ფოტოგრაფია 15 სულისშემძვრელი ფოტოსურათი, რომელთა უკან სასტიკი ისტორიული სინამდვილე დგას 2016, 19 მარტი, 23:28 ეს ფოტოსურათები ჩვენი ისტორიის ყველაზე რთულ მომენტებშია გადაღებული. ისინი გვიამბობენ საშინელებაზე, რომლის ნახვა და მოსმენა ცრემლებისა და გულისტკივილის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ მათი ნახვაც აუცილებელია, რათა მომავალში არასოდეს განმეორდეს ასეთი ტრაგედიები ჩვენს მშობლიურ დედამიწაზე, რათა ვისწავლოთ სიკეთისა და ბოროტების გარჩევა.
1. ეს ფოტო ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, თუ რაა აღბეჭდილი მასზე ვიეტნამელი ბუდისტი ბერი თავს იწვავს პროტესტის ნიშნად ვიეტნამის ხელისუფლების მიერ ბუდისტების დისკრიმინაციის წინააღმდეგ. 2. ჰიტლერელების მიერ მოკლული პოლონელი ჯარისკაცის დედა იძულებულია სამხედრო მისალმება გააკეთოს ნაცისტების მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე ყველა ადამიანი ვალდებული იყო მხედრულად მისალმებოდა ჰიტლერს, თუმცა უმეტესი მათგანი ამას სიამოვნებით როდი აკეთებდა. 3. ეს პატარა გოგონა მშობლებს მოწყვიტეს, თუმცა ეს მისი გადარჩენის ერთადერთი გზა იყო 1938 წლიდან დიდმა ბრიტანეთმა თავის ტერიტორიაზე გერმანელებისაგან დევნილი ათასობით ებრაელი ბავშვი შეიფარა, ოპერაციას სახელად "კინდერტრანსპორტი'' ეწოდებოდა. 4. ეს ფოტოსურათი ნათლად გვიჩვენებს, რა რთული იყო სამუშაოს პოვნა დიდი დეპრესიის პერიოდში ყველაზე კვალიფიცირებული და გამოცდილი სპეციალისტებიც კი ძალიან ძნელად პოულობდნენ ამ წლებში სამუშაოს. 5. ჰიტლერმაც კი ვერ მოახერხა მთლიანად ამოეგლიჯა ადამიანურობა გერმანელი ჯარისკაცების გულიდან ფოტოზე აღბეჭდილია, თუ როგორ უყოფს პურს გერმანელი ჯარისკაცი დამშეულ რუს ბავშვს. 6. ეს ფოტოსურათი არის ისტორიული დოკუმენტი იმისა, თუ როგორ დაბომბეს იაპონელებმა შანხაი 1937 წელს პატარა ჩინელი ბიჭუნა სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მთელი მისი ოჯახი დაბომბვას შეეწირა. 7. მთა, რომელიც მთლიანად შედგება ამერიკული ბიზონების თავის ქალებისაგან ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ დაუნდობელმა და უანგარიშო ნადირობამ ამერიკული ბიზონები გადაშენების პირას მიიყვანა. აი, შედეგი ადამიანების უსულგულო ქცევისა. 8. ეს ფოტო გვიხატავს ვიეტნამის სამოქალაქო ომის მთელ საშინელებას, თუმცა ბევრმა არ იცის, რაა მასზე აღბეჭდილი ფოტოზე ასახულია, თუ როგორ სჯის სიკვდილით გენერალი ვიეტკონგოელს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავდა... დიახ, ეს ფოტო ამ გენერალს თან სდევდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. 9. ეს დოროტი ქაუნტსია, პირველი შავკანიანი სტუდენტი გოგონა სურათზე ნათლად ჩანს, თუ როგორ დასცინის და აბუჩად იგდებს მას ბრბო. ისინი შავკანიან გოგონას ნაგავს და სიბინძურეს ესროდნენ სკოლისაკენ მიმავალ გზაზე. 10. გერმანელ სამხედრო ტყვეებს იძულებით აყურებინებენ ვიდეოს საკონცენტრაციო ბანაკებში მომხდარ საშინელებებზე ფოტოზე ნათლად ჩანს, რომ ბევრი მათგანი შეძრწუნებულია ნანახით, მაგრამ რთულია იმის თქმა, თუ რას ფიქრობენ დანარჩენები. 11. სახლში დაბრუნებულმა გერმანელმა ჯარისკაცმა შეიტყო, რომ მის ოჯახის არცერთი წევრი ცოცხალი არაა და სახლიც დამწვარია ომი სასტიკი წესებით იმართება და ხშირად აგრესორს უკან უბრუნდება მის მიერ ჩადენილი ბოროტება. 12. "სევდიანი ჯამბაზი" ემეტ კელი ცდილობს ჰარდფორდის ცირკის შენობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას ხანძრის შედეგად 167 ადამიანი დაიღუპა, მათი უმეტესი ნაწილი მცირეწლოვანი ბავშვები იყვნენ. 13. ეს ფოტო გადაღებულია ნაგასაკიში ატომური ბომბის აფეთქებიდან ზუსტად ორი წამის შემდეგ ხიროსიმაში სამი დღის წინ ჩამოაგდო ამერიკამ ატომური ბომბი, თუმცა ნაგასაკის მცხოვრებლებს აზრადაც არ მოსდიოდათ, რომ მათაც ეს მწარე ხვედრი ელოდათ. 14. გასული საუკუნის 60-იან წლებამდე ავსტრალიელ აბორიგენებს ადამიანებად არ თვლიდნენ... და მათ ისე ექცეოდნენ, როგორც ცხოველებს. 15. ანტარქტიდის სამეცნიერი ექსპედიციის დროს რუს ქირურგ ლეონიდ როგოზინს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა აპენდიციტზე ის ერთადერთი ექიმი იყო ექსპედიციის წევრებს შორის, ამიტომ იძულებული გახდა საკუთარი თავისთვის თვითონ გაეკეთებინა ოპერაცია. როგოზინის და კიდევ რამოდენიმე ექიმის მიერ საკუთარ თავზე ჩატარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციაას შესაძლებელია გაეცნოთ სტატიაში: http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/70810/126/ 952 8-ს მოსწონს |
ახლახან წავაწყდი ფილმს აბორიგენებზე გალია ბოცვრებისთვის ჯერ არ მინახავს მაგრამ ზუსტად ამ თემაზეა როგორ ართმევენ დედებს შვილებს :(