x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები ქალის მკერდის შესახებ

მას შეუძლია მილიონობით ადამიანის ყურადღება მიიქციოს, პატრონზე უფრო სწრაფად მოხიბლოს და დაიმონოს მამაკაცი... ეს ყველაფერი ქალის მკერდზეა! მის შესახებ კიდევ ბევრი საინტერესო ინფორმაცია არსებობს, რომელიც შეიძლება არ იცოდეთ და ამიტომ, ამ სტატიაში მოგითხრობთ.

image

image

imageმკერდი ჰიპნოზურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე. სწორედ ამიტომ გახდა ის მთავარი კომერციული ფეტიში. მისი საშუალებით შეიძლება გაიყიდოს ყველაფერი – დაწყებული თეთრეულიდან და ისეთი უხეში ნივთით დამთავრებული, როგორიც ჩაქუჩი არის.

imageმკერდის დაუძლეველი ძალა მთელი წლის მანძილზე მოქმედებს, მაგრამ მის ზეგავლენას, ძლიერი სქესის წარმომადგენლები, ყველაზე მეტად, ზაფხულში გრძნობენ.

imageმარტოხელა ქალები უფრო ხშირად გამოთქვამენ მკერდის გადიდების სურვილს, ვიდრე ისინი, ვისაც მუდმივი ურთიერთობა აქვთ მამაკაცებთან.

image

სუსტი სქესის წარმომადგენლების:

24% თვლის, რომ მეტისმეტად პატარა მკერდი აქვს;

16% მზად არის მკერდი გაიდიდოს, ქირურგიული ჩარევის გზით;

20% ფიქრობს, რომ მეტისმეტად დიდი მკერდი აქვს და დაპატარავების სურვილს გამოთქვამს;
12% არ მოსწონს საკუთარი მკერდის ფორმა;
44% კმაყოფილია მკერდის ფორმით და ზომით;

image

მიოსოტის კლარიბელი, დომინიკელთა რესპუბლიკიდან, ოფიციალურად ითვლება ყველაზე დიდი (ბუნებრივი) მკერდის მფლობელად მსოფლიოში. მისი თითოეული მკერდი 18 კგ-ს იწონის.

image

image

image

უკანასკნელი 50 წლის მანძილზე, ევროპეიდული რასის, საშუალო სტატისტიკური ქალის მკერდი, 3 ზომით გაიზარდა.

image

ამერიკაში, როჩესტერის კლინიკის ქირურგები, ყოველწლიურად, მკერდის შემცირების 600 ოპერაციას ატარებენ. პაციენტების 97% თვლის, რომ დიდი მკერდი, უარყოფითად მოქმედებს მათ ჯანმრთელობაზე. 78% ზურგი აზუხებს, 79% სირბილი არ შეუძლია, ხოლო 77% არ შეუძლია სპორტით დაკავება.

image

მამაკაცების 20%, ქალთან პირველი შეხვედრის დროს, ყურადღებას აქცევს მის სახეს, ხოლო 47% მკერდს უყურებს.

image

ქალების უმრავლესობას, სხვადასხვა ზომის მკერდი აქვს. როგორც წესი, მარცხენა უფრო დიდია.

imageქალმა მკერდის ზომის გენი, შეიძლება მიიღოს, როგორც დედისგან, ისე მამისგან და ამიტომ, მისი მკერდის ზომა, შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც დედას ან დას აქვს.

imageადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია Topfree Equal Rights Association იბრძვის ამერიკასა და კანადაში მოქმედი იმ კანონების შეცვლისთვის, რომლის თანახმად, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში, მამაკაცის გამოჩენა შიშველი მკერდით დასაშვებია, ხოლო ქალს ანალოგიური უფლება არა აქვს.

image

image

image

იაპონიაში, საუკუნეების მანძილზე, მკერდის უქონლობა ქალურობის და სილამაზის სიმბოლოდ ითვლებოდა. იმისთვის, რომ მკერდის ფორმები დაემალათ, იაპონელი ქალები, მჭიდროდ იკრავდნენ მკერდს, სქელი ქსოვილებით.

დღეს, იაპონიაში – ბუზჰალტერების გაყიდვების “ჩემპიონი", ნული ზომის არის.

imageარაბეთის ემირატებში მოქმედი კანონის მიხედვით, ქალს, რომელიც პლიაჟზე ტოპის გარეშე გამოჩნდება, 6 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

image

შიშველი მკერდი აფრიკელი ქალებისთვის პროტესტის ფორმა არის. ასეთი გზით, ისინი ყურადღების მიქცევას ცდილობენ, გამოდიან რა ლოზუნგით: «მოგვისმინეთ, ჩვენ თქვენი დედები ვართ!».


image

ოკლენდში (ახალი ზელანდია) 3 000-მდე მაყურებელი ადევნებდა თვალს, უკვე ტრადიციულად ქცეულ, ეროტიკულ-მექანიზირებულ მსვლელობას Boobs on Bikes-ს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სტრიპტიზის მოცეკვავეები და უფროსების გართობის სხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები.

