x
image
lady.ge
ლაზანია რეჰანით
imageიტალიური სამზარეულო
შემადგენლობა:

ფქვილი-1, 5 ჭიქა;

კვერცხი- 2ც;

ზეითუნის ზეთი-0, 5 ჩ/კ;

ისპანახი-200გ; ხაჭო-200გ;

გახეხილი მოცარელა-200გ;

გახეხილი პარმეზანი-0, 5 ჭიქა;

კვერცხი-1ც;

დაჭრილი რეჰანი;

მარილი გემოვნებით.

სოუსისთვის:

პომიდორი-300გ;

ნიორი-2 კბილი;

ზეითუნის ზეთი-5ს/კ

მომზადება:

1. ისპანახს მოაშორეთ უხეში ბოლოები, გარეცხეთ დ ამოხარშეთ ორთქლზე 5 წთ. გააგრილეთ, გაწურეთ, წვრილად დაჭერით და მოაყარეთ ცოტა მარილი;

2. ფქვილი ჩაყარეთ ჯამში, დაამატეთ კვერცხი(2 ც) და მწიკვი მარილი. მოზილეთ ცომი და კარგად აურიეთ 6-8 წთ.

დაამატეთ ისპანახი და აურიეთ. მოაგუნდავეთ, გადაახვიეთ ტილოში და დატოვეთ 20 წთ;

3. გააცხელეთ აირღუმელი 180 გრადუსზე.

მოამზადეთ სოუსი. პომიდორი გარეცხეთ, დაჭერით, ნიორი გაასუფთავეთ და დაჭერით წვრილად.

ჩააწყვეთ პომიდორი საცხობ ფორმაში, მოაყარეთ ნიორი, მარილი და პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი. გამოაცხვეთ 25 წთ.

4. დაჭყლიტეთ პომიდორი ჩანგლით ფორმაში და დააბრუნეთ ღუმელში 10 წთ.

5. ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით მართკუთხედებად. ქვაბში აადუღეთ მარილიანი წყალი, დაამატეთ ზეითუნის ზეთი და მოხარშეთ ცომი ულუფებად 1 წთ.

6. მოუმატეთ აერღუმელის ტემპერატურა 190 გრადუსამდე.

ჯამში აურიეთ ხაჭო, პარმეზანი, კვერცხი(1 ც) და რეჰანი. დაამატეთ მარილი და წიწაკა.

კვადრატული ფორმის საცხობ ფორმას წაუსვით ცხიმი, დააწყეთ ცომის რამდენიმე ნაჭერი, წაუსვით მიღებული მასის ნახევარი, მოასხით სოუსი და მოაყარეთ 2ს/კ მოცარელა.

გაიმეორეთ იგივე მომდევნო ფენაზე.

ზემოდან დაფარეთ ცომის ნაჭრებით და მოასხით დარჩენილი სოუსი.

გამოაცხვეთ 20 წთ.

0
1325
1-ს მოსწონს
ავტორი:lady.ge
lady.ge
1325
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0