x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
სტალინი არ მომკვდარა კუნცევოს აგარაკზე,არამედ მოკლეს კრემლში?

image1953 წლის 5 მარტს კუნცევოს აგარაკზე გარდაიცვალა იოსებ სტალინი, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად ასე ითვლება....


სიკვდილის ახალი ვერსია

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 1963 წლის 19 ივლისს სსრკ ცკ პირველმა მდივანმა ნიკიტა ხრუშჩოვმა მოსკოვში მოაწყო უნგრეთის პარტიული-სამთავრობო დელეგაციის საპატივცემლოდ დიდი მიღება, რა თქმა უნდა გაიშალა ძვირფასი სუფრა და ხრუშჩოვმა სტუმრებს შესთავაზა "კარგად დაელიათ, ეჭამათ და მოელხინათ."

მოკლედ ნიკიტა უფრო ბევრს სვამდა, ვიდრე ჭამდა და კარგადაც შებუჟბუჟდა, როდესაც პიროვნების კულტზე ჩამოვარდა საუბარი, ნიკიტამ 10 წუთი იბლუყუნა, როგორც ამბობენ მთვრალი კაცი რასაც ფიქრობს იმას ამბობსო:

"ზოგიერთი ჭკუათმყოფელი ამხანაგი ფიქრობს, რომ მიმართავს საბჭოთა ხალხს, პარტიას და იტყვიან, რომ XX ყრილობის გადაწყვეტილება სტალინზე არასწორი იყო, რომ პიროვნების კულტის განკიცხვა ეს არასწორია, პარტია დაშლის ცენტრალურ კომიტეტს და როგორც იტყვიან მაშინვე გაიმარჯვებს სიმართლე.....

ამხანაგებო, მე მომდის წერილები, მუშებისგან, გლეხებისგან და ინტელიგენციისგან:"კარგია, დღეს უფრო კარგია ვიდრე უწინ...ამბობენ თუნდაც 10 წლის წინ რომ მოკვდარიყო სტალინი უფრო უკეთესი იქნებოდა..ეს სწორი აზროვნებაა, ეს სახალხო აზრია და სწორედაც ფიქრობენ.."

მეორე დღეს ყველა ცენტრალურმა გაზეთმა გამოაქვეყნა ხრუშჩოვის წარმოთქმული სიტყვა...თუმცა სიტყვები, რომ "10 წლის წინ რომ მომკვდარიყო სტალინი" ამოღებული იყო...ხრუშჩოვის სიტყვები შემდეგნაირად იყო გადაკეთებული:"საბჭოთა ხალხი ახლა უწინდელზე უკეთესად ცხოვრობს, თუნდაც 10 წლის წინ სტალინი რომ გადამდგარიყო ხელმძღვანელი პოსტიდან, ჩვენ გვექნებოდა მუშაობის ადრე დაწყების საშუალება, როგორსაც ახლა ჩვენი პარტია ეწევა და ალბათ საბჭოთა ხალხი უფრო უკეთესად იცხოვრებდა."

image

ჩვენ კი დავუბრუნდეთ ხრუშჩოვს....ნიკიტა კი ამასობაში ნელ-ნელა აზარტში შევიდა:"სტალინი ესროდა თავისიანებს... და მოულოდნელად თქვა(ყურადღება!): ამიტომაც ჩვენ იგი.....ესაა თვითნებობა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება.. და ჩვენ ვგმობთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვგმობთ...ერთ შავ კაცს ვერავინ გაათეთრებს.."

მ დროს ნიკიტამ უცებ დაიყვირა:"კაცობრიობის ისტორიაში ბევრი სასტიკი ტირანი იყო, მაგრამ ყველა ისინი იღუპებოდნენ-აქ ხრუშჩოვმა შეისვენა- ისევ იმ ნაჯახით, რომლითაც ისინი ძალაუფლებას ინარჩუნებდნენ."

image

დარბაზი გაშრა და გაისუსა, შემდეგ კი აფეთქდა, ყურებმა მოისმინა ის, რასაც ასე საგულდაგულოდ მალავდნენ უცხოელებისგან.

რას ნიშნავდა ეს სიტყვები? შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს იყო ხატოვანი გამოთქმა ბიბლიური თემიდან:"ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება."

თუმცა სავარაუდოდ სტალინი კი არ მოწამლეს, არამედ ფიზიკური ძალით მოიშორეს.ამ იდეის აძლიერებს საკმაოდ საეჭვო შეუსაბამო ოფიციალური განცხადებაც, სტალინის ავადმყოფობა კრემლში და ხოლო სიკვდილი აგარაკზე..

აქედან გამომდინარე ისმის კითხვა:სტალინი შესაძლოა კრემლში მოკლეს, ხოლო აგარაკზე ორგანიზება გაუკეთეს მოწამლული ორეულის 5 დღიან მკურნალობას, ეს დრო საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხელისუფლება გადაენაწილებინათ....ორეულის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ როგორც კი ხელისუფლება ხრუშჩოვზე, ბერიაზე და მალენკოვზე გადავიდა, ისინი მყისვე გაემართნენ სტალინის აგარაკზე და მათ თვალწინ მედდა მოისეევამ სასიკვდილო ინექცია გაუკეთა სტალინს(ორეულს?).

სტალინის მოშორების ფაქტზე ისიც მეტყველებს, რომ არსებობს რაღაც მცირე საგამომძიებლო მასალები ბერიაზე, ლავრენტი ბერია აშანტაჟებდა ხრუშჩოვს სტალინის მკვლელობაში მონაწილეობის გამო.რის წყალობითაც მესამე კაცი გახდა ქვეყანაში, თუმცა ხრუშჩოვმა არა მარტო ის მოახერხა, რომ სწრაფად გაუსწორდა ბერიას, არამედ ყველა მისი დოკუმენტი და ჩვენებები გაანადგურა.

2
2605
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2605
  
2016, 5 მარტი, 16:31
ვიცი ეგ ისტორიაც
2016, 5 მარტი, 11:57
ასეა ტირანები თავისი სიკვდილით არ კვდებიან, არც ბერია გაუყვანიათ სასამართლოზე დაკავების მცდელობისას დაიღუპა (ბერიას შვილი ასე ამბობდა).
სტალინს უერთგულესი კაცი კრემლის და სტალინის დაცვის უფროსი გენერალი ვლასიკი ჩამოაშორეს და მერე შეძლეს სტალინის სავარაუდო მკვლელობა.
აი რას წერდა ვლასიკის ქალიშვილი:
" Он [Н. С. Власик] просто мешал Берии добраться до Сталина, потому что отец бы не дал ему умереть. Он не стал бы ждать сутки за дверями, как те охранники 1 марта 1953 года, когда Сталин «проснётся» …
Дочь Н. С. Власика Надежда Власик в газете «Московский комсомолец» от 07.05.2003 года."
0 1 2