ნებისმიერი მანქანა ოფროუდის დაწყებამდე სათანადოდ თუ არ მომზადდა, შედეგი ასეთი იქნება
2016, 18 მარტი, 15:28
ოფროუდი სპორტის საკმაოდ ცნობილი და საინტერესო სახეობაა, სადაც მძღოლები ადრენალინის ჭარბი გამოყოფით მიღებულ სიამოვნებას იღებენ. ამასთან ერთად ოფროუდი კარგი გამოცდაა მძღოლისა და მანქანისათვის. ოფროუდში მონაწილეობა ნებადართულია ნებისმიერი კლასის მაღალი გამავლობის მანქანისათვის, რომელმაც უნდა გაიაროს შემდეგი მომზადება: მანქანის სავალი ნაწილი უნდა იყოს სრულად გამართული, მანქანის სტაბილურობისათვის აუცილებელია მანქანას დაუყენდეს ორმაგი ამორტიხატორები. საბურავები აუცილებლად უნდა იყოს დაკბილული. მანქანის ძარაში დამატებით უნდა ჩამონტაჟდეს სპეციალური სამაგრები ძარის სიმყარისათვის. მანქანის გადაბრუნების შემთხვევაში საყრდენებმა უნდა უზრუნველჰყოს ეკიპაჟის უსაფრთხოება. დამატებითი უსაფრთხოებისათვის ასევე აუცილებელია მძღოლის და მისი დამხმარის სავარძლებზე დამონტაჟდეს 2 ან 3 წერტილიანი უსაფრთხოების ქამრები. წინააღმდეგ შემთხვევაში მანქანას და მით უფრო მანქანის ეკიპაჟს ემუქრება საფრთხე. თუნდაც მაღალი კლასის მაღალი გამავლობის მანქანას ზემოთ ჩამოთვლილი აუცილებლად საჭირო მომზადების გარეშე არ შეუძლია ეკიპაჟის უსაფრთხოება და მანქანის საიმედოობა. აგერ ფაქტიც...