x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
მცირეწლოვანი დამნაშავე გოგონები, რომლებსაც სიკვდილით დასჯა ელით

image

image

საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, სასჯელის უმაღლესი ზომა აკრძალულია პირებისთვის, რომლებსაც 18 წელი არ შესრულებიათ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ირანში იშვიათი არ არის შემთხვევები, როდესაც სიკვდილით დასჯის განაჩენი ბავშვებისთვის გამოაქვთ. ამ ქვეყნის კანონის მიხედვით, პასუხისგებაში მიეცემიან პირები, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 9 წელი. მათ შეიძლება მიესაჯოთ სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა) მკვლელობის, ნარკოტიკებით ვაჭრობის ან შეიარაღებული დაყაჩაღების შემთხვევაში. თავდაპირველად, ბავშვებს სპეციალურ გამოსასწორებელ ცენტრში გზავნიან. სიკვდილმისჯილები იქ 18 წლის ასაკამდე იმყოფებიან, ხოლო შემდეგ, განაჩენი სისრულეში მოჰყავთ. ზოგი მათგანი, «გამოსწორების» შემდეგ, ახერხებს ამ სასჯელისგან თავის დაღწევას და ჩვეულებრივ ცხოვრებას უბრუნდება. მაგრამ, ყველას არ უმართლებს.

ირანელმა ფოტოგრაფმა სადეხ სურიმ შეძლო ბავშვთა გამოსასწორებელ ციხეში შესვლა და იმ გოგონების გადაღება, რომლებსაც სრულწლოვანების ასაკის შესრულებისთანავე, სიკვდილით დასჯა ელით.



ნაზანი, 16 წლის


image

image

გოგონა 621 გრამი კოკაინის შენახვის გამო დააპატიმრეს. სასამართლო ჯერ არ დასრულებულა და სავარაუდოდ, სიკვდილით დასჯის განაჩენს გამოუტანენ.

imageზაჰრა, 17 წლის


image

image

ზაჰრა 14 წლის ასაკში გათხოვდა და უკვე ორი შვილის დედაა. ქურდობისთვის, მესამედ დაიჭირეს. ამჟამად, ის სასჯელს მობილური ტელეფონის მოპარვისთვის იხდის. ქალ-პატიმარს ახალშობილის ციხეში დატოვება მანამდე შეუძოია, ვიდრე ბავშვს 2 წელი შეუსრულდება.

imageმასჰა, 17 წლის


image

image

გოგონას შეყვარებული ჰყავდა და გათხოვება უნდოდა. მაგრამ, მამა წინააღმდეგი იყო. ერთ-ერთი, მორიგი, ჩხუბის დროს, განრისხებულმა მასჰამ მამა სამზარეულოს დანით მოკლა. მისი ძმები, გოგონასთვის, სასჯელის უმაღლეს ზომას – სიკვდილით დასჯას ითხოვენ.

image


საუგანი, 16 წლის


image

image

გოგონა სახლში მარტო იყო, როდესაც პოლიცია შეიჭრა და ჩხრეკის დროს 250 გრ. ოპიუმი, 30 გრ. კოკაინი და 20 გრ. ჰეროინი აღმოაჩინა. ნარკოტიკემი მამამისის იყო, მაგრამ რადგან გოგონა სახლში მარტო იყო, პოლიციამ, ოფიციალურად, სწორედ ის დააკავა.

საუგანი სასჯელს უკვე 1 წელია იხდის, დანაშაულისთვის რომელიც არ ჩაუდენია. დღემდე, მისი ოჯახის არცერთი წევრი ნაპოვნი არ არის.

image

შოკუფეჰი, 15 წლის


image

image

გოგონამ, შეყვარებულთან ერთად, სავაჭრო დახლის გაქურდვა სცადა. ბიჭმა პოლიციისგან გაქცევა მოახერხა, ხოლო შოკუფეჰი სიკვდილის დასჯის მოლოდინით ცხოვრობს.

ყაჩაღობის ფაქტიდა, ერთი წლის შემდეგ, მის სანახავად ბებია მივიდა.

image

მასჰიდი, 15 წლის


image

image

ამ გოგონას გაუმართლა. ის ციხეს მალე დატოვებს. 15 წლის მასჰიდი სასჯელს ნარკოტრანზიტისთვის იხდის. მასთან ერთად, ციხეში, მისი მშობლებიც სხედან, ნარკოტიკების შენახვა-მოხმარების გამო.

image

image

image

ყოველდღიურად კამერაში მოძღვარი შედის, რომელიც პატიმრებთან ერთად ლოცულობს.

image

image

image

საჭმლის მისაღებად, გოგონები, ციხის სასადილოში, ხან საათობით დგანან რიგში.

image

image

image

პატიმრებს დღეში ორჯერ ჰაერზე გასვლის უფლება აქვთ: 1 საათით დილით და 1 –საღამოს საათებში.

1
647
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
647
  
2016, 25 აპრილი, 10:56
ირანი...სამწუხაროაა.... გავაზიარეე
0 1 1