მსვლელობის ორგანიზატორები დღემდე იბრძვიან ამ მსვლელობის დაკანონებისთვის და ამტკიცებენ, რომ წელს ზევით შიშველი ქალბატონების გამოჩენა, შეურაწყოფას არ აყენებს დამსწრე საზოგადოებას.

imageimageimageბრაზილია მსოფლიო ლიდერია დედის რძის ბანკების რაოდენობის მიხედვით. ამ ქვეყანაში 192 ასეთი საცავია, რომელშიც დედები, რომლებსაც ჭარბი რაოდენობით აქვთ რძე, აბარებენ, ხოლო ის დედები, ვისაც არ შეუძლია ახალშობილის გამოკვება, საკუთარი რძით, დახმარებისთვის ასეთ ბანკს მიმართავენ.

image

წონაში მატების შემთხვევაში, ყოველ კილოგრამზე, მკერდის წონა 20 გრამით იზრდება.

imageქალი შიშველი მკერდით, უფრო მეტ ყურადღებას იქცევს, ვიდრე მთლიანად შიშველი.

image

ხელოვნური მკერდი, XIX საუკუნის შუა წლებში, საფრანგეთში მოიგონეს. ქალებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებდათ მკერდის ზომები, ჭრილს უკეთებდნენ მკერდზე და ცხოველის ცხიმს, ცვილს ან პარაფინს უნერგავდნენ. ამის გამო, ეს ლამაზმანები, ხშირად პერეტონიტით იღუპებოდნენ.

image

image

image

ამერიკულმა კომპანია Dow Corning-მა, რომელიც სილიკონის ინპლანტანტებს აწარმოებდა, გასული საუკუნის 90-იანი წლებში, მის პროდუქციით დაზარალებულებს, 4 მლნ. დოლარი გადაუხადა, კომპენსაციის სახით. ამ თანხის გადახდა კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ კომპანია უხარისხო სილიკონების წარმოებაში დაადანაშაულეს, რომელიც სიმსივნეს და სხვა დაავადებებს იწვევდა. საჩივრების რიცხვმა თითქმის 200 000-ს მიაღწია და 1995 წლის მაისში, კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა.

image

კალიფორნიის ონკოლოგიური ცენტრის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ფიტოექსტროგენი, რომელსაც მცენარეები შეიცავს, იწვევს მკერდის ქსოვილის აქტიურ ზრდას. ბუნებრივი სახით, ამ ნივთიერებას შეიცავს სელის თესლი, ოსპი, გაღივებული ხორბალი, ლობიო, სვია, სოიო. გარკვეული რაოდენით ფიტოექსტრაგონს ყავა და ფორთოხლის წვენიც შეიცავს. ეს ნივთიერება კაფსულების სახითაც იყიდება, მაგრამ წამლის მიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეიძლება, რომ ის მკერდის სიმსივნის მიზეზი არ გახდეს.

image2003 წელს, ამერიკელმა სოციოლოგებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დიდი მკერდი აქვს ქალს, მით უფრო დაბალია მისი IQ. დიდმკერდიანი ქალბატონები, ინტელექტის დონით, 10 პუნქტით ჩამორჩებიან პატარამკერდიან ქალებს.

imageქალის მკერდი საერთოდ არ შეიცავს კუნთოვან ქსოვილს.

imageბოკალები შამპანიურისთვის, XVIII საუკუნეში გაჩნდა საფრანგეთში, ლუდოვიკ XV მმართველობის დროს და ის ზუსტად იმეორებდა, მეფის ფავორიტის, მარკიზა დე პამპადურის მკერდის ფორმას.

imageროგორც კომპანია Adidas-ის სპეციალისტები ამტკიცებენ, ქალის მკერდზე დატვირთვის მიხედვით, სპორტის სახეობების დაყოფა, სამ კატეგორიად არის შესაძლებელი: ნაკლები, საშუალო და დიდი დატვირთვის. ამ უკანასკნელს განეკუთვნება სირბილი, ჩოგბურთი, გუნდური თამაშები, საცხენოსნო სპორტი, აერობიკა. ჩამოთვლილი სპორტის სახეობებით დაკავების შემთხვევაში, გოგონას (ქალს) სპეციალური თეთრეული უნდა ეცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკერდის ინტენსიური მოძრაობა, ტკივილს გამოიწვევს და დროთა განმავლობაში, მკერდის ფორმას გააფუჭებს (მკერდი ჩამოკიდებული ხდება). თუ გოგონა კულტურიზმით (ინგლ. Bodybuilding) დაკავდება, მან შეიძლება მკერდი საერთოდ დაკარგოს: სპორტის ამ სახეობაში, ცხიმის უჯრედები, რომლისგანაც მკერდი შედგება, ძალიან სწრაფად იწვება.

imageპალერმოს უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის მეცნიერებმა გამოიყვანეს იდეალური მკერდის ფორმულა. მათი აზრის თანახმად, საჭიროა abc სამკუთხედის აგება, რომლის ფუძე ac მკერდის დვრილებს შორის უნდა იყოს მოთავსებული, ხოლო b წერტილი — ლავიწებს შორის ჩაღრმავებაში. მკერდი თუ იდეალურია, პარამეტრის მნიშვნელობა 0, 4-დან 0, 6-მდე ფარგლებში უნდაი იყოს. მისი გამოთვლა კი, შემდეგნაირად ხდება: ac უნდა გაიყოს 2-ზე და მიღებული შედეგი, გაიყოს ab გვერდის სიგრძეზე. თუ პარამეტრის მნიშვნელობა 0, 4-ზე ნაკლებია, მკერდი ჩამოკიდებულია, თუ 0, 6-ზე მეტი – მეტისმეტად მაღალია.

image

image

2
2729
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2729
  
2019, 14 დეკემბერი, 0:14
რაო მკერდის დაპატარავების ოპერაციაო??????? რას ამბობ მაგათი დაპატარავება როგორ შეიძლება?????
2016, 17 მარტი, 15:13
კაი დიდი მკერდი
0 1 2