x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
5 შეცდომა, რომელსაც ყავის მომზადებისას ვუშვებთ

image


ყავა მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სასმელია. ბევრი ადამიანისთვის ამ არომატული სასმელის გარეშე დღის დაწყება წარმოუდგენელია. ყავას იდეალურია ყველა ამინდში - ზამთრის სუსხიან დღეებში ფინჯანი თბილი ყავა, ზაფხულში კი უგემრიელესი ცივი ყავა... მოკლედ, დღეს სამყარო ყავის გარეშე წარმოუდგენელია!

ბევრი თვლის, რომ ყავის, კერძოდ კი ე.წ. ნალექიანი ყავის მომზადება ძალიან მარტივია და რაიმე განსაკუთრებულ ცოდნას სულაც არ საჭიროებს. სხვები კი დამეთანხმებიან, რომ ყავის მოდუღება ნამდვილი ხელოვნებაა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხშირად ყავას არა აქვს ისეთი გემო და არომატი, როგორსაც ველოდებით. ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს. ჩვენ კი შევჩერდებით ხუთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე, რომელსაც ყავის მომზადების დროს ვუშვებთ ხოლმე.

1. ვყიდულობთ დაბალი ხარისხის ან ზედმეტად დიდ შეფუთვაში მყოფ ყავას.


image



ნებისმიერ კარგი სასმელის საფუძველი არის ხარისხიანი ინგრედიენტები. იდეალურია, თუ ყავას სპეციალიზირებულ მაღაზიაებში შევიძენთ, სადაც გამყიდველი ნათლად აგვიხსნის პროდუქტის წარმომავლობას, მის გემოს, მოგვცემს რჩევებს ყავის მარცვლების შეძენისას ან მათი შერევისას.

ძალიან მნიშველოვანია, რომ მარცვლები ახალი მოხალული იყოს. ამის განსაზღვრა არომატის მიხედვით შეიძლება. უმჯობესია შევიძინოთ მცირე ზომის პაკეტები, რომლებიც მჭიდროდაა თავმოკრული.


2. ვამზადებთ ყავას უცნობი წარმომავლობის ნარევებისგან.


image

ძალიან ხშირად სუპერმარკეტებში იყიდება რამდენიმე თვის წინ მოხალული და დაფქული ყავა, ან კიდევ ხარისხიან ახალ ყავას ურევენ უხარისხი პროდუქტს მისი გასაღების მიზნით. ასევე, შესაძლოა დახლზე გამოტანილი ყავა კი იყოს ახალი დაფქული, მაგრამ ისეთ ადგილზე მოყვანილი, სადაც, როგორც წესი, გემრიელი ყავა არ მოდის. ასეთი პროდუქტი შედარებით იაფია, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 1 კგ. ხარისხიანი ყავა ვერაფრით ეღირება 100 ევროზე ნაკლები.

3. ვიყენებთ ზედმეტად წვრილად ან უხეშად დაფქულ ყავას.



image

სხვადასხვა ხერხით მომზადებული ყავა სხვადასხვა ხარისხის დაფქვას საჭიროებს. ზოგადი წესით, რაც უფრო ნაკლებად მუშავდება ყავა თერმულად, მით უფრო წვრილად უნდა იყოს დაფქული. ამიტომ, თუ ყავას სახლში არ ფქვავთ და შეძენის ადგილზე აფქვევინებთ, უმჯობესია სთხოვოთ კონსულტატნს თქვენი მოთხვნილებების მიხედვიტ დაგიფქვათ. სწორად დაფქული და ახლად მოხალული ხარისხიანი ყავა უზრუნველყოფს სასმელის ინტენსიურ გემოსა და მდიდარ არომატს.


4. არ ვუვლით სწორად ყავის მადუღარას

image
მომზადებული სასმელის ხარისხი, მისი არომატი და გემო დიდად არის დამოკიდებული მადუღარასა და საფქვავის (თუ, რა თქმა უნდა მას იყენებთ) მდგომარეობაზე. თუ ყავის მადუღარასა და საფქვავს სუფთად არ ინახავთ, იმედი ნუ გექნებათ, რომ სასმელი გემრიელი გამოვა. გასათვალისწინებელია, რომ მოხალული ყავა შეიცავს ზეთებს, რომლებიც რჩება მადუღარას დეტალებში და გაუწმენდაოის შემთხვევაში, საუკეთესო ყავის გემოს გაფუჭებაც კი შეუძლია.

5. ვიყენებთ დიდ ჯეზვეს


image

გასაგებია, რომ დიდი მოცულობის ჯეზვე უფრო პრაქტიკულია, რადგან საშუალებას მოგვცემს ერთდროულად რამდენიმე ადამიანისთვის მოვამზადოთ ყავა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ წვრილად დაფქული ყავის ხარშვის დრო არ უნდა იყოს 3 წუთზე ნაკლები და 6 წუთზე მეტი. ერთდროულად დიდი რაოდენობით ყავის მომზადებისას კი ეს დრო, როგორც წესი, მინიმუმ 8 წუთამდე იზრდება, რაც ყავის სიმაგრესაც და გემოსაც საგრძნობლად ცვლის.



0
3412
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0