x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 მილიონერი, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს!

წარმოგიდგენიათ 30 მილიარდის დაკარგვა? წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც ერთ დროს უმდიდრესად ითვლებოდნენ ახლა კი "ღარიბულად" ცხოვრობენ. სტატიაში წარმოგიდგენთ 10 მილიონერს, რომლებმაც ყველაფერი მოულოდნელად დაკარგეს. გამოკვლევა და სპეციალური ვიდეორგოლი მოამზადა youtube-ის ერთ-ერთ
ყველაზე პოპულარულ არხმა - Alltime10s.




1. მაიკ ტაისონი - 20 წლის განმავლობაში მოკრივე მაიკ ტაისონმა 400 მილიონამდე დოლარი მოაგროვა, მაგრამ მან უაზროდ დაიწყო ფულის ფლანგვა და 2003 წელს თავი ბანკროტად გამოაცხადა.


image




2. ალ გოლდსტინი - 60-იანი წლების წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც დაარსა პორნოგრაფიული ჟურნალი - SCREW. გოლდსტინის ბიზნესი შესანიშნავად მიმდინარეობდა, მან რამოდენიმე წელში ნახევარ მილიარდიან შემოსავალს მიაღწია, თუმცა კონკურენციას ვერ გაუძლო და 2003 წელს საბოლოოდ დაიხურა.
ამ წუთისთვის ცნობილი, ყოფილი მილიონერი ალ გოლდსტინი, უსახლაკაროთა თავშესაფარში ცხოვრობს.




image




3. ბიორგოვურ გუომუნდსონი - ისლანდიური ბანკის Landsbanki-ს მმართველი იყო და 2008 წელს ისლანდიაში ის მდიდარ ადამიანთა შორის მეორე ადგილზე იდგა (ქონება 1 მილიარდი დოლარი). მაგრამ იმავე წლის დეკემბერში საბაზრო კრახმა ისლანდიური ბანკის სისტემის დაშლა გამოიწვია და Forbes-მა მისი ქონება 0 დოლარად შეაფასა.


image




4. მარიონ ჯონსი - ატლეტი, რომელმაც 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადაზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. მედლებთან ერთად მან მილიონები გამოიმუშავა, თუმცა ამაოდ... 2007 წელს მან აღიარა, დოპინგის გამოყენება, რომელიც შეიცავდა სტეროიდულ პრეპარატებს. სასამართლომ ჯონსს მედლები წაართვა და სპორტულ ასპარეზობებიდან შორს დააყენა. დღესდღეობით მარიონ ჯონსი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.



image




5. მაიკლ კაროლი - 19 წლის ასაკში ინგლისელმა მაიკლ კაროლმა ლატარეაში 13 მილიონი დოლარი მოიგო, მაგრამ იმის მაგივრად, რომ ჭკვიანურად დაებანდებინა, ფული წვეულებებში, ნარკოტიკებში და პროსტიტუტებში დახარჯა. მოგებიდან 4 წლის შემდეგ, მას კაპიკი აღარ გააჩნდა.


image




6. შონ კვინი - 1973 წელს შონ კვინმა QUINN ჯგუფი დაარსა, რომელიც პატარა ოჯახური ბიზნესიდან მწარმოებელ იმპერიად გადაიქცა. 2008 წლისთვის შონ კვინი ირლადიის ყველაზე მდიდარ მამაკაცად სახელდებოდა, მისი ბიუჯეტი 6 მილიარდ დოლარს შეადგენდა. შონმა გადაწყვიტა ფული ირლანდიის ყველაზე წარმატებულ ბანკში დაებანდა, მაგრამ 2008 წელს ფინანსური კრიზისის დროს ბანკმა დიდი კრიზისი განიცადა, აქედან გამომდინარე შონ კვინიც გაკოტრდა.




image




7. ჯონი უნაიტესი - ჯონი უნაიტესი 70-იან წლებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კვარტერბექი იყო. მან თავისი ქონება, რესტორნებში და უძრავ ქონებებში ჩადო და ასევე მილიონობით დოლარი აიღო ვალად. სამწუხაროდ, ყველა ბიზნესმა, სადაც მან ფული ჩადო, წაგება განიცადა და 1991 წელს სპორტსმენმა თავი ბანკროტად გამოაცხადა.


image




8. ჯორდან ბელფორტი - ბირჟის მაკლერმა ჯორდან ბელფორტმა 1989 წელს კომპანია Stratton Oakmont დააარსა. ბელფორტის წარმატება მალევე თვალისმომჭრელი გახდა. 25 წლის ასაკში, მის ანგარიშზე უკვე 85 მილიონი დოლარი ირიცხებოდა, მაგრამ მის სიმდიდრეს ბოლო კანონმა მოუღო. უკანანო ბიზნესისთვი ჯორდან ბელფორტი პოლიციამ დააკავა და მას მთელი ქონება ჩამოართვა.


image




9. ალენ სტანფორდი - 2008 წელს ალენ სტანფორდი ამერიკაში ყველაზე მდიდარ ადამიანად დაასახელეს, რომლის ქონება 2, 2 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მოგვიანებით პოლიციისთვის ცნობილი გახდა რომ მისი კომპანია მაქინაციებს სჩადიოდა. სტანფორდმა მთელი თავისი ქონება დაკარგა და ამჟამად 110 წელი აქვს ციხეში მისჯილი.


image





10.აიკი ბატისტა - ბატისტაზე ვერ ვიტყვით, რომ სტატიის სათაურს ბოლომდე ამართლებს. ჩამოთვლილთაგან ყველაზე იღბილიანი ეს უკანასკნელი ითვლება. 1980 წელს აიკი ბატისტამ ნავთობის და გაზის მოპოვებით იმპერია ააშენა. 2012 წელს კი ის მსოფლიოში სიმდიდრით მეშვიდე ადამიანად დაასახელეს და მისი ქონება 30 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გარკვეული დროის შემდეგ ნავთობის მოპოვება შესამჩნევად შემცირდა, რასაც ბატისტას ზარალში "გადავარდნა" მოჰყვა, ბატისტას ბიუჯეტი 200 მილიონი დოლარით შემცირდა.




image














Alltime10s -ის მიერ დამზადებული ექსკლუზივი ვიდეო:






მადლობა ყურადღებისთვის!





















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


3
2626
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2626
  
2016, 18 ივნისი, 13:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Qutaiseli bichi-ის კომენტარზე
2016, 15 ივნისი, 16:51
სამუდამო ჰო არ მიუსჯიათ რაც მთავარია
2016, 5 ივნისი, 12:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3