x
image
alex999
Mediator image
ვინ არის ყველაზე საყვარელი მამაკაცი ლალი მოროშკინასთვის? (+ვიდეო)
სკანდალური გადაცემა სხვა რაკურსი, კვლაავ "ტელეიმედის" ეთერში

ყოველ ხუთშაბათს მაყურებელს ხვდება. გუშინ(18.02.2016) გადაცემის

ერთ-ერთი სტუმარი ლალი მოროშკინა იყო.

გია ჯაჯანიძის თოქ-შოუ "სხვა რაკურსში" მაყურებელმა ლალი მოროშკინას


უმცროსი ვაჟი გიორგი ღოთვაძე გაიცნო. ქალისა და მამაკაცის

ურთიერთობების შესახებ საკუთარი მოსაზრება ახალგაზრდამ

ღიად დააფიქსირა.


image



ლალი მოროშკინა - ამ სტუდიაში ჩემთვის ყველაზე საყვარელი მამაკაცი ზის!


"დღეს მივეცი ჩემ თავს უფლება, ესეთი "day off" გამოვაცხადე სამსახურში და

ვთხოვე რომ ეს ერთი დღე არ მოვალ... და რა გავაკეთე: პირველი ნახევარი ვიყავი

სახლში, გავაკეთე სადილი და დავურეკე ჩემს შვილს სკოლაში, ამ სტუდიაში

ჩემთვის ყველაზე საყვარელი მამაკაცი ზის! იმ კუთხეში, ჩემი უმცროსი ვაჟიშვილია

და მისთვის ეს დებიუტია... ნუ გავაკეთე სადილი და დავურეკე, ვიცოდი რომ

გაკვეთილები აქვს, მაგრამ სმს მაინც წაიკითხავდა რომ, იცი რა სახლში ვარ და

სადილი გავაკეთე, მოდი. მოდის სმს ბოლო გაკვეთილიდან გამოვალ და რა მაგარია

სახლში რომ ხარ. მე ეს ეს ძალიან მაკლია, შვილებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ

მუდმივად, დილიდან შუაღამემდე სამსახურია, გადაღებებია, რაღაც საქმიანობაა,

საზოგადოებრივი დატვირთვაა, სპორტია და ყველაფერია...დრო აღარ რჩება.

მე დღეს დიდი სიამოვნებით მივიღებდი ნამდვილად ქალის როლს, სამზარეულოშიც

ვიტრიალებდი, გაცილებით მეტს გავაკეთებდი ოჯახისთვის, იქ აგარაკზე ყვავილებს

დავრგავდი, მაგრამ ეს დიდი ფუფუნებაა!" -ასე შეაფასა ლალი მოროშკინამ უმცროსი

შვილი და საკუთარი დღის განრიგი.



image



ლალი მოროშკინას დღის განრიგის და შვილის შეფასების შემდეგ, გია ჯაჯანიძემ

შემდეგი კითხვა დაუსვა მოროშკინას უმცროს ვაჟს:" ეთანხმები საერთოდ დედას??"


ლალი მოროშკინას უმცროსი ვაჟი:


"კი ვეთანხმები ბევრ რამეში და მოდი თავიდან დავიწყოთ, ჩემთვის მთავარი

არის ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში, ურთიერთგაგება. პირველი არის

ურთიერთგაგება და თუ არ არის, მაშინ ის ურთიერთობა მალევე დაიშლება.

ჩემი აზრით, მამაკაცს თუ მოსწონს საჭმლის კეთება იყოს მამაკაცი, ქალს

თუ მოსწონს საჭმლის გაკეთება იყოს ქალი! თუ არცერთს არ მოსწონს, მაშინ

გავიდნენ და გარეთ ჭამონ, არც ეგ იქნება პრობლემა!"


image



ლალი მოროშკინას ვაჟის პასუხს დარბაზიდან აბონისმენტები მოჰყვა, როგორც

ყოველთვის გია ჯაჯანიძის ტელე-გადაცემა სხვა რა კურსი ამ კვირაშიც საკმაოდ

საინტერესო იყო. კვირის სტუმრები იყვნენ: ლალი მოროშკინა და მისი უმცროსი ვაჟი,

ლაშა მაზანაშვილი, კესარია აბრამიძე და ჯგუფი "ბანი".




















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
389
10-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
389
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0