x
image
Lerato
ეს 10 წუთიანი ვარჯიში სპორტულ დარბაზში გატარებული 1 საათის ტოლფასია

image

სხეულის კუნთების გასამკვრივებლად სულ არ არის აუცილებელი სპორტულ დარბაზში საათობით დაიქანცოთ სხვადასხვა სახის რთულ ტრენაჟორებზე ვარჯიშით.



საკმარისია მხოლოდ ყოველ დღე თითო წუთი გააკეთოთ ეს 10 ვარჯიში, ერთი თვის შემდეგ საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ. შაბათ-კვირას შეგიძლიათ შეისვენოთ კიდევაც. ვარჯიშების ეს კომპლექსი არ საჭიროებს დიდ სივრცეს. საკმარისია მხოლოდ 1 х 1 კვ. მ.


1. ირბინეთ ადგილზე ერთი წუთის მანძილზე, რაც შეიძლება მაღლა ასწიეთ მუხლები

image

2. ხელის გულებით დაეყრდენით იატაკს (ხელები არ უნდა გიცურავდეთ) და იხტუნეთ ფეხები ხან გასწიეთ, ხან შეატყუპეთ, ზუსტად ერთი წუთის მანძილზე


image

3. გახსოვთ როგორ ხტუნავს ბაყაყი? გაიხსენეთ? იხტუნეთ ასე ერთი წუთის მანძილზე

image

4. ერთი ნაბიჯი წინ. ნახტომი რაც შეიძლება მაღლა. ფეხები შეანაცვლეთ

image

5. იხტუნეთ ასე ენერგიულად სულ ცოტა ერთი წუთის მანძილზე

image

6. იხტუნეთ ფეხიდან ფეხზე და აქტიურად დაიხარეთ ქვემოთ

image

7. წარმოიდგინეთ რომ სახტუნაოთი ხტუნავთ ერთი წუთის მანძილზე

image

8. დაწექით და შეეცადეთ ხელების დახმარების გარეშე წამოდგეთ ისე, რომ ფეხები თეძოებთან რაც შეიძლება ახლოს მიიტანოთ

image

9. მთელი სხეულის სიმძიმე ხელებზე გადაიტანეთ და ორივე ფეხით თავისუფლად იხტუნეთ

image

10. ფეხები რაც შეიძლება განზე დადგით და ჩაჯექით. შეეცადეთ ამ დროს ზურგი გამართულად დაიკავოთ

image

წარმატებულ ვარჯიშს გისურვებთ!


4
1895
16-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
1895
  
2016, 5 მარტი, 10:18
ზუსტად მათთვისაა, ვინც ვერ ახერხებს დარბაზში სიარულს :)
2016, 5 მარტი, 4:54
დარბაზს ვერ შეედრება მარა კაია :)
2016, 4 მარტი, 19:37
მადლობა თქვენ, შეფასებისთვის :)
2016, 4 მარტი, 19:01
კარგი სტატიაა მადლობტ
0 1 4