x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138430
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ის 8 თვის მანძილზე დღეში მხოლოდ 3 ვაშლს ჭამდა და ნახეთ რა დაემართა
წარმოშობით ფრანგი, 18 წლის ვინმე Victoire d'Auxerre დედასთან ერთად "შოფინგის" დროს შემთხვევით შეხვდა ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში პრესტიჟული სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელს და ეგონა, რომ იღბლიანი ბილეთი ერგო. მისი სილამაზით მოხიბლულმა მამაკაცმა შესთავაზა მისულიყო მათ ოფისში და ძალები მოესინჯა სამოდელო კარიერაში. გახარებული ვიქტორია მაშინვე დათანხმდა და ვერც წარმოიდგენდა, რომ ნამდვილი კოშმარი მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ დაიწყებოდა.


image


საკუთარი თავი სრულად (მსუქნად) არასოდეს მიაჩნდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს მაღალ მოდას მართავენ ანორექსიები და ის მათ სტანდარტებს არ შეეფერებოდა. "მოკლედ და კონკრეტულად მითხრეს, რომ დიდი ჩვენება სექტემბერში უნდა გამართულიყო და მანამდე უნდა მომეხერხებინა 32-34 ზომა ტანსაცმელში ჩატევა, თუ არა და გამომაგდებდნენ"- იხსენებს ვიქტორია.


image



შოუს დაწყებამდე მხოლოდ ორი თვე იყო დარჩენილი, დასაკლები კი ათი კილოგრამი, ამიტომ დაიწყო დიეტის დაცვა, რომლის შემადგენლობაში დღეში მხოლოდ 3 ვაშლი და მინერალი შედიოდა და მხოლოდ კვირაში ერთხელ აძლევდა თავს უფლებას ეჭამა ერთი ნაჭერი მოხარშული ქათმის ხორცი ან თევზი. დანიშნულების დრომდე კი ეფექტმაც არ დააყოვნა, ვიქტორია იყო 178 სმ სიმაღლის და იწონიდა მხოლოდ 47 კგ-ს. კარიერაც წარმოუდგენელად აეწყო- მიიღო მონწილეობა პარიზის, მილანისა და ნიუ იორკის ჩვენებებში; ხელი მოაწერა ტანსაცმელების ცნობილ მწარმოებლებთან კონტრაქტს და შევიდა საუკეთესო მოდელების ოცეულში- ქალი ამაზე მეტს რას ინატრებდა.


ყველა სიკეთესთან ერთად მხოლოდ 8 თვის შემდეგ გახდა ცხადი, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. "ვგრძნობდი თითქოს ეს-ესაა გული უნდა გამჩერებოდა, თმის ცვენა დამეწყო, თითქმის შემიწყდა მენსტრუალური ციკლი და ყოველ ჩვენებას გულის წასვლით ვასრულებდი- ეს ანორექსია იყო. ადამიანები მოდელებს ძირითადად პრიალა ჟურნალებიდან ხედავენ, სადაც ყველა მათი ნაკლი დაფარულია ფოტოშოპის წყალობით, სინამდვილეში კი სულაც არ გვაქვს ასეთი მკერდი და თეძო"- ამბობს ვიქტორია.


imageimageimage


სწორედ ამის გამო ვიქტორიამ მიატოვა კარიერა მიხვდა რა, რომ ის მის სიცოცხლეს შეიწირავდა და ცოტახნის წინ წიგნიც გამოსცა სახელწოდებით "ყოველთვის არასაკმარისად გამხდარი ხარ-მოდელის დღიური". წიგნში აღწერილია ცხოვრება პოდიუმზე და მისთვის გაღებული თითოეული მსხვერპლის შესახებ.


"Karl Lagerfeld-ი ამბობს, რომ კოკო შანელის კაბები არაა განკუთვნილი მკერდიანი ქალბატონებისთვის, წესით კი ქალებს ბუნებისგან ერგოთ მკერდი, ამიტომ კარგი იქნება თუ დიზაინერები შეკერავენ ყველასათვის შესაფერის სამოსს. თუ თქვენ კარიერის გამო გთხოვენ მკაცრი დიეტის დაცვას, მიატოვეთ სამსახური, რადგან იქ გამომუშავებული ფული თქვენს ჯანმრთელობას ვეღარ აღადგენს"- განმარტავს ვიქტორია.


მისი წყალობით კი საფრანგეთის მთავრობამ გამოსცა კანონი, რომელიც კრძალავს ზედმეტი კილოგრამების დასაკარგად დანიშნულ მკაცრ დიეტებს.



ვიქტორია კარიერამდე:


imageimageimage

3
7185
21-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
7185
  
2016, 3 აპრილი, 23:33
მოე....ა პატრონი?
2016, 22 მარტი, 20:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 21 მარტი, 9:48
ანორექსია
0 1 3