x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლენინის საიდუმლო სიყვარული - ქალი რომელიც ბელადის მუზა იყო

image



როცა საუბარი ვლადიმირ ლენინის ქალებს ეხება, როგორც წესი, გვახსენდება მხოლოდ ნადეჟდა კრუპსკაია, რომელიც მეუღლეს ყველანაირად ეხმარებოდა პირად თუ საზოგადო საქმიანობაში. მაგრამ მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ცხოვრებაში იყო კიდევ ერთი ქალბატონი, რომელსაც ისტორიკოსები ხშირად მის "მუზად" მოიხსენიებენ - ინესა არმანდი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ლენინისა და კრუპსკაიას სახლში ცხოვრობდა.
image

ინესა არმანდზე (ქალიშვილობაში, ელიზაბეტ პეშო დ'ერბენვილი) საუბრისას უნდა აღინიშნოს, რომ, მიუხედავად რთული ცხოვრებისა, ყოველთვის რევოლუციის ერთგული იყო. ინესა იყო მსხვილი რუსი მეწარმის ვაჟის, ალქსანდრე არმანდის მეუღლე, რომელთან ოთხი შვილი ჰყავდა. თუმცა ამან ინესას საზოგადოებრივ საქმიანობაზე უარი ვერ ათქმევინა - ის აქტიურად იყო ჩართული ქალთა უფლებებისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში. მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, საკმაოდ ჭკვიანი იყო, სულ მალე კი სოციალიზმის იდეებმა გაიტაცა. ამ მხრივ თანამზრახველად მოევლინა ალექსანდრეს უმცროსი ძმა - ვლადიმირი. ინესას და ვლადიმირს ერთმანეთი შეუყვარდათ. კეთილშობილმა ალექსანდრემ ცოლს გაუგო და გაუშვა. ვლადიმირმა და ინესამ ერთად დაიწყეს ცხოვრება და რამდენიმე თვეში საერთო ვაჟიც შეეძინათ.
image
სწორედ ვლადიმირმა გააცნო ინესას ლენინის ნაშრომები. ქალზე წაკითხულმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ბელადთან მიმოწერაც კი დაიწყო. წერილებით ურთიერთობა რამდენიმე წელი გრძელდებოდა. ამ დროის მანძილზე ინესამ ბევრი რამ გადაიტანა - იყო დაპატიმრებული, შეძლო გაქცევა, გარდაიცვალა ვლადიმირი... შემდეგ კი ქალი რუსეთიდან წავიდა და ბრიუსელში ეკონომიკური განათლება მიიღო. აქვე გაიცნო პირადად ლენინი.
imageფოტოზე: ინესა ბავშვობაში

ვლადიმირ ილიჩმა ინესას პარიზში თავის სახლის მმართველად მუშაობა შესთავაზა. იქ ქალი სახლის საქმეების გარდა დაკავებული იყო თარგმნით, კომუნისტური პარტიის ნაშრომების გამოცემით. ასევე წერდა საკუთარ ნაშრომებსაც. სწორედ ის გააგზავნა ლენინმა 1912 წელს რუსეთში აგიტაციური მოღვაწეობისთვის.
image

რუსეთში ინესა მეორედ დაიჭირეს, თუმცა ამჯერად გამოუშვეს გირაოდ გადახდის შემდეგ, რომელიც მისმა ქმარმა, ალექსანდრემ შეიტანა. გათავისუფლებული ინესა ისევ პარიზში გაემგზავრა.

გავრცელებული აზრის თანახმად, ნადეჟდა კრუპსკაიამ იცოდა ლენინისა და არმანდის ურთიერთობის შესახებ, მაგრამ ხელს არ უშლიდა. კრუპსკაიამ მეულეს განქორწინებაც კი შესთავაზა, მაგრამ ლენინმა უარი თქვა. ზოგიერთი მონაცემით, ლენინსა და ინესას საერთო ვაჟიც კი ჰყავდათ, თუმცა ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული.
imageინესა არმანდი შვილებთან

ინესა არმანდი 1920 წელს ქოლერით გარდაიცვალა. ეს ლენინისთვის ნამდვილი დარტყმა იყო. ბევრს მიაჩნია, რომ სწორედ ამან დააჩქარა ბელადის ავადმყოფობა და სიკვდილი (მან ხომ საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ მხოლოდ 3 წელი იცოცხლა). მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კრუპსკაიას მისი დაკრძალვაც კი უნდოდა ინესას გვერდით (რევოლუციონერი ქალბატონის ფერფლი კრემლის კედელშია დასვენებული), მაგრამ ეს იდეა არ მოიწონეს. სამაგიეროდ, არმანდის შვილები ნადეჟდამ თვითონ წაიყვანა გასაზრდელად და სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია მათთან კავშირი.

2
2281
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2281
  
2016, 4 მარტი, 13:27
და გავაზიარე
2016, 4 მარტი, 13:27
კარგი და საინტერესოა როგორც ყოველთვის
0 1 2