x
image
ციცი
Mediator image
ანრი ბიბინეიშვილის სკანდალური განცხადება შალვა რამიშვილზე-"შალვა ჩემო "ნიჭიერო" ჯერ გაგიშვეს და ახლა "ცილიც დაგწამეს" მოძალადეო? "
image
მას შემდეგ, რაც ჟურნალისტი და შოუმენი შალვა რამიშვილი ტელეიმედიდან მოულოდნელად გაანთავისუფლეს, იგი "იმედის" ხელმძღვანელობისგან მოითხოვდა განმარტებას, თუ რის საფუძველზე მოხდა მისი გადაცემების დახურვა.

ამას კი უკვე მოყვა ტელეიმედის ყოფილი თანამშრომლის თათია სამხარაძის იგივე ტასო ბარნოვას სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მხრიდან იგი სექსუალურ შევიწროებას განიცდიდა და ამის დამადასტურებელი აუდიჩანაწერებიც არსებობდა. ეს ყველაფერი ტასო ბარნოვამ ქალთა მოძრაობის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე გააჟღერა და ასევე აღნიშნა, რომ ქასთინგებზე მისულ გოგონებს სრულიად შეუსაბამო კითხვებს უსმევდა, ერთ-ერთი კითხვა იყო ქალიშვილი იყო თუ არა.

ტელეწამყვანმა მარგო ლუჩკომაც გააკეთა განცხადება შალვა რამიშვილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ შოუს ხელმძღვანელის მხრიდან შეუსაბამო მოთხოვნების წამოყენების გამო იგი იძულებული გახდა რომ დაეტოვებინა გადაცემა, ვინაიდან მის მორალურ პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა ის მოთხოვნები, რასაც სთავაზობდა მას შალვა რამიშვილი.


რა თქმა უნდა ქართველი "კაზანოვა" ამ ბრალდებებს უარყოფს.


ახლა კი, მსახიობმა ანრი ბიბინეიშვილმაც გააკეთა სკანდალური განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით, სადაც მან აღნიშნა თუ სამსახურის მსურველ გოგონებს რა წინადადებას სთავაზობდა შალვა რამიშვილი:

"შალვა ჩემო "ნიჭიერო" ეს რა გიქნეს ა?!
ნწუ! ნწუ! ნწუ! ნწუ! ნწუ! ჯერ ხო გაგიშვეს და ახლა "ცილიც დაგწამეს" მოძალადეო? კარგით რა! მოძალადე არ ვიცი, მაგრამ ეგრედწოდებულ ქასთინგზე დაბარებული გოგონების რაღაც ნაწილი ამბობდა სულ, რომ შალვა მათ ასე სთავაზობდა სამსახურს: "განვცალკევდეთ ერთი-ერთზე და ამის მერე ვნახოთ რამდენად აკმაყოფილებ ქასთინგის მოთხოვნებსო"!
p.s. ისე ამ კაცის არ მიკვირს მთლად სიმართლეს, რომ შეესაბამებოდეს იმ რაღაც ნაწილი გოგონების გამოტანილი ამბავი ქასთინგიდან, ვინაიდან უმეტეს შემთხვევაში ხომ ნიჭიერებაზე მაღლა დღეს სხეულის ფორმები დგას! თუმცა რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება და არც ტელე-იმედს მხოლოდ, ნიჭიერებითაც არიან ტელევიზიაში არაერთნი!"image

1
1456
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1456
  
2016, 12 აპრილი, 14:13
ეს ყველგან ასეა და რაღა შალვასი გიკვირთ? :)
0 1 1