x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508554
როგორ მოაგვარებთ ამ პრობლემას ? თქვენ ვის წაიყვანთ?
ზოგჯერ ცხოვრებისეულ სიტუაციებს ჩიხში შევყავართ და რთული არჩევანის წინაშე გვაყენებს. ხშირად ადამიანები სტანდარტულად აზროვნებენ და არ შეუძლიათ პრობლემის იდეალური გადაწყვეტის გზა დაინახონ.



გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ამოცანას. ის წარმოადგენს მორალურ და ეთიკურ დილემას, რომელიც უნდა გადაწყვიტოთ თქვენ.


წარმოიდგინეთ სიტუაცია:


ღამეა, თქვენ მიდიხართ თქვენი მანქანით და მოულოდნელად ავტობუსების გაჩერებაზე ხედავთ სამ ადამიანს.



ესენი არიან:


მოხუცი, რომელიც ისე ცუდად გამოიყურება, თითქოს სადაცაა სულს განუტევებს;



ძველი მეგობარი, რომელმაც ოდესღაც სიკვდილს გადაგარჩინათ;



თქვენი ოცნების ქალი/ მამაკაცი.


თქვენი მანქანა ორ ადგილიანია, ვის წაიყვანთ?


დაფიქრდით და ჯერ თქვენ გაეცით პასუხი, შემდეგ კი განაგრძეთ კითხვა.

image

პასუხი:


ეს მორალურ-ეთიკური დილემა სინამდვილეში ტესტის სახით ჰქონდა ერთ-ერთ კომპანიას სამსახურის მსურველთათვის. თქვენ შეგიძლიათ წაიყვანოთ ავადმყოფი მოხუცი, მას ხომ დახმარება სჭირდება. ან თქვენ მეგობარს ირჩევთ იმიტომ, რომ ერთხელ მან სიკვდილისგან გიხსნათ, ეს კი მშვენიერი შესაძლებლობაა მადლობის გადასხდელად. მაგრამ, როდისღა მოგეცემათ კიდევ შესაძლებლობა თქვენს მეორე ნახევარს რომ შეხვდეთ?


200 პრეტენდენტიდან მხოლოდ ერთს არ ჰქონდა პასუხის არჩევაზე პრობლემა და ის მიიღეს სამსახურში. მისი გადაწყვეტილება ასეთი იყო: " მე მივცემდი მანქანის გასაღებს ჩემს მეგობარს და ვთხოვდი მოხუცი რომ წაეყვანა საავადმყოფოში. მე კი ამ დროს დავრჩებოდი ჩემი ოცნების ქალთან."


ზოგჯერ არასტადარტული აზროვნება და შემოქმედებითი მიდგომა ნებისმიერი სირთულის პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას გვაძლევს.

0
197
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0