ფეხბურთი ბარსელონა VS არსენალი 2016, 16 მარტი, 22:47 ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური სტადიის საპასუხო მატჩს ლონდონის არსენალი კატალონიის დედაქალაქში, ბარსელონას წინააღმდეგ ითამაშებს. არსენ ვენგერის გუნდს ლონდონში ორბურთიანი სხვაობით წაგების შემდეგ ურთულესი ამოცანა აქვს შესასრულებელი. იმიხ მიუხედავად, რომ დისკვალიფიკაციის გამო არსენალის არცერთი ფეხბურთელი არ გამოტოვებს დღევანდელ მატჩს, ინგლისელების დანაკლისი გაცილებით დიდია. არსენ ვენგერის განკარგულებაში ნამდვილად ვერ იქნებიან აარონ რემსი, პეტრ ჩეხი, სანტი კასორლა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ტომაშ როსიცკი და ჯეკ უილშერი. ლორან კოშელნიმ გუშინ გუნდთან ერთად ივარჯიშა და არსებობს შანსი, რომ ფრანგი მცველი დღეს მინდორზე ვიხილოთ. 17 1-ს მოსწონს
|