x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134034
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
თმებს ყალყზე დაგიყენებთ მათი ტრადიცია
ამაზონის ღრმა და ბნელი ჯუნგლები მოცულია უამრავი საიდუმლოთი. მის გაუვალ ტყეებში ბრაზილიის მახლობლად ცხოვრობს ინდური ტომი "ავა", რომელიც დღემდე უძველესი ტრადიციების ერთგულია, სხვადასხვა ქვეყანასა და ტომის ხალხში ხომ განსხვავებული კულტურული ტრადიციები და სპეციალური რიტუალები დღემდე უცვლელი რითმით მოქმედებს. გაგიკვირდებათ და, ავას მაცხოვრებელი ქალები ძუძუთი კვებავენ არა მარტო საკუთარ პირმშოს, არამედ გარეულ ცხოველებს, როგორიცაა მაგალითად ციყვი, მაიმუნი და ა.შ.


image


ტომი- ავას თითქმის ყველა ოჯახში, სადაც ქალი ძუძუთი კვების პერიოდს გადის, ჰყავთ მოშინაურებული ცხოველი, რომელიც ასევე იმ ქალის ძუძუთი იკვებება მანამ, სანამ არ გაიზრდება და გახდება დამოუკიდებელი. შედეგად, ქალის რძით გაზრდილ ცხოველს საკვებად არ მიირთმევენ.


ფოტოგრაფ Domenico Pugliese-ს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა შეეჭყიტა ამ დახურული საზოგადოების პირად ცხოვრებაში და გადმოეცა ის ჩვენთვის ფოტოპროექტის სახით.



"ისინი ძალიან ახლოს არიან ბუნებასთან, შეიძლება ითქვას, რომ ფაქტობრივად მისი განუყოფელი ნაწილნი არიან. სხვას ვერაფერს იფიქრებ ადამიანი შეესწრები რა განსაცვიფრებელ მომენტს- ქალები ისე კვებავენ გარეულ ცხოველებს (ციყვს, მაიმუნს და ა.შ), როგორც მეძუძური დედა საკუთარ პირმშოს.


ძალიან მალე, უძველესი ტრადიციების მატარებელმა ავას ტომმა შეიძლება აღარ იარსებოს დედამიწაზე. მათი სრული შემადგენლობა მხოლოდ 350 ადამიანისგან შედგება და 100 მათგანი არასოდეს ყოფილა კონტაქტში გარე სამყაროსთან. ამ ტომის არსებობისა და გამაოგნებელი ტრადიციების შესახებ გაგონილი მქონდა, თუმცა მათი პირადად ხილვის საშუალება მხოლოდ 2009 წელს მომეცა. ვუყურებდი მათ და უფრო კარგად ვხვდებოდი, რომ ძალიან შორს ვართ წასულები... შოკმა მომიცვა, თუმცა გავაცნობიერე, რომ დედამიწაზე მრავლადაა ერი თუ ტომი განსხვავებული ტრადიციებით. ნაწილი საზოგადოებისა მიიჩნევს, რომ ავას ტომი ველური ტრადიციების მატარებელია, ნაწილი კი მათ უჩვეულობაზე მიუთითებს. თქვენ როგორ ფიქრობთ? დაათვალიერეთ ჩემს მიერ მომზადებული ფოტომასალა და გამიზიარეთ თქვენი მოსაზრებები"- ამბობს ფოტოგრაფი Domenico Pugliese.


გთავაზობთ ფოტოპროექტს:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage



P.S. სტატია უამრავ უცხოურ საიტზე გავრცელდა სწორედ ასეთი სახით და არანაირი ასაკობრივი შეზღუდვით. ამ ტომის ამსახველი უამრავი ვიდეო კი, რომლებიც ფოტოგრაფმა Domenico Pugliese-მ გაავრცელა, YOU Tube-ზე დევს და შეგიძლიათ იხილოდ.

6
11072
24-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
11072
  
2020, 23 თებერვალი, 14:54
ძალიან საინტერესოა
2019, 4 აპრილი, 23:14
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 2 ივნისი, 19:12
:* :*
2016, 2 ივნისი, 18:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 25 აპრილი, 13:20
მადლობა ალექს, გაიხარე ;)
2016, 25 აპრილი, 13:10
P.s vetanxmebi, statia uazlieresia. Da saintereso temaa... Adre tu gvian unda damedo, magram ase kargad ver davwerdi. Gaziareba mindoda, magram ver gavaziare... Zalian momewona
0 1 6