკში ჩააგდო - დაუჯერებელია!

image

მედიასაშუალებებმა გამოაქვეყნეს კიმ კარდაშიანის ორი წლის ქალიშვილის, ნორტის დღის წესრიგი. აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ასეთი მცირე ასაკისა, ბავშვს დღის განმავლობაში თავისუფალი დრო თითქმის არა აქვს.

ჩვეულებრივ, რას აკეთებენ ხოლმე დღის განმავლობაში ორი წლის ბავშვები? ჭამენ, თამაშობენ, წიგნებს ათვალიერებენ, უფრო სწორად ფურცლავენ, ძინავთ. თუმცა ამას მხოლოდ რიგითი ბავშვების აკეთებენ და არა კიმ კარდაშიანისა და კანიე უესტის ქალიშვილი!

"კანიე უესტი თავს ღმერთად თვლის, ალბათ ამიტომ გადაწყვიტა, რომ მისი ქალიშვილიც ზებუნებრივ უნარებს უნდა ფლობდეს. პატარა მეცადინეობს ცეკვაში, კერამიკაში, ტაი-ჩი-ში და ფარიკაობაშიც კი", - იუწყება პორტალი Radar Online და ამატებს, რომ ნორტის მშობლებს სურთ, რომ მათმა ქალიშვილმა შეძლებისდაგვარად ყველაფერი გამოსცადოს და შეისწავლოს, რათა მომავალში კონკურენტუნარიანი გამოვიდეს.

შედეგად, პატარა გოგონა ძალიან მალე ღიზიანდება და ხშირად არის გამოუძინებელი. აღსანიშნავია ისიც, რომ ნორტის დეიდა, კორტნი კარდაშიანი ძალიან ღელავს გოგონას გამო და გამუდმებით ურჩევს დას ნაკლებად დატვირთოს ბავშვი. მაგრამ ცნობილ დედიკოს ამის გაგონებაც არ სურს.
image

ცოტა ხნის წინ კიმმა და კანიემ შეიტყვეს, რომ ტომ კრუზის ქალიშვილი, სური უკვე სამი წელია ბალეტზე დადის. ამიტომ არ დააყოვნეს და მათაც მიმართეს ბალეტმეისტერს ნორტისთვის პუანტებზე დგომის სასწავლებლად.

ქვემოთ კი გთავაზობთ პატარა ნორტის დღის განრიგს, რომელიც ზემოაღნიშნულ საიტზე გამოქვეყნდა:


6:30 გაღვიძება და ადგომა ვივალდის მუსიკის ფონზე.
6:45 საუზმე: ხილი, უცხიმო იოგურტი და პური გლუტენის გარეშე.
7:00 ფიტნესის ვარჯიში ტრენერთან ერთად, რაც ხტუნვას და ტანვარჯიშსაც მოიცავს.
7:30 აწონვა.
7:45 15 წუთი თავისუფალი დრო.
8:00 სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილი. ნორტს უყვარს ანას კოსტიუმის ჩაცმა მულტფილმიდან "გაყინულები".
8:30 საბავშვო წიგნების კითხვა ფრანგულ ენაზე.
9:00 პირადი ჰიგიენა: კბილების წმენდა და დღის სამოსის შერჩევა უზარმაზარი დიზაინერული კოლექციიდან.
9:30 ცურვის გაკვეთილი, ბალეტის გაკვეთილი, ტანვარჯიშის ან მაკიაჟის გაკვეთილი.
10:30 მეორე საუზმე: შვრიის ფაფა ნახშირწყლების დაბალი შემცველობით და უშაქრო კოქტეილი.
11:00 ფრანგული წიგნების კითხვა.
11:30 15 წუთი თავისუფალი დრო. ნორტს უყვარს თავის დიზაინერად წარმოდგენა, აცმევს თოჯინებს სხვადასხვა მოდურ ტანსაცმელს.
11:45 მასაჟი
12:00 ლანჩი: თევზი ან ქათმის ხორცი უცხიმო სოუსით.
12:30 კითხვა და წერა ინგლისურად.
13:00 დღის ძილი.
14:00 გაღვიძება და ადგომა მოცარტის მუსიკის ფონზე.
14:30 ორიგამის, კერამიკის ან ჩინური კალიგრაფიის გაკვეთილი.
15:30 წახემსება უცხიმო იოგურტით.
16:00 მუსიკის გაკვეთილი: გოგონა სწავლობს ფლეიტაზე და აფრიკულ დაფდაფებზე დაკვრას.
17:00 კომპიუტერის დრო. ნორტი დამხმარესთან ერთად მუშაობს მოდურ ბლოგზე.
17:45 თავისუფალი დრო.
18:00 ვახშამი: იტალიური პასტა ან გუფთები, ახალი ხილი დესერტად.
18:30 დედასთნ და მამასთან ურთიერთობა. ჩვეულებრივ, მშობლები ეკითხებიან ნორტს როგორ გაატარა დღე და რა გაიგო ახალი.
19:30 ძილის წინ ზღაპრების წაკითხვა ინგლისურ და ფრანგულ ენებზე.
20:00 ძილი. ხშირად გოგონას იატაკზეც კი ეძინება, იმდენად იღლება დღის მანძილზე.
image

აღნიშნული განრიგის გამოქვეყნებისთანავე კომენტარებმაც არ დააყოვნა. ინტერნეტმომხმარებლები აღაშფოთა ორიოდე წლის ბავშვის ასეთმა დატვირთულმა გრაფიკმა: "მისი მშობლები გიჟები არიან!", "ჩანს ეს ყველაფერი უფრო იმისთვის უნდათ, რომ თავად არ მოუწიოთ ქალიშვილთან დიდი ხნის გატარება", "ამგვარი დღის განრიგი სრული სიგიჟეა! დიდიც კი ვერ შეძლებს ასეთი განრიგით ცხოვრებას." - წერენ მომხმარებლები.

3
4289
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
4289
  
2016, 13 მაისი, 3:05
ცაცყალი
2016, 6 მაისი, 21:02
აჟრიალებთ?????????
2016, 4 მაისი, 12:01
გ-გ
0 1 3